IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ბრენდინგის ტენდენციები 2022-23 წელს

2

News

დიზაინი

13.07.2022

784 დათვალიერება

რა საერთო აქვთ თილისმებს, დისკო ბურთებს, მონოგრამებსა და რუსტიკულ წარწერებს? ეს შემოქმედებითი და გასართობი თემები 2022 წლის ტოპ ბრენდინგ ტენდენციებს ქმნის.  ჩვენ შევარჩიეთ გრაფიკულ დიზაინერთა გლობალური საზოგადოების მოსაზრებები. მათი არჩევანი კი წარმოადგენს უამრავი სხვადასხვა საშუალების ილუსტრაციას, თუ როგორ პასუხობდნენ ადამიანები და ბრენდები 2020-2021 წელს, როდესაც პანდემია დომინირებდა.

 

ესაა სამყარო, სადაც ზოგიერთს სურს, რომ დაჯდეს და ყოველდღიური რუტინით ისიამოვნოს ან დატკბეს თავდაჯერებულობით, რომელსაც ნატურალისტური, ბავშვური შრიფტები გვთავაზობს.

 

ჩვენ წარმოგიდგენთ 2022-23 წლების  წამყვან ტენდენციებს ბრენდინგში

  • ეკო ბრენდები უარს ამბობენ „ეკო“ სტილზე
  • Disruptive Branding
  • მონოგრამები პერსონალური ბრენდებისთვის
  • "ბატიფეხური" წერა და ხატვა
  • ამქვეყნიური მაგიურობა
  • უსაზღვრო ციფრული მომავალი
  • Mischievous Mascots
  • უკან 80-იანების ნეონებთან

 

ეკო ბრენდები უარს ამბობენ „ეკო“ სტილზე

 

მაშინ, როდესაც კლიმატის ცვლილებისა და სახეობების განადგურების გამო ჩვენი სამყაროს არსებობა საფრთხის წინაში დგას, მდგრადობა მთავარ საკითხად იქცა. პატარა კამპანიებით დაწყებული გლობალური ხელშეკრულებებით დამთავრებული, ეკო-მეგობრული მოწოდებები უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდება.

 

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2022 წელს ბაზარი გადავსებულია ეკოლოგიურად სუფთა დიზაინებით, როგორ შეძლებენ ბრენდები და კამპანიების მონაწილეები გახადონ თავიანთი ბრენდინგი გამორჩეული?

 

წელს ვამჩნევთ, რომ ეკო ბრენდებმა უარი თქვეს კლასიკურ მწვანე და ყავისფერ პალიტრებზე, ხეებისა და მდინარეების კლასიკურ გამოსახულებებზე. ამის ნაცვლად, ბევრი მათგანი თავიანთ ბრენდს უფრო პერსონალური, კონცეპტუალური და აქტუალური ხელოვნების ნიმუშების საშუალებით განსაზღვრავს, რაც ეკო-მეგობრულ მომხმარებლებს იზიდავს.

 

Disruptive Branding

მკვეთრი და დახვეწილი ვიზუალი ძალიან კარგია, მაგრამ ამ დროს პროდუქტი შეიძლება გამოიყურებოდეს ისე, თითქოს ახლახან გამოვიდა ფოკუს ჯგუფიდან ან საწარმოო ხაზიდან. 2022 წელს ბრენდები ცდილობენ, რომ პერსონალურობის სხვა მხარე წარმოაჩინონ. როგორც ჩანს, არეული მაკეტები და სიტყვები, სამოყვარულო ილუსტრაციები - ყველაფერი ეს, რაც ხელოვნების ანტი-ნიმუშია, უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ბრენდების დიზაინში.

 

იქნება ეს ველური შრიფტი, რომელიც მყიდველს აიძულებს ორჯერ დახედოს პროდუქტს, ლუდის ბოთლის ეტიკეტი, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს იგი ნასვამმა დიზაინერმა შექმნა, ან ღვინის ბრენდი - რომელსაც სურს, რომ მისი პროდუქტით ღვინის ნამდვილმა მოყვარულებმა ისიამოვნონ და არა სნობებმა. რევოლუციური ბრენდინგი კომპანიებს აძლევს საშუალებას აჩვენონ, რომ ისინი წესებს არ ემორჩილებიან.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე ინტერიერის დიზაინის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

მონოგრამები პერსონალური ბრენდებისთვის

მას შემდეგ, რაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ფრილანსინგი უფრო მნიშვნელოვანი გახდა, მეტ ინდივიდს დასჭირდა საკუთარი თავის ბრენდინგი როგორც ბიზნესს. აბრევირებული ლოგოები არის მოკლე, მკვეთრი და შეუძლია კლიენტს აგრძნობინოს, რომ იგი რაღაც განსაკუთრებულს ყიდულობს.

 

მონოგრამები 2022 წლის მზარდი პოპულარული ბრენდინგ ტენდენციაა. მათში არაფერი არ არის ახალი - ისინი ბერძნულ მონეტებზე ჯერ კიდევ ძვ.წ. 350 წლიდან გამოიყენებოდა და დღემდე ვხვდებით მოდის ინდუსტრიის ბრენდებში, როგორიცაა ლუი ვიტონი და შანელი. ისინი წარმოადგენენ ძალიან კარგ არჩევანს თანამედროვე ფრილანსერებისთვის.

 

ერთ სიმბოლოში 2 ან მეტი ინიციალის გაერთიანებით თქვენ ქმნით მტკიცე განცხადებას თქვენს შესახებ. ისინი საკმარისად მრავალფეროვანია იმისათვის, რომ განათავსოთ ბიზნეს ბარათების შუაში ან ვებ გვერდების კუთხეებში. ეს მოქნილობა კი დაეხმარება მნახველს დააფასოს თქვენი მრავალფეროვნება. უამრავი ფონტისა და ფერის საშუალებით აბრევირებული ლოგო წარმოადგენს ძალიან კარგ საშუალებას თქვენი შემოქმედებითობის წარმოსაჩენად.  

 

"ბატიფეხური" წერა და ხატვა

2022 წელს ბრენდები უპირატესობას ანიჭებენ, რომ თავიანთი იდენტობა ხელნაწერ, დაუხვეწავ ასეოებსა და ილუსტრაციებზე დააფუძნონ. ეს ლოგოები და ბრენდ მესიჯები გამოიყურება ისე, თითქოს 5 წუთში შეიქმნა.

 

მაგრამ სიტყვისთვის ან გამოსახულებისთვის მკვეთრი, ბავშვური ფორმის მიცემა ეხმარება ბრენდის ჩამოყალიბებას, რომელიც ქარიზმატულ და მოკრძალებულ კომპანიას გამოსახავს, რომლის პროდუქტიც შექმნილია ადამიანების ხელით და გულწრფელი ენთუზიაზმის ხელმძღვანელობით.

 

ამქვეყნიურების მაგიურობა

ყველა, დაწყებული მე-13 საუკუნის ზენის ბერებიდან, თანამედროვე გურუებით დასრულებული, ამბობს, რომ ღრმა სიამოვნების მიღება ყოველდღიურობაში შეგვიძლია. თვეების შემდეგ, როდესაც პანდემიამ ბევრი ჩვენგანი რუტინიდან გამოიყვანა და გვაიძულა გვეპოვა ნუგეში უბრალო სიამოვნებებიდან, საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ბრენდები და დიზაინერები ამქვეყნიურების მაგიურობას გადმოგვცემენ.

 

თუკი 2022 წლის ეს ტენდენცია პროგნოზირებადი იყო, მისი რეალიზების გზები ყველაფერია პროგნოზირებადის გარდა. იქნება ეს ვლოგერი, რომელიც თავის ყოველდღიურ რუტინაზე ფოკუსირდება, თუ ჩაის ბრენდი - საყვარელ ფინჯნებზე, როგორც ჩანს, ყველას თავისი შეხედულება აქვს. წელს შეიძლება ნახოთ, როგორ აქცევს ფილმის ფესტივალი ამქვეყნიურ დეტალებს აბსტრაქტულ ხელოვნებად ან ჭკვიანი ბინების რეკლამა, სადაც ყურადღება გამახვილებულია კრუასანებზე, მაგიდებსა და სინათლისა და ჩრდილის ურთიერთკავშირზე. 2022 წელი გვაჩვენებს, რომ სილამაზე შესაძლოა მოულოდნელ ადგილებში ვიპოვოთ.

 

უსაზღვრო ციფრული მომავალი

რეტრო-ფუტურიზმი 2021 წლის მთავარი ტენდენცია იყო, მაგრამ ბრენდ დიზაინერები მას 2022 წელს უფრო აქტიურად იყენებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ფული უფრო და უფრო შორდება ფიზიკურ ბანკნოტებს და კომპანიები იმუშავებენ AR ხედვას, როგორიცაა Facebook Metaverse, ბრენდები იწყებენ ტექნოლოგიური და ფუტურისტული დიზაინების ათვისებას.

 

გამოსახულებებში შეიძლება გამოყენებული იყოს ულტრაიასამნისფერი და დინამიური პატერნები, რომლებიც ციფრულ ქსელებს ან ნერვულ იმპულსებს გამოსახავს. ხშირად შევხვდებით იდუმალ სიმბოლოებსა და მკვეთრ ხაზებს. ჰიპერთანამედროვე ბრენდინგ დიზაინის უმეტესობა კი ორგანულ და ყოველდღიურ საგნებს გამომწვევ ელფერს აძლევს - ნამდვილისა და სასურველის ნაზავი, რომელიც მომავალზე მიუთითებს.

 

Mischievous Mascots

ბრენდის თილისმები კომპანიის ისტორიის შესახებ მოგვითხრობენ. ისინი თავიანთი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ. ბევრ მათგანს კლასიკური ვიზუალი აქვს, რადგან დღესდღეობით ცნობილი თილისმები ათწლეულების წინათ შეიქმნა - Michelin Man 1989 წლიდან არსებობს, Tony the Tiger 1952 წლიდან, Mario კი 1981 წლიდან. 

 

საუკუნის წყნარი დასაწყისის შემდეგ, 2022 წელს თილისმები ჭკვიანური ბრენდ დიზაინის წყალობით ბრუნდებიან, რომლებიც სავსეა ეშმაკური იუმორითა და ინდივიდუალიზმით. ზოგიერთი, როგორიცაა Kinky Onion,  1930-40-იანებს გვახსენებს. სხვებს, როგორიცაა Organic Prink-ის კაშკაშა ყვითელი იხვი, ბრენდინგის სივრცეში უპატივცემულობა შემოაქვთ (საქარე მინის გამწმენდი), რომელიც თავისი გამომგონებლობით ცნობილი არ არის.

 

უკან 80-იანების ნეონებთან

ყველა, დუა ლიპასა და Charli XCX-იდან დაწყებული, Coldplay-ით დასრულებული, იყენებს სინთ-პოპსა და დისკოს, 80-იანების გავლენა კი 2020-იან წლებში იგრძნობა. ბრენდინგის დინამიური და მძაფრი დიზაინები, სავსე ნეონის ვარდისფერი და ყვითელი ფერებით, მოციმციმე სტრობები და საცეკვაო მოედნები დიზაინერებს ბრენდისთვის მხიარული და მკვეთრი ვიზუალური იდენტობის მიცემაში ეხმარება.

 

ტექსტის არატრადიციული გასწორებით, კაშკაშა მოცეკვავე ფიგურებისა და Tron-style grid პატერნების საშუალებით, ამ ტენდენციას ბრენდინგში ბევრი ორიენტირი აქვს: yuppie-ის კოქტეილის საღამოები, ადრეული MTV, პიონერი ჰაუს DJ-ები და პირველი კომპიუტერული თამაშები.

 

 

ბრენდინგ დიზაინი 2022-ში: იგი ძალიან მიმზიდველია

 

80-იანი წლების ფლუორესცენტური ტონებითა და მომავლის მოციმციმე ხედვებით, ხალისიანი ხაზებითა და მხიარული თილისმებით, 2022 წლის ბევრი ტენდენცია ოპტიმიზმის მანიშნებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ ბზინავს, მაგრამ უფრო თავშეკავებული მოვლენებიც კი კლიმატის მოვლაზე, პიროვნულ განვითარებასა და მომენტში სიამოვნების პოვნაზე მიუთითებს.

 

შესაძლოა ჯერ არ ვაბიჯებთ ახალ, კაშკაშა სამყაროში, მაგრამ ბრენდინგ დიზაინის ეს ლამაზი და მიმზიდველი ტენდენციები გვიწინასწარმეტყველებს, რომ მომავალი ათწლეული სიცოცხლით აღსავსე უნდა იყოს.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა