IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

CES 2023 – სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა ლას-ვეგასში

99999

News

13.02.2023

685 დათვალიერება

ლას-ვეგასში სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა – CES 2023 დასრულდა. გამოფენაზე წარდგენილი იყო როგორც დამწყები სტარტაპები ასევე მსხვილი კომპანიების პროდუქცია. გამოჩნდა რამოდენიმე ტექნოლოგია, რომელიც ნამდვილ რევოლუციას გვპირდება

ზოგადად, წლევანდელი ელექტრონიკა გამოირჩეოდა სამედიცინო ტექნოლოგიებით, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ ჯანმრთელობაზე ეფექტური ზრუნვა სახლის პირობებში ხელმისაწვდომი გახდეს.

 

ნამდვილ რევოლუციას გვპირდება ერთერთი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ჰაერს სასმელ წყლად გარდაქმნის

CES 2023-ზე ამერიკულმა სტარტაპმა Kara Water, წარადგინა დისპენსერი, რომელიც მაღალი ხარისხის სასმელ წყალს სახლის პირობებში ჰაერისგან წარმოქმნის. წყლის ატმოსფერული გენერატორი (AWG) სუფთა, ანტიბაქტერიულ, იონიზებულ, მინერალებით მდიდარ წყალს სრულად ირგვლივ არსებული ჰაერიდან ქმნის.

ტექნოლოგიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში საპატიო ჯილდო დაიმსახურა. Kara Pure მეტია, ვიდრე უბრალო დისპენსერი. ის აერთიანებს ჰაერის გამწმენდს, ტენიანობის შემამცირებელს, წყლის ფილტრსა და დისპენსერს ერთ უჟანგავ მოწყობილობაში, რომელიც სუფთა სასმელი წყლის მუდმივი წყაროა.


აღსანიშნავია, რომ წყალი ძალიან მშრალ გარემოშიც არსებობს, თუმცა გამოსაყენებლად ოპტიმალური კონდიციების შექმნაა აუცილებელი. ამ ტექნოლოგიების განვითარებას წლებია ცდილობენ, თუმცა აქამდე ეს საკმაოდ ძვირ პროცედურებთან იყო დაკავშირებული.

 

Kara Pure ჰაერში არსებულ ტენიანობას მძლავრი გამომშრობის საშუალებით იჭერს. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერში არსებული წყალი ხმელეთში არსებულზე სუფთაა, გაწმენდასა და სტერილიზაციას მაინც საჭიროებს. მოწყობილობის ფილტრაციის მრავალ ეტაპში შედის წყლის გათბობა, ნახშირბადის ფილტრაცია, სტერილიზაცია და ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებების განეიტრალება.

 

"ჩვენი მიწისქვეშა წყლები დაბინძურებულია და აუცილებელია, ვიპოვოთ ახალი გზა მსოფლიოში სუფთა სასმელი წყლის მისაწოდებლად", — განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კორი სუდენმა, რომელიც გაიზარად ქალაქში, სადაც დაბინძურების გამო სასმელი წყლის შეძენა მაღაზიაში, ბოთლებით უხდებოდათ

 

Kara Pure უნიკალური მოწყობილობაა, რომელიც მიწისქვეშა წყალზე დამოკიდებულებასა და პლასტმასის ნარჩენების გამოყოფას საგრძნობლად შეამცირებს, რადგან ყოველთვიურად 300 ლიტრი წყლის წარმოება შეუძლია.

ტექნოლოგია გამომუშავებულ წყალს ყოველ 4 საათში ხელახალ სტერილიზაციას უტარებს, რათა დაბინძურება თავიდან აირიდოს. გარდა ამისა, მოწყობილობა ჰაერში ზედმეტ ტენიანობას ამცირებს, თუმცა ამასაც ყურადღებით ეპყრობა, რომ ზედმეტი გამოშრობა არ გამოიწვიოს.

Kara Water-მა ის, რასაც აქამდე მხოლოდ ლაბორატორიულ ცდებში ვხედავდით, საყოფაცხოვრებო ნივთად, ხელშესახებ რეალობად აქცია და გაგვიჩინა ახალი იმედი, რომ სამომავლოდ წყლის დეფიციტის არ შეგვეშინდება.

 

ისწავლე კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, აღმოაჩინე წარმატების ახალი გზები 2023 წლიდან!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

CES 2023-ზე ბრენდებმა მაკიაჟის გასაკეთებლად რევოლუციური, ინკლუზიური მოწყობილობები წარადგინეს: დღეიდან შშმ პირები ტუჩსაცხის წასმას თავადვე შეძლებენ…

სილამაზისთვის განკუთვნილი მოწყობილობები კვლავ აქტუალურია. L’Oréal Group და Amorepacific კი ყოველწლიურად გვთავაზობენ ახალ ტექნოლოგიებს. წელს პერსონალიზებული პროდუქტებისა და კომპიუტერული მაკიაჟის აპლიკაციის სახით გვთავაზობენ. 

Amorepacific-მა CES Innovation Award უკვე მეოთხედ მიიღო, ამჯერად კი ორი ახალი პროდუქტის გაშვებისთვის: Authentic Color Master — AI სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებლებს სახის სკანირების საშუალებას აძლევს, რობოტული მკლავების დახმარებით კი, მას შეუძლია პერსონალიზებული ტონალური კრემი და ტუჩსაცხი შექმნას. ბრენდის მოწყობილობა Cosmechip თქვენზე მორგებულ კანის მოვლის რუტინასაც შემოგთავაზებთ, საშუალებას მოგცემთ, თავად შექმნათ თავის მოვლის პროდუქტები. 

 

რაც შეეხება L’Oréal Group-ს, იგი მაკიაჟის ავტომატურ აპლიკაციას ორი პროტოტიპით წარმოგვიდგენს. კომპანიის HAPTA მოწყობილობა ტუჩსაცხის აპლიკაციას სთავაზობს იმ ადამიანებს, რომელთაც ხელებისა და მკლავების შეზღუდული მობილობა აქვთ.

„L’Oréal-ისთვის სილამაზის მომავალი ინკლუზიურია და ეს მომავალი უფრო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების საშუალებით გახდება“, — აცხადებს ნიკოლას ჰიერონიმუსი, L’Oréal Group-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

 

კონკრეტული მოწყობილობისთვის ტექნოლოგია Verily-მ შეიმუშავა. პირველად კი იგი სასადილო ჭურჭლისთვის შეიქმნა, რომელიც ავტომატურად ბალანსდება, როცა მას კანკალის ან სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები იყენებენ. 

 

ამას გარდა, კომპანიამ Brow Magic-იც გამოუშვა — წარბის მაკიაჟის აპლიკაცია. L’Oréal-ის Modiface-ით მომხმარებლები სახეს ასკანერებენ და მათთვის იდეალური წარბის ფორმასა და სისქეს ირჩევენ. შემდეგ კი შეუძლიათ, მოწყობილობის სახესთან ახლოს მიტანა, სადაც იგი წარბის მაკიაჟის კეთებას დაიწყებს. სტარტაპ Prinker-ის ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ წარბის მაკიაჟს ჩვეულებრივ მოიშორებთ.

თუმცა ეს უბრალოდ იდეები არ არის, CES-ზე წარმოდგენილი ზოგიერთი პროდუქტი მალე ბაზარზეც გამოვა — L’Oréal Group წელს Lancôme-ის საშუალებით თავის HAPTA მოწყობილობას გახდის ხელმისაწვდომს, Brow Magic კი მასთან ერთად მალე უნდა ვიხილოთ. 

 

საინტერესოა ისიც, რომ წლების განმავლობაში Amorepacific-ს ბაზარზე CES-ზე წარმოდგენილი პროდუქტები გამოაქვს. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ Tonework-ის ტექნოლოგიის გამოცდა. L’Oréal Group კი Consumer Electronics Show-ზე 2012 წლიდან წარდგება — ბაზარზე უკვე შეხვდებით 299-დოლარიან YSL-ის ტუჩსაცხს, Neutrogena-ს MaskID სისტემას, რათა საკუთარი სახის ნიღბები შექმნათ და ა. შ. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა