IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ხელოვნური ინტელექტი იხვეწება — NVIDIA-ს ახალი AI 2D ფოტოებს 3D ობიექტებად გარდაქმნის

..

19.04.2022

767 დათვალიერება

ახალი ტექნოლოგიის, Neural Radiance Field-ის (NeRF) გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი ორგანზომილებიანი ფოტოებიდან 3D ობიექტების შექმნას შეძლებს. NeRF-ს შეუძლია შეავსოს ის ცარიელი სივრცეები, რაც 2D ფოტოში არ ასახულა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ამით შესაძლოა საგრძნობლად დაიხვეწოს ავტონომიური მართვის სისტემები და გეიმინგ ინდუსტრია. NVIDIA-მ NeRF ტექნოლოგია კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა და ახლა რამდენიმე წამიანი სწავლების შემდეგ ხეელოვნური ინტელექტი 3D სცენების შექმნასაც ახერხებს.

NVIDIA თავის ტექნოლოგიას Instant NeRF-ს ანუ მომენტალურ NeRF-ს უწოდებს. ახალ ხელოვნური ინტელექტის გასაწვრთნელად ძალიან მცირე დრო და მხოლოდ რამდენიმე ფოტოც კი საკმარისია. მას შემდეგ, რაც ალგორითმი ფოტოებს კარგად შეისწავლის, ის 3D სცენებისა და ობიექტების შესაქმნელად მზადაა. აღსანიშნია, რომ როგორც NeRF-ის სხვა ვარიანტები, Instant NeRF-საც რამდენიმე სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ფოტო სჭირდება.

 

NVIDIA განმარტავს, რომ 3D ობიექტების შესაქმნელად კოლოსალური დრო არც NeRF-ის წინა მოდელებს სჭირდებოდა, ამისათვის სულ რამდენიმე წუთი იყო საჭირომ თუმცა იმისათვის, რომ NeRF-ს ეს შედეგი დაედო, მისი გაწვრთნის პროცესს საათები სჭირდებოდა. NVIDIA-ს მიერ შექმნილი Instant NeRF კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წვრთნისათვის ძალიან ცოტა დროს საჭიროებს. საიდუმლო იმაშია, რომ NVIDIA-მ NeRF-ის ახალი მეთოდი საკუთარ ვიდეო ბარათებს მოარგო, რაც მათ დავალების უსწრაფესად შესრულების საშუალებას აძლევს. Instant NeRF-ის გამოყენება ერთი GPU-ს დახმარებითაც შეიძლება, თუმცა საუკეთესო ვარიანტია, როდესაც ბარათები Tensor ბირთვებს იყენებენ, რომლებიც კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის წარმადობის გასაუმჯობესებლად შეიქმნა.

NVIDIA-ს ჯერა, რომ NeRF ავტონომიური მართვის სისტემებს ძალიან წაადგება. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალი ტექნოლოგია რობოტების განვითარებაშიც დაგვეხმარება.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge/



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა