IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Apple-ს გრანდიოზული პრეზენტაცია გვიახლოვდება!

09.08.2021

686 დათვალიერება

მოგეხსენებათ, 2021 წელს Apple-მა სულ ორი ღონისძიება ჩაატარა. პირველი იყო აპრილში, სადაც ჩვენ ვნახეთ iPad-ის განახლებები, ფერადი iMac-ები, AirTags ტრეკერები, იასამნისფერი iPhone 12 და სხვა, ორი თვის შემდეგ ვიხილეთ WWDC, სადაც ვნახეთ iOS 15, MacOS Monterey (ასევე ცნობილია როგორც MacOS 12), WatchOS 8 და iPadOS 15

 

კომპანია Apple-ს პრეზენტაციები ყოველთვის შთამბეჭდავია. ამჯერად გიყვებით 2021 წლის სექტემბრისთვის დაანონსებულ გრანდიოზულ  ღონისძიებაზე, რომელზეც უპრეცენდენტოდ ბევრ სიახლეს გვპირდებიან! ველოდებით iPhone 13-ს, Apple Watch 7-ს, AirPods 3-ს, iPad Mini 6-ს და კიდევ რამდენიმე საინტერესო განახლებას

 

iPhone 13

Apple-ის ახალი ფლაგმანი სექტემბერში გამოჩნდება

ჩვენ ჯერ არ ვიცით Apple-ის ახალი iPhone-ის გამოშვების ზუსტი თარიღი, მაგრამ ეს აუცილებლად სექტემბერში მოხდება. ღონისძიება ამჯერადაც ონლაინ რეჟიმში იქნება წარმართული. Bloomberg-ის მარკ გურმანმა გამოაქვეყნა ვარაუდი Power On-ის უახლეს საინფორმაციო გაზეთში, რომ Apple-ის პრეზენტაცია იქნება სრულიად ვირტუალური, რადგან ტექნოლოგიური გიგანტის მიერ გავრცელებული გადაწყვეტილებით, თავიდან უნდა იქნას არიდებული COVID-19-ის შემთხვევების ზრდა.

 

Apple-მა თავდაპირველად თქვა, რომ სექტემბრიდან ყველა თანამშრომელს მოეთხოვება ოფისში მისვლა კვირაში 2-3 დღე მაინც. მიუხედავად ამისა, ღონისძიება მაინც სრულად ვირტუალურ გარემოში გადაწყდა - ველით ახალი ტელეფონის ოთხ ვერსიას: iPhone 13, iPhone 13 Mini, iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max.

 

 

iPhone 13 ახალი ფერიც ემატება. Ranzuk კორეული ბლოგის პლატფორმაზე ნათქვამია, რომ iPhone 13-ს შესაძლოა ჰქონდეს „ჩამავალი მზის ოქროსფერი“, მბზინავი ელფერი, როგორც Apple-ის ვარდისფერია. ადრე ამბობდნენ, რომ iPhone 13 გამოვიდოდა საღეჭი რეზინის ვარდისფერში და უკიდეგანოდ დაბურულ შავ ფერში

 

DigiTimes-ის თქმით, Apple-ი თავის მოწყობილობებში შიდა კომპონენტების ზომის შემცირებას გეგმავს, რათა ბატარეის მოცულობა 55%-თ გაზარდოს. ეს სიახლე განსაკუთრებით iPhone-ს ეხება.

ამისთვის კომპანია IPD ჩიპებს გამოიყენებს, რომელიც მულტიელემენტის როლს შეასრულებს, ვარაუდობენ, რომ ამ ჩიპების წარმოებაში TSMC ჩაერთვება.

მიაჩნიათ რომ გაძლიერებული ბატარეის წყალობით აიფონ 13-ს ეკრანი კიდევ უფრო მაღალი გარჩევადობის გახდება.

 

 

Apple Watch 7

Watch 7 გამოვა WatchOS 8-სთან ერთად, რომელიც WWDC-ზე დაანონსდა

Apple-ის მომავალი თაობის სატარაბელი მოწყობილობა შეიძლება შეიცავდეს ახალ ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა გლუვი, ბრტყელკიდეებიანი დიზაინი, გაუმჯობესებული ბატარეა და რაც მთავარია, ჩვენ ველით, სისხლში ჩამონტაჟებულ პულსის ოქსიმეტრის სენსორთან ერთად, გლუკოზის მონიტორინგის სენსორსაც!

 

AirPods 3

Bloomberg-ის ანგარიშის თანახმად, Apple-ის AirPods წელს უნდა განახლდეს. ჭორების თანახმად, AirPods 3-ს ექნება AirPods Pro-ს მსგავსი მახასიათებლები, როგორიცაა სივრცული აუდიო მხარდაჭერა, უფრო მოკლე ღერო, ურთიერთშემცვლელი თავაკები და დამუხტვის პატარა ქეისი სამჯერ დიდი ელემენტით

 

iPad Mini 6

Apple-ის სხვა ტაბლეტებმა, მათ შორის iPad-მა, iPad Air-მა და iPad Pro-მა წელს უკვე განიცადეს განახლებები, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ iPad Mini რჩება გასაახლებელი. გურმანის თქმით, iPad Mini-ის ხელახალი დიზაინი წესით უნდა მოხდეს 2021 წელს

 

MacBook Pros, Mac Pros, Mac Mini, iMac and Apple Display

  • 2019 წელს, Apple-მა გამოაცხადა, რომ დაამზადებდა საკუთარ ჩიპს, რომელიც ცნობილია როგორც M1, ახლა ვარაუდობენ, რომ კომპანიამ უნდა გამოაცხადოს მისი პროცესორის ახალი ვერსიაც, MacBook Pro ან Mac Pro-სთვის.
  • Apple-მა ასევე დაანონსა ახალი iMac, რომელიც მუშაობს M1 პროცესორით, მაგრამ ეს იყო მხოლოდ უფრო პატარა 24 დიუმიანი მოდელი. Bloomberg იტყობინება, რომ Apple მუშაობს პროცესორების განახლებაზე როგორც Mac Mini-სთვის, ასევე 27 დიუმიანი iMac-ისთვის.
  • Apple მუშაობს Pro Display XDR-ის უფრო ხელმისაწვდომ ვერსიაზეც, რომელიც თავდაპირველად გამოვიდა 2019 წელს. Bloomberg-მა იანვარში განაცხადა, რომ Apple იყო უფრო იაფი მონიტორის „ადრეული განვითარების“ ეტაპზე.
     

ახალი MacBook M2?!

მიუხედავად იმისა, რომ ჭორების მიხედვით ამ პრეზენტავიაზე ველოდებოდით M2 ჩიპით, უფრო თხელს, შავი ფერის MacBook Pro-საც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი წარმოება მხოლოდ 2022 წლიდან დაიწყება და ახალი iMac-ის მსგავსად სხვადასხვა ფერებში იქნება წარმოდგენილი.

 

ამ კვირაში გამოქვეყნებულ Tweet-ში DylanDkt წერს, რომ შემდეგი MacBook Air-ც აღჭურვილი იქნება M2 პროცესორით. რაც შეეხება M1 ჩიპს, გაუმჯობესდება M1X პროცესორით, რომელიც განკუთვნილი იქნება Pro Mac მოწყობილობებისთვის. ამ ამბის გამმჟღავნებელს აქამდე ზუსტი ცნობები ჰქონდა M1 iMac-ისა და 2021 iPad Pro-ს შესახებ, რაც გვაფიქრებინებს რომ წყარო ნამდვილად სანდოა

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვხვდებით ვარაუდებს ფერადი MacBook-ების შესახებ. მაგალითად მაისში, ჯონ პროროსერმა YouTube ვიდეოში აღნიშნა რომ Apple-ს გეგმაში აქვს ახალი MacBook-ებისთვის უფრო მეტი ფერის დამატებას.

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ ბრენდ დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Echo Show კონკურენტი, ხმის პანელი Apple TV-ით და AR/VR ყურსასმენით

Beats studio Earbuds მხოლოდ დასაწყისია, ჭორებს თუ დავუჯერებთ, წელს ჩვენ ვიხილავთ ისეთ ახალ მოწყობილობებს Apple-ისგან, რომელიც გაანადგურებს Amazon Echo Show და მსგავს პროდუქტებს, ახალი ყურსასმენები შეაერთებს iPad-ს მონიტორებთან, ხმის პანელთან, Apple-ის გაფართოებული / ვირტუალურ რეალობის მოწყობილობებთან

 

 

iOS 15 ბევრ სიახლეს გვპირდება!

FaceTime-ი სივრცული აუდიო ემატება

ზარის დროს ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს თქვენს მოსაუბრესთან ერთად ოთახში ხართ, რადგან FaceTime-ს ემატება ზედმეტი ხმების ჩახშობის შესაძლებლობა. მაგალითად ძაღლის, რემონტის, მანქანების ხმა. როგორც ჩანს ეს ტექნოლოგია ისე მუშაობს როგორც AirPods Pro-ში და AirPods Max-ში.

 

ახლა უკვე FaceTime-ში შეგიძლიათ შექმნათ მოსაწვევი ბმულები, რისი საშუალებითაც მეგობრებს ყველაფერს მარტივად გაუზიარებთ.გვექნება შესაძლებლობა გავაზიაროთ მუსიკა, ვუყუროთ ფილმებს და ეს ყველაფერი ერთად განვიხილოთ iMessage-ში.

 

მეგობრებთან გაზიარების შესაძლებლობა მესამე მხარის აპლიკაციებსაც შეეძლებათ. მაგალითად მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ TikTok ვიდეოებსაც უყუროთ.

 

iMessage-ი გადაიქცევა ოპტიმიზირებულ მესენჯერად

Apple-მა საბოლოოდ გადაწყვიტა ამ მიმართულების დახვეწა. iMessage-ი მრავალფუნქციურ სოციალურ ქსელად გადაიქცევა. იგი FaceTime-ის მსგავსად ონლაინ ფორმატში, სოციალური ცხოვრების ახალი კერა ხდება. iOS 15-ში iMessage-ით შეძლებთ მისიკის გაზიარებას, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში უსმენთ

 

iOS 15-ში ემატება და იხვეწება სხვა მცირე ფუნქციებიც

  1. განახლდა და უფრო დეტალური გახდება ამინდის კონტროლი
  2. iPhone-ის გამოყენების სხვადასხვა რეჟიმები („არ შემაწუხოთ“-ის რეჟიმის მსგავსად)
  3. ფოტოების გალერეაში ემატა ვიდეო მონტაჟის განყოფილება (ფოტოებისგან შეგიძლიათ შექმნათ ვიდეო, მოარგოთ საყვარელი მუსიკა და გაუზიაროთ მეგობრებს)
  4. ახალი ბარათები და გასაღებები Apple Wallet-ში (Apple-ის საფულეში ID ბარათის დამატებაც იქნება შესაძლებელი)
  5. ახალი შეტყობინებების ცენტრი (შეტყობინებები დაჯგუფდება, მნიშვნელოვანი და გასართობი შეტყობინებები სხვადასხვა ზოლში მოხვდება)
  6. მონაცემთა უსაფრთხოება (ახალი მექანიზმები კონფიდენციალურობისათვის)

 

iOS 15 – გაიზარდება და ოპტიმიზირდება iCloud Storage

არ გყოფნით 5GB მეხსიერება? iOS 15-ს ეს სიახლე თქვენთვისაა. ეფლი გვპირდება რომ საშუალებას მოგცემთ შეინახოთ იმ მოცულობის Backup რამდენიც დაგჭირდებათ ერთი მოწყობილობიდან მეორეში მასალის გადასატანად.

 

“ახალი მოწყობილობის შეძენისას შეგეძლებათ გამოიყენოთ iCloud Backup თქვენი მონაცემების ძველიდან ახალ მოწყობილობაზე გადასატანად, მაშინაც კი, თუ არსებული უფასო 5GB არაა საკმარისი. iCloud მოგცემთ იმდენ ადგილს, რამდენიც დაგჭირდებათ უფასოდ. ეს საშუალებას გაძლევთ ავტომატურად მიიღოთ თქვენი აპლიკაციები, პარამეტრები და მასალები თქვენი ერთი iPhone-დან, მეორეზე"

 

ამიერიდან “iCloud +” სერვისად იქნება ცნობილი ყველა სატარიფო გეგმა და დაემატება ახალი ფუნქციები რომლებიც მოიცავს თქვენი მოძიებული აქტივობის გასაიდუმლოებას, ელ-ფოსტის დამალვას და აიქლაუდის ელ. ფოსტის მისამართის მაგივრად სასურველი სახელის დარქმევას ოჯახის წევრებს შორის გასაზიარებლად.

 

რამოდენიმე თვეა ხელმისაწვდომი გახდა iOS 15 ბეტა ვერსია

ჩვენი რჩევაა, არ იჩქაროთ Apple-ის უახლესი iPhone OS-ის დაყენება, ამისთვის სწორი დრო 27 სექტემბრის შემდეგ იქნება.

 

 

კომპანია ბეტა სისტემას პირველი გამოშვებიდან ორ კვირაში ერთხელ ანაახლებს. ამ რიტმის დაცვის გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს მინიმუმ კიდევ სამი განახლება (ჩვენ ამჟამად საჯარო ბეტა 5-ზე ვართ) ოფიციალურ გამოშვებამდე სექტემბრის ბოლოს. ეს ნიშნავს სულ მცირე სამ  რაუნდს, რაც თეორიულად პროგრამულ უზრუნველყოფას უფრო სტაბილურს გახდის საერთო ჯამში.

 

 

ბეტა ვერსიაში: ზოგიერთი iOS 15 ხარვეზი ნამდვილი თავის ტკივილი და სმარტფონის მტერია

ბეტას ეწოდება ასე, რადგან ის არ დასრულებულა და შეიძლება ხარვეზები გააჩნდეს. მაგალითად, iOS 14.7-ის მეორე ბეტა მოიცავს ხარვეზს, რის გამოც ზოგიერთი iPhone ვერ აღიქვამს SIM ბარათს ტელეფონში. SIM ბარათის გარეშე, თქვენი ტელეფონი კი შეიძლება იყოს iPod Touch.

 

ასეთი ხარვეზები და შეცდომები ასევე ჩნდება iOS 15-სა და iPadOS 15-ში. და მაშინაც კი, თუ ისინი მთლიანად არ შეგიშლით ხელს თქვენი iPhone- ის ან iPad- ის გამოყენებაში, შეცდომები მაინც იქნება შემაწუხებელი და შეიძლება ნიშნავდეს მოწყობილობის გამოყენებისას დისკომფორტს.

 

 

ბეტა ვერსიაში: უმეტესი აპლიკაცია არ იმუშავებს 

როდესაც Apple ახდენს მნიშვნელოვან ცვლილებებს ოპერაციულ სისტემაში და ძირითად API-ებში, რომლებსაც დეველოპერები იყენებენ ახალი ფუნქციების და სერვისების შესაქმნელად, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს იმას, რომ ძველი დეველოპერული ინსტრუმენტები უქმდება ან იცვლება მათი მუშაობის პრინციპი. უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ აპლიკაციამ საერთოდ არ იმუშაოს.

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა