IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა მედიცინაში

2

Techfacts

News

პროგრამირება

04.08.2022

2203 დათვალიერება

ჩვენს დროში, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, პროდუქტიულობის, სამუშაო პროცესებისა და საბოლოო შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მრავალ სფეროში გამოიყენება

 

მაგალითისთვის: ამერიკულმა ბანკებმა 2025 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის წყალობით, შესაძლოა 170 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა დაზოგონ. ამის შესახებ „ბიზნესინსაიდერი“ Accenture-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

 

ასევე, წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯები ფიქსირდება მედიცინაში. აღნიშნულ სექტორში AI-ის დანერგვას პაციენტებისთვის, მკვლევრებისთვისა და ექიმებისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს – მისი დახმარებით, გიგანტური სამუშაოების იმაზე სწრაფად და ეფექტურად შესრულებაა შესაძლებელი, ვიდრე ამას ადამიანთა ჯგუფი შეძლებდა.

 

ჯანდაცვის სექტორში მოქმედი ორგანიზაციები ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერების, სხვადასხვა გამოსახულების, კლინიკური კვლევების შედეგებისა თუ სხვა სახის მონაცემების დიდ რაოდენობას ინახავენ. ცხადია, ამ მონაცემების შეცდომების გარეშე დახარისხება, ერთმანეთთან შედარება და სხვა სახის მსგავსი აქტივობები ადამიანებისგან ძალიან დიდ დროსა და ენერგიას საჭიროებს – რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, პროცესი წლების განმავლობაშიც კი ვერ დასრულდეს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების საშუალებით კი, ამ მონაცემების ბევრად სწრაფად და ხარისხიანად გაანალიზება, შემდეგ კი, უკეთესი სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღება არის შესაძლებელი.

 

ხელოვნური ინტელექტის ჯანდაცვის სფეროში გამოყენებას არაერთი სარგებელი აქვს

  1. მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების მიწოდება - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ჯანდაცვის ორგანიზაციებს შეუძლიათ, უფრო სწრაფად და მეტი სიზუსტით იპოვონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რაც როგორც გარე (პაციენტები), ასევე შიდა (პერსონალი) დონის კმაყოფილებას უზრუნველყოფს.

  2. ოპერაციების ეფექტურობის გაუმჯობესება - პატერნების შესწავლით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები ჯანდაცვის ორგანიზაციებს მათ მიერ დაგროვილი მონაცემების, აქტივებისა და რესურსების მაქსიმალურად სასარგებლო გზით გამოყენებაში ეხმარება. ეს კი, თავისთავად, სხვადასხვა სახის საოპერაციო პროცესების ეფექტურობას ზრდის.

  3. განსხვავებული მონაცემების დაკავშირება - ჯანდაცვის სექტორში ხელმისაწვდომი მონაცემები ხშირად ფრაგმენტირებულია და სხვადასხვა ფორმატშია შენახული. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ორგანიზაციებს ერთმანეთისგან განსხვავებული მონაცემების დაკავშირება და, შესაბამისად, უფრო ფართო, ერთიანი სურათის დანახვა შეუძლიათ.

და სხვა...

 

დაჩქარდა სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღება

პაციენტის კონკრეტული შემთხვევისთვის მკურნალობის საუკეთესო და უახლესი მეთოდების მოძიება, თანაც, მისთვის შესაბამისი მზრუნველობის გაწევა, ექიმებისგან ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების გამოყენებით, ჯანდაცვის პროფესიონალებს უახლეს ბიოსამედიცინო მონაცემებსა და ჯანდაცვის ელექტრონულ ჩანაწერებში შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების პროცესი უმარტივდებათ

 

ამის გარდა, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მილიონობით ქიმიური ნაერთის გადარჩევა, კონკრეტული შემთხვევისთვის ყველაზე სასარგებლო კომპონენტების ამორჩევა და მედიკამენტის სწორი დოზის შერჩევაა შესაძლებელი.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

განვითარდა ნანომედიცინა: ბიოსენსორები, დიაგნოსტიკა და ქსოვილის ინჟინერია

ნანოტექნოლოგიის მეშვეობით დიაგნოსტიკა, მკურნალობა და დაავადებების თავიდან აცილება ბევრად მარტივია. მედიკამენტებმა, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, შესაძლოა, გამოიწვიონ უსიამოვნო გვერდითი მოვლენები. გარდა ამისა, ხშირად ეს მედიკამენტები თავიანთ ფუნქციას ბოლომდე კარგად ვერ ასრულებენ. ნანოტექნოლოგია ეხმარება ამ მედიკამენტებს, ბოლომდე მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, რაც შედეგებს გააუმჯობესებს და ნაკლები წამლის საჭიროებას გამოიწვევს.

 

მაგალითად, კიბოს მკურნალობა ქიმიოთერაპიის მიწოდების ამჟამინდელი ტექნიკით იგივეა, რაც ვარდების ბაღისთვის შეწამვლა მხოლოდ ერთი სარეველა ბალახის გასანადგურებლად. ბევრად უფრო ეფექტური იქნება მცირე რაოდენობით შეწამვლა პირდაპირ სარეველას მიმართულებით, რის მერეც ვარდები გადარჩებიან. ამ ანალოგიით, ქიმიოთერაპიის დროს პაციენტის თმის ფოლიკულები, იმუნური უჯრედები და ეპითელია სრულად იწამლება. ნანოტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია, ქიმიოთერაპია უშუალოდ მეტასტაზების ადგილმდებარეობისკენ მიიმართოს და სხეულის დანარჩენ ნაწილზე ზემოქმედება შემცირდეს.

 

 

ნანომედიცინა ეფექტურია ზურგის ტვინის ტრავმის დროსაც. ჩვენი ტვინის მსგავსად, ჩვენს ზურგის ტვინს აქვს დამცავი უჯრედების ფენა. ასეთ დროს ექიმები ტრადიციულად იყენებდენ სტეროიდის მაღალ დოზებს. მაგრამ ამ პრეპარატს შეიძლება სერიოზული გვერდითი მოვლენები ჰქონდეს მაღალი დოზების მიღებისას და, გარდა ამისა, ის სწრაფად იშლება. ნანონაწილაკებს შეუძლიათ, გადალახონ ბარიერი, მიაწვდინონ წამლები საჭირო უბნებს და უფრო დიდხანს დარჩნენ ჩვენს სხეულში

 

ნანოტექნოლოგიას ასევე შეუძლია შეამციროს მედიკამენტების მიღების სიხშირე. როგორც წესი, ადამიანის ორგანიზმს შეუძლია, ძალიან სწრაფად და ეფექტურად გასუფთავდეს მიღებული მედიკამენტებისგან, რაც მოქმედების ხანგრძლივობას ამცირებს. მაგალითად, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის (AMD) მიმდინარე მკურნალობა მოითხოვს კლინიკურ გარემოში ყოველთვიურ ინექციებს თვალში. თუმცა, თუ წამალი ნელა გამოიყოფა ნანონაწილაკებისგან, ინექციის სიხშირე შეიძლება შემცირდეს 6 თვეში ერთხელ. თავად ნანონაწილაკი ასევე ნელ-ნელა ბიოდეგრადირდება კომპონენტებად, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში. ისინი ასევე გამოიყოფა ორგანიზმიდან მას შემდეგ, რაც მედიკამენტი თავის სამუშაოს შეასრულებს.

 

გარდა ამისა, ნანომედიცინას შეუძლია დაეხმაროს ბაქტერიული ინფექციების გამოვლენას, რის მერეც შესაძლებელი გახდება, ანტიბიოტიკები მიზანმიმართულად მიეწოდოს ორგანიზმს. ასევე, სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა კათეტერები და გულის სარქველები, შეიძლება დაიფაროს ნანომასალებით, რომლებიც ბაქტერიებს აფერხებენ, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ინფექციის თავიდან აცილებას.

 

ბაზარზე გამოჩნდა ჭკვიანი იმპლანტები

იმპლანტი უზრუნველყოფს არა მხოლოდ თერაპიულ სარგებელს, არამედ მას დიაგნოსტიკური შესაძლებლობებიც აქვს. კერძოდ, მასზე დამონტაჟებული სენსორების მეშვეობით, სამედიცინო პერსონალს შეუძლია ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელსაც სხვაგვარად ვერ მოიპოვებდა. მაგალითად, ჭკვიან ორთოპედიულ იმპლანტებს სხეულის შიდა პარამეტრების, – წნევის, ტემპერატურის, დაძაბულობის და ა.შ., – გასაზომად და შემდეგ მკურნალი ექიმების მიერ კონტროლირებად აპლიკაციებში გადაგზავნად იყენებენ.

 

იმპლანტისგან მიღებული ინფორმაციის მეშვეობით, შესაძლებელი ხდება მკურნალობის პაციენტზე მორგება, ექიმთან საჭირო ვიზიტების რაოდენობის შემცირება, ზრუნვის პროცესში გადაცდომების აღმოჩენა და გვერდითი მოვლენების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. შესაბამისად, იმპლანტთან დაკავშირებული გართულებები მინიმუმამდე მცირდება, გამოჯანმრთელების პროცესი  ჩქარდება, პაციენტის სამკურნალო დაწესებულებაში ხელახლა მოთავსება და მკურნალობაზე დამატებითი ხარჯების გაღება კი უფრო იშვიათად ხდება საჭირო. გარდა ამისა, ჭკვიანი იმპლანტების მიერ მოწოდებული მონაცემების დახმარებით, შესაძლებელია იმპლანტის დიზაინის, ქირურგიული ტექნიკის, პორტოპერაციული ზრუნვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიების დახვეწა.

 

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაძლო ფატალური დაავადებების ადრეულ ეტაპზევე აღმოჩენაა შესაძლებელი. მაგალითად, AI-ით გაძლიერებული მიკროსკოპების დახმარებით, ჯანდაცვის სპეციალისტებს სისხლში მავნე ნივთიერებებისა და ბაქტერიების იმაზე სწრაფად და ზუსტად აღმოჩენა შეუძლიათ, ვიდრე ეს მანუალურად მუშაობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი

 

 

ავტომატიზაცია და ჯანმრთელობის ვირტუალური ასისტენტები

ვირტუალური ასისტენტების საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე – მათ შორის, გადახდის პროცესებზე, ავადმყოფობასა და სიმპტომებზე – შესაბამისი პასუხები მიიღონ. ჯანმრთელობის ვირტუალური ასისტენტები კი პასუხისმგებელნი არიან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა პაციენტის სამედიცინო ინფორმაციის მართვა, სენსიტიური მონაცემების დაფარვა, ექიმებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთვის შეხსენებების გაგზავნა და ა.შ.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში -უკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა