IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

დიდი ცვლილებები Windows 11-ში

99

News

28.09.2022

1402 დათვალიერება

Microsoft-მა Windows 11-ში დიდი ცვლილებები შემოგვთავაზა, ოპერაციული სისტემის პირველი დიდი განახლება უკვე ხელმისაწვდომია თქვენს ლეპტოპებსა და დესკტოპებზე და მოიცავს: განახლებულ ინტერფეისს, ე. წ. ვიჯეტებს, უფრო ხელმისაწვდომ Microsoft Teams-ის გამოცდილებას, ჯგუფებს, Snap Layouts და Android აპლიკაციებს

 

 

Windows 11-ის ახალი განახლება დაამატებს უფრო სწრაფ და ზუსტ ძიებას Start მენიუში, სწრაფ პარამეტრებსა და ვიჯეტების დაფაზე. ოქტომბრისთვის კი ახალ ოპერაციულ სისტემას File Explorer-ში ჩანართების ფუნქცია დაემატება

ამოქმედდა ფუნქციებიც, რომლებიც მორგებულია მრავალი საქმის მქონე ადამიანებზე. ამ განახლებით, Snap Layouts გაუმჯობესებული სენსორული ნავიგაციითა და Microsoft Edge-ში ბრაუზერის მრავალი ჩანართის არსებობით უფრო მრავალმხრივიცაა. 

თქვენი ყურადღების გაფანტვის შესამცირებლად კი განახლება Focus სესიებსა და Do Not Disturb რეჟიმს წარმოგიდგენთ. Microsoft-ის თანახმად, როდესაც თქვენ Focus-ის ახალ სესიას იწყებთ, Windows Do Not Disturb-ის რეჟიმს ავტომატურად ჩართავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეტყობინებები აღარ მოგივათ. Focus საათის აპლიკაციასაც აუმჯობესებს, წამმზომებით, რომლებიც შეგახსენებთ, თუ როდის უნდა შეისვენოთ. 

 

Narrator-ზე გსმენიათ? Windows 11-ის ჩაშენებული ეკრანის მკითხველია, რომელიც უფრო ბუნებრივ ხმას იღებს და მეტყველების ფუნქციას აუმჯობესებს. ამას გარდა, სისტემაში LIVE წარწერები ეკრანის ზედა ნაწილში და კამერის ქვეშ გამოჩნდება, თუმცა მომხმარებლებს მათი გადატანა ეკრანის ბოლოში ან ცალკე ფანჯარაშიც შეეძლებათ. აუდიო კი LIVE წარწერების ტრანსკრიფციაში დაგეხმარებათ. 

ხმოვანი წვდომა უკვე არსებულ ბრძანებებს აუმჯობესებს, რაც საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ თქვენი კომპიუტერი და ავტორის ტექსტი. ხოლო, პირველად, როცა ხმოვან წვდომას გამოიყენებთ, ინტერაქციულ გაკვეთილს შემოგთავაზებენ, რათა თქვენი ხმით კონკრეტული ამოცანების შესრულება შეძლოთ. თუ იგი სიტყვას ვერ ამოიცნობს, უკუკავშირსაც მალევე მოგაწვდით. 

დაიწყეთ შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით→დარეგისტრირდით ახლავე!

Windows 11-ზე ჩამოტვირთვის დროს სმარტ აპლიკაციის კონტროლი უფრო მეტ თავდაჯერებულობას მოგცემთ. ინსტრუმენტი არასანდო და არაავტორიზებულ აპლიკაციებსა და თქვენი კომპიუტერისთვის პოტენციურად ზიანის მომტან ფაილებს ბლოკავს. ფუნქცია ზუსტად იმ ხელოვნურ ინტელექტზეა აგებული, რომელზეც Windows Defender Application Control და იგი როგორც პირად, ისე ბიზნეს საქმეებშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. 

Microsoft Defender SmartScreen-ს კი ახლა უკვე იმის იდენტიფიცირება შეუძლია, თუ როდის შედიხართ საზიანო აპლიკაციებსა თუ საიტებზე, რის გამოც იგი გაფრთხილებასაც გამოგიგზავნით. განახლება Hypervisor-ით დაცულ კოდის მთლიანობასა და Microsoft-ის დაუცველი სივრცეების სიაზეც გაძლევთ წვდომას, ამასთან, პირად უსაფრთხოებას აუმჯობესებს და განახლებებში პაროლის მართვასაც ამარტივებს. 

 

 

სათამაშო და ანდროიდ აპლიკაციები ახლა უფრო საინტერესოა, Controller-ის ზოლით Windows 11-ის განახლება თამაშებზე წვდომას აადვილებს. ეს Xbox Game Bar-ის განახლებულ სახეს გვთავაზობს, რათა თამაშებზე უფრო სწრაფი წვდომა გვქონდეს. Microsoft-ის თქმით, განახლება თამაშის ხარისხსაც გაზრდის, ნაკლებად შეგაყოვნებთ და ამასთან, Auto HDR-ს და Variable Refresh-საც განბლოკავს. 

მეტიც, გეიმერებს Microsoft Edge-ში ახალი საწყისი გვერდის ნახვა შეუძლიათ, რომელიც პერსონალიზებულ ისტორიებს შეიცავს, აქვს მარტივი წვდომა Xbox Cloud Gaming ბიბლიოთეკასა და ბოლო დროს ჩართულ თამაშებზე. Clarity Boost-ის ჩაშენებული ფუნქცია კი უფრო მკვეთრ გრაფიკას უზრუნველყოფს. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალმა OS-ის პარტნიორობამ Amazon-თან Android აპლიკაციები Windows კომპიუტერებამდე მიიტანა. შედეგად კი, აპლიკაციებისა და თამაშების რაოდენობა 20 000-ს აღწევს. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა