IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Apple-ს წლის მთავარი ღონისძიება - Far Out

899

News

09.09.2022

745 დათვალიერება

ყოველთვის, როდესაც Apple ღონისძიების გამართვას გადაწყვეტს, ყველამ ვიცით, რომ რამდენიმე ახალ საინტერესო პროდუქტს ვიხილავთ. ღონისძიებაზე, სახელწოდებით Far Out,  მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ახალი თაობის ჭკვიანი საათები, უსადენო ყურსასმენები და სმარტფონები წარადგინა!

ტრადიციულად, ღონისძიება Apple-ის ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა გახსნა, მან ხაზგასმით აღინიშნა, რომ Apple სულ უფრო სიღრმისეულად ავითარებს საკუთარ ეკოსისტემას და თითოეული პროდუქტის სრული პოტენციალის გამოვლენა, მხოლოდ მისი სხვა მოწყობილობებთან შერწყმის შედეგად ხდენა შესაძლებელი.

 

Apple Watch Series 8

სწორედ ეკოსისტემურობაა მიზეზი იმისა, რომ წლევანდელი პრეზენტაცია უახლესი თაობის ჭკვიანი საათის, Apple Watch-ის რამდენიმე მოდელის წარდგენით დაიწყო – საუბარია, Apple Watch 8-ზე, Apple Watch SE-სა და ზეგამძლე, მძლავრ Apple Watch Ultra-ზე. თუმცა, ეკოსისტემურობის გარდა, Apple-ის ჭკვიანი საათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის მსოფლიოში აღნიშნული სახის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის სტატუსს ატარებს, უკვე შვიდი წელია.

უახლესი Apple Watch 8 დახვეწილია როგორც ტექნოლოგიურად, ასევე დიზაინის მხრივ – ჭკვიან საათს დიდი ზომის გლუვი ეკრანი და მაქსიმალურად შემცირებული კანტები აქვს. საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ალუმინის, ასევე უჟანგავი ფოლადის კარკასის მქონე მოდელები – საერთო ჯამში, საუბარია სხვადასხვა ფერის შვიდ მოდელზე.

 

 

 

თუმცა, Apple Watch-თან დაკავშირებით მთავარი სიახლე, მაინც მოწყობილობის ტექნოლოგიურობას უკავშირდება, უფრო კი განახლებულ სენსორებს, რომლებიც Apple-ის ჭკვიან საათს კიდევ უფრო ჭკვიანად აქცევს – საუბარია როგორც ტემპერატურის, ასევე მოძრაობის სენსორებზე. უახლეს Apple Watch-ს ორი ტემპერატურული სენსორი აქვს, რომლებითაც ის მძინარე ადამიანის ტემპერატურას ყოველ ხუთ წამში ერთხელ ზომავს. ამასთანავე, ის საოცრად ზუსტია, რადგან 0.1 გრადუსის ცვლილებასაც კი აღიქვამს. უახლესი ტემპერატურული სენსორები და Apple-ის ჭკვიანი საათის სხვა ფუნქციონალი ადამიანებს მათი ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობას აძლევს და ხშირად, მათ სხვადასხვა დაავადებების დროულ აღმოჩენასა და მკურნალობაში ეხმარება.

თუმცა, ტემპერატურული სენსორების გარდა, უახლეს Apple Watch-ში მოძრაობის დახვეწილ სენსორებსაც ვხვდებით, რომელთა დახმარებით, ჭკვიანი საათი აცნობიერებს, როცა ადამიანი, რომელიც მას ატარებს ავტოსაგზაო შემთხვევაში ხვდება და მომხდარის შესახებ სასწრაფო-სამაშველო სამსახურს ავტომატურად ატყობინებს.


 

 

Apple Watch Ultra

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში, მარკ გარმენის მსგავსი ანალიტიკოსების დახმარებით, Apple-ის უახლესი მოწყობილობების შესახებ ასე თუ ისე ბევრი რამ წინასწარაა ცნობილი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, კომპანიამ მომხმარებლის გაოცება მაინც მოახერხა - Apple Watch Ultra-ს წარდგენით, რომელიც საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. ამ საათს 49-მილიმეტრიანი კარკასი აქვს, რომელიც ტიტანისგანაა დამზადებული, რაც მას საოცრად გამძლე მოწყობილობად აქცევს. ამასთანავე, რადიკალურადაა შეცვლილი მისი დიზაინი და მაქსიმალურადაა გაზრდილი მისი ელემენტის გამძლეობა – ეს საათი, ელემენტის ერთი დამუხტვით, სულ მცირე 36 საათს ძლებს.

 

 
Apple Watch SE

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ წელს, Apple-მა ჭკვიანი საათის ბიუჯეტური მოდელიც შემოგვთავაზა – Apple Watch SE, რომელიც 20%-ით უფრო სწრაფია წინა თაობის ბიუჯეტურ მოდელთან შედარებით და თან, Apple Watch 8-ის არაერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების ამოცნობის ფუნქციონალიც მოხვდა

 

AirPods Pro 2

ჭკვიანი საათების მიღმა, ღონისძიებაზე Apple-მა უახლესი თაობის ყურსასმენები, AirPods Pro 2 წარმოადგინა. ტექნოლოგიური გიგანტის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ტიმ კუკის შეფასებით, ეს Apple-ის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ყურსასმენია, რაც უცნაური არ არის თუ გავიხსენებთ, რომ ის Apple-ის მიერ წარმოებული H2 ჩიპითაა აღჭურვილი. ამასთანავე, მას სივრცითი აუდიოს ფუნქციონალი და ხმის ჩახშობის ტექნოლოგია აქვს, რომელიც ორჯერ უფრო მძლავრია წინა მოდელთან შედარებით. ამ ყველაფერთან ერთად, დაიხვეწა ყურსასმენის ელემენტებიც – ამიერიდან, მათ გამოყენებას ექვსი საათის განმავლობაში შეძლებთ.

 

 

 

iPhone 14, iPhone 14 Plus, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max

Far Out-ს მთავარი მოვლენა ახალი თაობის ოთხი სმარტფონის პრეზენტაციაა – საუბარია, iPhone 14-ზე, iPhone 14 Plus-ზე, iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ზე

 

 

წარმოგვიდგინეს სტანდარტულზე უფრო დიდი Plus მოდელი – ამ სმარტფონს 6.7-ინჩიანი ეკრანი აქვს. ორთავე მოდელი, ჩვეულებრივი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი Apple-ის მიერ წარმოებული A15-ტიპის ბიონიკური ჩიპითაა აღჭურვილი.

დაიხვეწა როგორც სმარტფონების ელემენტები, ასევე კამერა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, iPhone 14 Plus-ს საუკეთესოთა შორის საუკეთესო ელემენტი აქვს, რომელიც ყველა სხვა iPhone-ის ელემენტზე 30% მეტს გაძლებს. რაც შეეხება Apple-ის კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს – კამერას, ის 12-მეგაპიქსელიანია და აქვს როგორც სენსორული სტაბილიზაციის, ასევე სიღრმის ასახვის ფუნქციონალი.

 

 

 

თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველაზე საფუძვლიანი ცვლილებები მაინც iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის შემთხვევაში ვნახეთ. პირველი განსხვავება, რომელიც ახალი და ძველი თაობის სმარტფონებს შორის შეინიშნება – დისპლეია, რომელიც Apple-მა რადიკალურად შეცვალა. თავისთავად ეს ნაბიჯი Apple-ისთვის საკმაოდ გაბედული აღმოჩნდა, რადგან ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც iPhone-ის ეკრანმა განიცადა, 2017 წელს მოხდა, iPhone X-ის შემთხვევაში. უახლესი iPhone-ების უმთავრესი განსხვავება – ეკრანის ზედა ნაწილში მოთავსებული დინამიკური კუნძულია, რომელიც ადამიანის iPhone-თან ურთიერთობის გამოცდილებას თავდაყირა აყენებს. ამასთანავე, უახლესი Pro მოდელები Apple-ის მიერ წარმოებული ეფექტიანი ბიონიკური მიკროჩიპით, A16-ითაა აღჭურვილი, რაც iPhone-ს გაცილებით უფრო ეფექტიან და მძლავრ სმარტფონად აქცევს.

 

კონკრეტული განსხავებები iPhone 14 Pro 13 Pro-ს შორის

1. Always on display

2. დინამიური კუნძული

3. ავტოსაგზაო შემთხვევის დამფიქსირებელი

4. 20% უკეთესი ბატარეა

5. ახალი პროცესორი

6. ეკრანის პიკური სიკაშკაშე 2000nits-ი, 13 Pro-ს ჰქონა 1200

7. 48 მეგაპიქსელიანი კამერა, 13 პროს ჰქონდა 12 მეგაპიქსელი

8. ახალი რეჟიმი Photonic Engine

9. Cinematic რეჟიმში უკვე 4K გადაღება

10. ვიდეოს გადაღების ახალი რეჟიმი Action Mode

11. გაუმჯობესდა წინა კამერა

12. Emergency SOS სატელიტის გამოყენებით

13. ამირიკულ მოდელებს აღარ ექნება სიმ-ბარათის ჩასადები

 

და ბოლოს, ძველი "გრაფიტი" ჩაგვინაცვლდა ახალი "სფეის ბლექით"

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა