IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

CES 2024: მომავლის გასაოცარი ტექნოლოგიები!

1000

ტექნოლოგიები

18.02.2024

455 დათვალიერება

ტექნოლოგიური შოუ CES ყოველწლიური ღონისძიებაა, სადაც მოწინავე ტექ-კომპანიები მომავლის ტექნოლოგიებს წარადგენენ. ფესტივალზე, ციფრული მოწყობილობების გარდა, დიდი დრო დაეთმო უშუალოდ ხელოვნურ ინტელექტს, აშკარაა რომ ტექ ინდუსტრია წელს AI-სკენ იქნება მიმართული!

მოკლედ რომ ვთქვათ, კიდევ ერთი გამორჩეული წელი გვექნება ტექის მიმართულებით. იქნება მცირე უსიამოვნო სიახლეებიც - მაგალითად, ChatGPT წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველაფერში, ფასიანი ვერსიით

 

ბრენდები გვიმზადებენ ვირტუალური რეალობის ჰედსეტებს, უზარმაზარ გამჭვირვალე ტელევიზორებს, სრულფასოვან AI ტექნოლოგიებს, ყველაფერი ეს Bluetooth Auracast-თან და ნეირონულ ყურსასმენებთან ერთად გამოჩნდება ბაზარზე. 

 

 

 

მინი-LED ტელევოზორები მასიური გახდება…

ტელევიზორები 1990 წლიდან ყოველთვის CES-ის ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენდა და წელსაც ტენდენციებში მასიურ მინი-LED ტელევიზორებს ეკავათ ადგილი. TCL-ის განცხადებით მათი ultra-large ტელევიზორების კატეგორია 2023 წელს 600%-ით გაიზარდა. მათ CES-ზე 115 ინჩიანი mini-LED მოდელი წარადგინეს (QM891G), ხოლო მათი ახალი QM8 ტელევიზორები 75-98 ინჩის დიაპაზონში იქნებიან წარმოდგენილნი. 

 

აუცილებლად უნდა ვახსენოთ Hisense-ის საპასუხო მოდელი, რომელიც 110 ინჩიან პრემიუმ ULED X ტექნოლოგიითაა წარმოდგენილი (განსაცვიფრებელი 10 000 ნიტიანი (nit) სიკაშკაშით). მაგრამ ამ მახასიათებლებთან ერთად კარგი ამბავი ის არის, რომ წელს ეს მინი ლედ მოდელები უფრო ხელმისაწვდომი იქნება, განსაკუთრებით OLED-ებთან შედარებით. 

 

ამასთანავე, 2024 წელს Hisense 100 ინჩიან QLED მოდელსაც გამოუშვებს, რომელიც თავის ზომასა და მახასიათებლებთან შედარებით ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის. 

 

 

OLED ტელევიზორი, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ ჩამორჩება კონკურენტ mini-LED და microLED ტელევიზორებს, 2024 წლის CES-ის მიხედვით უფრო ნათელი (კაშკაშა) გახდება. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ახალი LG C4 იყო, თვალსაჩინოა, რომ ის მართლაც ბევრად უფრო კაშკაშაა, ვიდრე გასული წლის C3, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოდელი იყენებს ერთსა და იმავე OLED პანელს.

 

ეს ზრდა როგორც გაუმჯობესებული დამუშავებით, ასევე გაუმჯობესებული micro lens array (MLA)-ით არის განპირობებული. და ეს ყველაფერი არაა, 2024 წელს OLED კიდევ უფრო გაუმჯობესდება - ახალი Samsung S95D , რომელსაც “Glare free” ეკრანი აქვს. იგი ნამდვილად განსაცვიფრებელია. თუ ახალი ტელევიზორი გჭირდებათ, 2024 წელი ნამდვილად კარგი იენქბა განახლებისათვის. 

 

Qi2 უსადენო დამტენები ფართოდ გავრცელდება

წარმოდგენილი იყო უცნაური იდეები, როგორიცაა პორტატული ღუმერი, მაგრამ ამასთანავე შეგხვდა უამრავი სასარგებლო ახალი ტექნოლოგია, რომელიც ნამდვილად თანამედროვეობისთვის კარგი სტანდარტი იქნება, სწორედ ასეთ იყო Qi2-ის უკაბელო დამტენი. ეს ძალიან კარგი სიახლეა სმარტფონებისათვის, განსაკუთრებით Android phone-ისთვის, რადგან Qi2 15 ვატ დატენვას უჭერს მხარს, როგორც Apple MagSafe. 

 

 

სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ველოდებით სმარტფონებს (Iphone 15 სერიის გარდა) Qi2 მხარდაჭერით. მაგრამ CES 2024-ის მიხედვით არჩევანის გაკეთების დროს, ნამდვილად არ გვექნება უკაბელო დამტენების დეფიციტი. 

 

საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებითა და შემუშავებული CompTIA A + პროგრამით, დაგეხმარებით შეისწავლოთ კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა და თანხვედრაში მოხვიდეთ დამსაქმებლების მოთხოვნილებებთან, დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

 

Bluetooth Auracast ყურასმენებს შეცვლის

Qi2-ის დამტენის მსგავსად, Bluetooth Auracast-იც ერთ-ერთ ტექ სტანდარტს წარმოადგენს, რომელიც CES 2024-ზე იყო წარმოდგენილი. ჩვენ გაოგნებული ვართ Auracast-ით და ვფიქრობთ, რომ “ის ნადმვილად შეცვლის ჩვენი ყურსასმენების ურთიერთობას”. 

 

რატომ? მისი საშუალებით თქვენ შეძლებთ ისეთი მოწყობილობების “მოსმენას”, რომელთანაც “დაწყვილებული” (paired) არ ხართ. და ეს ყოველივე ძალიან სწრაფად მოგცემს უამრავ სარგებელს - როგორიცაა აეროპორტში განცხადებების მოსმენა, იმისათვის, რომ თქვენი ფრენა არ გამოტოვოთ და სპორტულ ბარში ტელევიზორის მოსმენა. 

 

 

Auracast-ის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ თქვენ შეძლებთ ერთდოულად რამდენიმე მოწყობილობასთან დაკავშირებას - მაგალითად, თქვენს კოლეგას შეეძლება სწრაფად გაგიზიაროთ აუდიო Windows ლეპტოპიდან ან Iphone-დან (პაროლის საშუალებით, რათა შემთხვევითი მსმენელების თავიდან არიდება მოხდეს). მისი საშუალებით შესაძლოა საჯარო გამოსვლებში ჩართვაც კი. ჯერ-ჯერობით Auracast ჯერ კიდევ მოწყობილობების შეზღუდული მხარდაჭერითაა წარმოდგენილი, მაგრამ ველით, რომ 2024 წელს მისი საშუალებით ბევრად მეტს მოვისმენთ. 

 

AI გაჯეტი next-gen ხმოვანი ასისტენტი

გასული ათწლეულის განმავლობაში, სმარტფონებმა შეძლეს და ჩაანაცვლეს უამრავი გაჯეტი, მაგრამ 2024 წელი განსხვავებული იქნება თუ Rabbit R1-ის მაგალითით ვიხელმძღვანელებთ. 

იდუმალი პორტატული გაჯეტი, რომელიც თქვენს საყვარელ აპლიკაციებთან ბუნებრივ ენაზე საუბრის საშუალებას მოგცდდმთ და ტენეფონების გაუთავებლად “სქროლვის” ეპოქას დაასრულებს, შოუს ერთ-ერთ მოულოდნელ ვარსკვლავად იქცა. 

 

 

ჯერ ადრეა იმაზე საუბარი რეალურად გაამართლებს თუ არა ეს გაჯეტი გამოწვეულ აჟიოტაჟს, თუმცა მან მაინც დააწესა გარკვეული სტანდარტი მომავლის გაჯეტებისათვის, ვიმედვონებთ, რომ გაჯეტების ნახევარი მაინც ისეთი კარგი იქნება, როგორიც ეს Teenage Engineering-ის მიერ შემუშავებული მოწყობილობა. 

 

E-Ink-ის საშუალებით შევძლებთ ჩვენი ლეპტოპებისა და ტელეფონების პერსონალიზებას 

ეს არ არის ახალი ტექნოლოგია და არც მისი ლეპტოპებზე გამოყენებაა ინოვაცია, თუმცა CES 2024-მა აჩვენა, რომ ეს კონცეფცია საკმარისად მომწიფდა იმისათვის, რომ მეინსტრიმი გახდეს. Lenovo ThinkBook 13x Gen 4 SPE ლეპტოპი იყო ერთ-ერთი ასეთი მაგალითი, რომელმაც გამოიყენა E-Ink Prism ტექნოლოგია გარეკანზე არა მხოლოდ სურათების, არამედ ანიმაციის დასამატებლად. 

 

ჩინური აქსესუარების კომპანის Infinix ასევე იყენებს მსგავს ტექნოლოგიას ტელეფონებისათვის, რომელთაც ფერების ცვლილება ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ Lenovo-სა და infinix-ის მაგალითები ჯერ კიდევ კონცეფციის ეტაპზეა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ წელს ამ ტექნოლოგიების გამოყენებას შევძლებთ. 

 

ჭკვიანი ბეჭედი სმარტ საათებს ჩანაცვლებს

ყველაზე დიდი ყურადღება მაინც ჭკვიანმა ბეჭედმა მიიპყრო. ეს ახალი კონცეფცია არ არის, როგორც ამას Oura Ring მოწმობს, თუმცა წელს კონკურენტების ბეჭდებსაც ვიხილავთ, მათ შორის კი დიდი ხნის ნანატრი Samsung Galaxy Ring-ია. 

 

 

CES-ზე ვნახეთ, რომ Amazfit Helio Ring ჯანრმთელობის თვალყურის მიმართულებით ნამდვილად შთამბეჭდავია. ასევე აღსანიშნავია, რომ Evie ჭკვიანი ბეჭედი გასულ წელს გამოსვლის შემდგომ კვლვავ გვიბრუნდება. ყველა ჭკვიანი ბეჭედი ძილისა და ნაბიჯების კონტროლისთვის როდია განკუთვნილი - Lotus ring წარმოადგენს კონტროლერს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ თქვენი ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ნივთები მართოთ, მაგრამ ისისც Lotus წარმოების უნდა იყოს. 

დიახ, წელს ნამდვილად იქნება კონკურენცია საუკეთესო ჭკვიანი ბეჭდის ტიტულისთვის, თუმცა ცხადია, რომ ჭკვიანი საათების პოპულარობა შემცირდება. 

 

ნეირონული ყურსასმენი მზადაა წაიკითხოს თქვენი აზრები

საუკეთესო ყურსასმენი მხოლოდ სუპერ ხარისხიანი აუდიოს მიწოდება, ხმის იზოლაცია და კომფორტული დიზაინი, რომელიც დაგავიწყებთ, რომ ყურსასმენს ატარებთ როდია, არამედ, მწარმოებლები საინტერესო ექსპერიმენტებს აპირებენ: წელს ჩვენ ნეირონულ ტექნოლოგიებზე ვისაუბრებთ. 

 

 

დიახ, ჩვენ CES 2024 ვიხილეთ ყურსასმენი, რომელსაც თქვენი აზრების წაკითხვა შეუძლია. Naqi Neural Earbuds წარმოადგენს “უსაფრთხო არაინვაზიურ ტვინის იმპლანტის ალტერნატივას”, რომელსაც შეუძლია შემოგთავაზოთ სრული კონტროლი თქვენს Windows ან Mac კომპიუტერზე, მათ შორის ვებ-გვერდების დათვალიერება და თამაშები, გიროსკოპიული, კუნთების და ტვინის ტალღების სენსორების გამოყენებით. ველით, რომ 2024 წელს აუცილებლად ვიხილავთ ნეირონულ ტექნოლოგიებს ჩვენს ყურსასმენებში. 


 

ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიები უხილავი გახდება

ჭკვიანი სახლის კონცეფცია 2023 წელს Matter Standard-იასაგან არც თუ ისეთი მიმზიდველი იყო. თუმცა წელს აპარატურული მოწყობილობა საკმაოდ კარგად გამოიყურება და თუ CES 2024-ს დავუჯერებთ წელს ამ მიმართულებითაც კარგი სიახლეები გვექნება. 

 

წელს მთავარ თემას სახლის ტექნოლოგია წარმოადგენდა, რომელიც ქრება ან უფრო უკეთ რომ აღვწეროთ სრულიად უხილავი ხდება. ასეთი იყო XGIMI Aladdin, რომელიც პროექტორსა და bluetooth დინამიკს წარმოადგენს. ასევე Baracoda BMind, რომელმაც მიიღო საუკეთესო CES 2024 ჯილდო კატეგორიაში "საუკეთესო ჯანდაცვის ტექნოლოგიები", არის სარკე ფარული გენერაციული AI შესაძლებლობებით, რომელსაც შეუძლია გაიგოს და გააუმჯობესოს თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა.

 

ჩვენ ასევე ვნახეთ LG-სა და Samsung-ის ტექნოლოგია, რომელიც ჭკვიანი სახლის ტელევიზორებს შემოგვთავაზებენ. Samsung-მა წარადგინა ახალი მართვის პანელი თავისი ტელევიზორებისთვის Now Plus სახელწოდებით, ხოლო LG თავსებადი ხდება Google Home ჰაბთან. იქნება ეს Nest ჰაბის დასასრული? იმედი ვიქონიოთ - რაც უფრო ნაკლები მოწყობილობაა მით უკეთესია. 

 

 

და მაინც..

Apple-მა CES 2024 გამოტოვა, მაგრამ მაინც ყველა Vision Pro-ზე საუბრობდა. CES სავსე იყო Vision Pro-ს კონკურენტებით, ისინი ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ მათ პროდუქტს შეუძლია იგივე გააკეთოს, რასაც Vision Pro აკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ნაკლები თანხის გადახდის სანაცვლოდ. თავის ოფიციალურ პრესრელიზში, Xreal-მა პირდაპირ უწოდა თავის ახალ Air 2 Ultra სათვალეებს Vision Pro-ის ბიუჯეტური ალტერნატივა.

 

Asus AirVision M1-ის ჭკვიანი სპეციფიკაციები არ გამოირჩევა AR-ის იგივე შესაძლებლობებით, მაგრამ მას ნამდვილად აქვს სახელი, რომელიც ძალიან ჰგავს Apple-ის პროდუქტს. და მიუხედავად იმისა, რომ Sony-ს ჯერ არ გამოუცხადებია, თუ რა ეღირება მისი VR headset "ინდუსტრიული მეტავერსიისთვის", რა თქმა უნდა, ის მაინც Apple-ის პროდუქტს დაუპირისპირდება. 

Samsung-ის XR/VR headset-იც გზაშია და სხვებიც ემზადებიან მსგავსი მოწყობილობების გამოშვებისათვის, რაც უფლებას გვაძლევს ვთვათ , რომ 2024 წელს Vision Pro-ს ძალიან ბევრ კონკურენტს ვიხილავთ. მათგან უმეტესობა აღნიშნავს, რომ მათი პროდუქტი ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომია

 

შარშანდელი ვარსკვლავი ChatGPT ისეთ სიმაღლეებზე ავიდა, რომ 2024 წელს მას ყველა შესაძლო სამომხარებლო ტექნოლოგიურ მოწყობილობაში უპირებენ დანერგვას. ღონისძიება სავსე იყო ხელოვნური ინტელექტით, დაწყებული “საშიში” WeHead-დან, რომელიც ჩეთბოტს შემაშფოთებელ სახეს აძლევდა და დამთავრებული Volkswagen-ის განცხადებამდე, რომ ის შემოგვთავაზებს ChatGPT-ს თავის მანქანებში ხელოვნური ინტელექტის მქონე საუბრებისთვის.

 

 

IT სფერო გაინტერესებთ? STEP გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თანამედროვე, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო IT პროფესიების ათვისებით:

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

გადაწყვეტილების მიღებას ალგორითმები გვასწავლიან? – ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ქცევას მართავენ

ალგორითმები ყოველდღიურად ახდენენ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე - სოციალური მედიის პოსტეიდან დაწყებული, დასაქმების შესაძლებლობებით დამთავრებული. სტატიაში განხილულია, როგორ მართავენ ტექნოლოგიები ჩვენს ქცევას და რატომაა მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება ციფრულ ეპოქაში, ასევე როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ავტონომია ალგორითმებით მართულ სამყაროში.

ციფრული ალგორითმები და მათი უხილავი ზეგავლენა თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ციფრული ალგორითმების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზემოქმედებენ ჩვენს გადაწყვეტილებებზე. შესაძლოა ამას ვერც კი ამჩნევთ, მაგრამ როდესაც სოციალურ ქსელებში ათვალიერებთ ახალ ამბებს, ეძებთ ინფორმაციას ან უყურებთ ვიდეოებს, ალგორითმები აქტიურად მართავენ თქვენს ციფრულ გამოცდილებას. ტექნოლ

ШАГ логотип

მოტივაცია

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიური ბუმი: რა უნდა იცოდე, რომ ახალ რეალობაში კონკურენტუნარიანი დარჩე?

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ბუმი ფუნდამენტურად ცვლის პროფესიულ ლანდშაფტს, რაც ახალი უნარების შეძენასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. სტატია გთავაზობთ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ციფრულ ეპოქაში.

ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, კვანტური კომპიუტერები და სხვა ინოვაციები სწრაფი ტემპით ვითარდება, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რათა კონკურენტუნარიანები დავრჩეთ შრომის ბაზარზე. ამ სტატიაში გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლ

ШАГ логотип

მოტივაცია

პროფესიები, რომლებსაც სკოლაში არ გვასწავლიდნენ – და ახლა ყველაზე მოთხოვნადია

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრამ სკოლის მერხიდან ვერ ვისწავლეთ.

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრ

ШАГ логотип

ყველაფერი ავტომატიზირდება, სად დარჩება ადამიანი?

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე და იმ სფეროებს, სადაც ადამიანი კვლავაც შეუცვლელი რჩება.

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა