IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

1000

AI

08.11.2023

2008 დათვალიერება

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

 

UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხელოვნურ ინტელექტს გამოყენება უპოვოს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ეს სტატია შეიცავს პასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე ChatGPT-თან და  მის კონკურენტებთან დაკავშირებით.

 

რა არის ChatGPT?

 

ჩატბოტი ხელოვნური ინტელექტით, რომელიც შემუშავებულია OpenAI-ის მიერ. ChatGPT აგებულია GPT-4-ის სტრუქტურაზე. GPT არის გენერაციული, წინასწარ გაწვრთნილი ტრანსფორმატორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ენის მოდელია, რომელიც ამოწმებს იმის ალბათობას, თუ რომელი სიტყვები შეიძლება იყოს შემდეგი თანმიმდევრობით. დიდი ენის მოდელი არის ღრმა სწავლის ალგორითმი - ტრანსფორმატორის მოდელის ტიპი, რომელშიც ნეირონული ქსელი სწავლობს კონტექსტს ნებისმიერი ენის ნიმუშის შესახებ. ეს შეიძლება იყოს სალაპარაკო ენა ან კომპიუტერული პროგრამირების ენა.

მოდელმა არ "იცის" რას ამბობს, მომხმარებელი მაგრამ მან იცის, რა სიმბოლოები (სიტყვები) შეიძლება მოჰყვეს ერთმანეთს იმ მონაცემთა ბაზიდან გამომდინარე, რომელზედაც ის არის დასწავლილი. ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების ამჟამინდელი თაობა, როგორიცაა ChatGPT, მისი  კონკურენტი Google-ის Bard და სხვები,  არ იღებენ გააზრებულ გადაწყვეტილებებს,  ისინი ინტერნეტის თუთიყუშები არიან და იმეორებენ სიტყვებს, რომლებიც სავარაუდოდ ერთმანეთის გვერდით გვხვდება ბუნებრივი მეტყველების დროს. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ალბათობის მათემატიკა. კომპანიები, რომლებიც ასეთ სისტემებს აწარმოებენ და იყენებენ, ჩატბოტებს პროდუქტიულობის გენიოსებად მოიხსენიებენ, რომლებსაც სულ რამდენიმე წამში შეუძლიათ ისეთი ტექსტი შექმნას, რომლისთვისაც  ადამიანს საათები ან დღეები დასჭირდებოდა.

ChatGPT-ის შემთხვევაში ეს მონაცემთა ბაზა არის ინტერნეტი, სადაც მომხმარებლები უკუკავშირს აძლევენ  ხელოვნურ ინტელექტს, თუ რამდენად ბუნებრივად ჟღერს მის  მიერ გამოყენებული სიტყვები.

2023 წლის აგვისტოში OpenAI-მ გამოუშვა GPTBot - ვებ ქრაულერი, რომელიც მიზნად ისახავს ChatGPT-ის ცოდნის ეტაპობრივ გაფართოებას.

ზოგიერთმა ორგანიზაციამ ხელოვნური ინტელექტის ეს შესაძლებლობა თავის პროგრამულ CRM ფუნქციებში ჩააშენა, როგორც პასუხების გაცემის ფუნქცია. Microsoft-მა, რომელიც  OpenAI-ს აფინანსებს, ChatGPT თავის საძიებო სისტემა Bing-ში განათავსა, წინასწარ დათვალიერების ფუნქციით. 

 

 

რა ღირს ChatGPT?
ChatGPT-ის საბაზისო ვერსიასთან საუბრის დაწყება უფასოდ შეგიძლიათ. თვეში 20 დოლარად კი ChatGPT Plus   აბონენტებს პრიორიტეტულ წვდომას, ლოდინის ნაკლებ დროს და ახალი შეთავაზებების და ფუნქციების გამოყენების საშუალებას აძლევ. მაგალითად ზუსტად ახლა, ChatGPT Plus-ის გამომწერები მუშაობენ GPT-4-ში მაშინ, როდესაც ყველა ვინც უფასო ვერსიას იყენებს GPT-3.5 ჩატბოტს ელაპარაკება.

დეველოპერებს და ორგანიზაციებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ სპეციალური კონტრაქტი OpenAI-თან, არსებობს მომლოდინეთა სიაში შესატანი აპლიკაციის ფორმა API ChatGPT-თან წვდომის მისაღებად.

აგვისტოში OpenAI-მ ბიზნესისთვის გამომწერთა გეგმა ChatGPT Enterprise გამოუშვა, რომელიც წინა ვერსიასთან შედარებით უსაფრთხოების და ადმინისტრირების ნაწილში დამატებითი შესაძლებლობებით არის აღჭურვილი.

ChatGPT-ის უფასო ვერსიით სარგებლობა მარტივია. უნდა დარეგისტრირდეთ OpenAI-ის ანგარიშზე, რაც გულისხმობს თქვენი ელფოსტიდან დადასტურების კოდის მიღებას. შემდეგ გადახვიდეთ ბმულზე და მიუთითოთ თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი. OpenAI გაგაფრთხილებთ, რომ ChatGPT-ის უფასო ვერსია არის „უფასო კვლევის დათვალიერება“. რაც შეეხება Plus ვერსიას, ღილაკს - "განახლება პლუსზე", საწყისი გვერდის მარცხენა მხარეს ნახავთ.

ბიზნესისთვის ChatGPT-ს შეუძლია დაწეროს და გამართოს კოდი, ასევე შექმნას მოხსენებები, პრეზენტაციები, ელ.წერილები და ვებგვერდები. ზოგადად, ChatGPT-ს შეუძლია შეადგინოს ისეთი ტექსტი, რომელსაც სამუშაოდ გამოიყენებთ (მაგალითად „დაწერს მოსაწვევ ტექსტ კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე სასაუბროდ “), შეუძლია უპასუხოს კითხვებს („რა არის [xyz]-ის მსგავსი წიგნები?“) და ა.შ. Microsoft-მა თავის განცხადებაში გამოაქვეყნა იმის თაობაზე, რომ OpenAI შევა Word -ის და რამდენიმე სხვა 365 ბიზნეს პაკეტის ელემენტში. 

ისე მოხდა, რომ ChatGPT არ იმახსოვრებს ინფორმაციას ერთი საუბრიდან მეორემდე. თუმცა 20 ივლისიდან ChatGPT Plus-ის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ფუნქცია სახელწოდებით "მომხმარებელთა ინსტრუქციები", რომელიც ამჟამად ბეტა რეჟიმში მუშაობს, რადგან ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლოს გარკვეული ინფორმაციის დამახსოვრება. მაგალითად, ის შეძლებს დაიმახსოვროს ადრე მიღებული გამოცდილება  ინფორმაციის სახით და  ეცოდინება, რომ კონკრეტული მომხმარებელი როგორც წესი, ბიზნეს აუდიტორიისთვის აკეთებს კონტენტს, ან მესამე კლასელებისთვის ამზადებს მასალებს


ChatGPT აპლიკაცია iOS-ისთვის

2023 წლის 18 მაისს OpenAI-მ iOS-ისთვის უფასო ChatGPT აპლიკაციის მოხმარებაში ჩაშვების თაობაზე განაცხადა.  აპი სინქრონიზებას უკეთებს თქვენს ისტორიას მოწყობილობებს შორის და ასევე ინტეგრირებულია ღია კოდის სიტყვის ამოცნობის სისტემასთან Whisper. iOS აპზე OpenAI-მ განაცხადა, რომ ChatGPT Plus აბონენტებს აქვთ ექსკლუზიური წვდომა GPT-4-ის შესაძლებლობებზე.

OpenAI-მ ამ ტექნოლოგიის გავრცელება აშშ-ში დაიწყო. 24 მაისის მდგომარეობით, მან  კიდევ 11 ქვეყანა მოიცვა, ესენია: ალბანეთი, ხორვატია, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იამაიკა, კორეა, ახალი ზელანდია, ნიკარაგუა, ნიგერია და დიდი ბრიტანეთი.

 

ChatGPT აპლიკაცია Android-ისთვის

აშშ-ის, ინდოეთის, ბანგლადეშის და ბრაზილიის მომხმარებლებისთვის, ChatGPT-ის პროგრამა ანდროიდზე  2023 წლის 25 ივლისს გაეშვა. აპლიკაციის ჩამოწერე Google Play Store-დან არის შესაძლებელი. მომდევნო კვირაში ამ ჩამონათვალს სხვა ქვეყნებიც დაემატება, განაცხადეს OpenAI-ში.

 

თუ არ გაკმაყოფილებს მიმდინარე კარიერა და ანაზღაურება, პროგრამირება უნდა სცადო - დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

OpenAI აგრძელებს ChatGPT-ისა და მისი სხვა სერვისების განახლებას დეველოპერებზე ორიენტირებული ცვლილებებით. 12 აპრილს OpenAI-მ წამოიწყო პროგრამა - ჯილდო შეცდომების აღმოჩენისთვის, რომელიც 200-დან 20.000 აშშ დოლარამდე პრემიას სთავაზობდა ყველა ეთიკურ ჰაკერს, რომელიც კოდში შეცდომას აღმოაჩენდა.


ვებ დათვალიერება და პლაგინი

12 მაისს GPTPlus-ის მომხმარებლებმა მიიღეს წვდომა ვებ-ბრაუზერის და პლაგინის ბეტა ვერსიაზე. ბეტა მოიცავს ვებ გვერდების დათვალიერების რეჟიმს, რომლის დროსაც ChatGPT უკავშირდება ხოლმე ინტერნეტს, რათა მოიპოვოს ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

მეორეს მხრივ ChatGPT-ის ბეტა ვერსია საჭირო დროს მიმართავს სხვა პლაგინებს თუ მომხმარებელი მათზე წვდომის ნებართვას დართავს. ამ პლაგინებზე წვდომის მიღება შესაძლებელია Plugin Stor- ში Plugin-ის განყოფილებაში. ეს ChatGPT -ის უხსნის წვდომას 70 -ზე მეტ გარეშე მოდულთან.

13 ივნისს OpenAI-მ დაამატა გამოძახების ფუნქცია Chat Completions API; შეამცირა ფასი ემბენდინგ მოდელზე (რაც ეხმარება მოდელს ტოკენების ინტერპრეტაციაში); ასევე, შეამცირა ფასი შესასვლელ ტოკენზე GPT-3.5 -turbo-სთვის, GPT 3.5 მოდელის ერთ-ერთი სააბონენტო მოდელისთვის.

გამოძახების ფუნქციის საშუალებით, პროგრამისტებს შეუძლიათ აღწერონ ფუნქციები GPT-4 ან GPT-3.5 ტურბოზე და AI დააბრუნებს JSON ობიექტს, რომელსაც შეუძლია ამ ფუნქციების გამოძახება. ეს ფუნქცია მრავალი სახით შეიძლება იყოს გამოყენებული , მაგალითად - ჩატბოტის ინსტრუმენტების შესაქმნელად, რომლებიც დამატებით პლაგინებს იძახებენ, ბუნებრივი ენის გადაქცევას მონაცემთა ბაზის შეკითხვებად ან API ზარებად, ასევე ტექსტიდან სტრუქტურირებული მონაცემების ამოსაღებად და ა.შ

 

სხვა განცხადებები OpenAI-ის 13 ივნისის ბლოგის პოსტიდან მოიცავს:

GPT-4 და GPT-3.5-turbo-ს განახლებული და უფრო მართვადი ვერსიები
GPT-3.5-ტურბოს ახალი 16K კონტექსტური ვერსია (სტანდარტულ 4Kversion-თან შედარებით)
აპლიკაციები, რომლებიც იყენებენ GPT-3.5-turbo, GPT-4 და GPT-4-32K, ავტომატურად განახლდება ახალ მოდელებზე 27 ივნისს.

 

კოდის თარჯიმანი

6 ივლისს, OpenAI-მ ChatGPT Plus-ის ყველა მომხმარებლისთვის ChatGPT-ის კოდის თარჯიმნის ფუნქცია ხელმისაწვდომი გახადა . კოდის თარჯიმანი არის შიდა დანამატი, რომლითაც ChatGPT-ს შეუძლია კოდის გაშვება მონაცემების გასაანალიზებლად, მათემატიკური ამოცანების გადასაჭრელად, სქემების შესაქმნელად, ფაილების რედაქტირებისთვის და სხვა. ის ფუნქციონირებს Python თარჯიმნის გამოყენებით უსაფრთხო, იზოლირებულ ქსელში, მუდმივი სესიის რეჟიმში საუბრის ხანგრძლივობის შესაბამისად - განაცხადა OpenAI-მ თავის ბლოგ პოსტში.

ChatGPT Plus ანგარიშზე, კოდის თარჯიმანი ბეტაში  ხელმისაწვდომია შემდეგნაირად:

• დააწკაპუნეთ თქვენს სახელზე
• აირჩიეთ ბეტა ფუნქციები თქვენი პარამეტრებიდან
• ჩართეთ ბეტა ფუნქციები, რომლებიც გსურთ სცადოთ.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის  კრიტიკა, როგორიცაა ChatGPT

რაც უფრო მეტი ორგანიზაცია იყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, მით უფრო მრავალი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი შეცვალოს ადამიანი? რა კონფიდენციალურ და ეთიკურ პრობლემებს წარმოშობს ის? ეს კითხვები მიემართება როგორც ChatGPT-ს, ასევე მის კონკურენტებს.

 

გახდება თუ არა ChatGPT ადამიანებისთვის სამუშაოს დაკარგვის მიზეზი?

დაკარგავენ თუ არა სამუშაო ადგილებს დასაქმებულები ChatGPT-ის დანერგვით, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. oldman Sachs-ი 2023 წლის აპრილის ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანების სამუშაო დატვირთვის ნახევარი შეიძლება ავტომატიზებული იყოს  გენერაციული ხელოვნური ინტელექტით. ფინანსური ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ადგილები გაქრება, უმეტესობა „მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება ავტომატიზაციას“ – და ეს პროცესი შესაძლოა გლობალური მშპ-ის 7%-მდე ზრდის მიზეზი გახდეს.

ის ფუნქციები რომლებიც მეორდება ან ძალიან კონკრეტულ წესებზეა დაფუძნებული, დიდი ალბათობით ხელოვნური ინტელექტი შეძლებს მის შესრულებას, განაცხადა  სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის საინფორმაციო სისტემების ემერიტუსმა სტივენ მილერმა CNBC-სთან ინტერვიუში.

ChatGPT-იმ შეიძლება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც გამოიწვიოს. სულ მცირე, ადამიანური რესურსია საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს მართვა, მომზადება და რევიზია ისეთი ხელოვნური ინტელექტის, როგორიცაა ChatGPT. დიდი ალბათობით ჩვენ მომსწრე ვიქნებით გადაადგილებების რომელიც ნებისმიერ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ცვლილებას ყოველთვის თან ახლავს.

ზოგიერთი ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის ამჟამინდელ ტალღას, ინტერნეტის გამოჩენის პირველ დღეებს ადარებს. ტექნოლოგიური შეზღუდვები ჯერ კიდევ არსებობს და შიშები რომ ავტომატიზაციის შედეგად ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგება გადაჭარბებული აღმოჩნდა. IEEE აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწევს ტექნიკური შეზღუდვების და ხარჯების გათვალისწინება. ბევრმა კომპანიამ შეიძლება არ მიიჩნიოს საჭიროდ  ხელოვნური ინტელექტის სერვისებში საკმარისი თანხის ჩადება და თავიანთი სამუშაო ძალის დიდი ნაწილის ამით ჩანაცვლება. ChatGPT-ის ფასიანი სერვისის მომხმარებლებს მაქსიმუმ 25 კითხვის დასმა შეუძლიათ GPT-4-თვის ყოველ სამ საათში, - აღნიშნავს IEEE.

ზოგიერთ საქმეში, ხელოვნურმა ინტელექტუალმა შეიძლება გააუქმოს პირველი პროექტის (მონახაზის) საჭიროება, თქვა MIT-ის შრომის ეკონომიკის პროფესორმა დევიდ აუტორმა CBS MoneyWatch-თან ინტერვიუში. ChatGPT-ს შეუძლია დაწეროს მოხსენების ან ბლოგის სამუშაო ვერსია, ხოლო ადამიანს მოუწევს ტექსტის შესწორება, რედაქტირება, უნიკალური კუთხის ან უფრო მრავალფეროვანი ფორმულირების მიცემა. 

ეთიკის და კონფიდენციალურობის პრობლემა ChatGPT-ისთან მიმართებაში

ხელოვნური ინტელექტის მიერ დედამიწის დაპყრობის შესახებ სამეცნიერო ფანტასტიკით შთაგონებული ზოგიერთი მაღალი დონის მოთამაშე ტექნოლოგიების ბიზნესიდან, სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს კომპანიებს, როცა საქმე ხელოვნური ინტელექტის შეუზღუდავ თავისუფლებას ეხება.
2023 წლის 22 მარტს, პეტიცია და ღია წერილი, რომელსაც ხელი ელონ მასკმა და ბევრმა სხვამ მოაწერა, მოუწოდა კომპანიებს შეაჩერონ დიდი ხელოვნური ინტელექტის განვითარება, სანამ არ შეიქმნება მეტი უსაფრთხოების გარანტია.

ChatGPT  ეხება ისეთ საკითხს როგორიცაა ალგორითმის მიერ შექმნილი წერილობითი კონტენტის გამოყენების ეთიკურობა. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი წერილები მკაფიოდ უნდა იყო აღნიშნული როგორც ასეთი, მაგრამ როგორ მოვიქცეთ უფრო შემთხვევითი შეტყობინებების დროს, როგორიცაა მაგალითად ელ.წერილი? კომპანიის ხელმძღვანელები უნდა შეთანხმდნენ რა შემთხვევაში უნდა თქვან ღიად ChatGPT -ის, ან სხვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე.

OpenAI აფრთხილებს, რომ მისი პროდუქტები არ უნდა იქნას გამოყენებული სამართალდამცავ ან გლობალურ პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას. კონფიდენციალურობა, რომელიც შესაძლოა უფრო აქტუალურია, ვიდრე გლობალური ბატონობა, აიძულა იტალია აეკრძალა ChatGPT. მას შემდეგ OpenAI-მ განაცხადა, რომ სურს იპოვოს გზები, რათა ChatGPT -იმ შეძლოს ევროკავშირის მკაცრი კონფიდენციალურობის წესების ფარგლებში ოპერირება.

OpenAI-ის კონფიდენციალურობის განახლებული ვერსია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამორიცხოს საკუთარი თავი ტრენინგის მონაცემიდან (training data). 2023 წლის 25 აპრილს, OpenAI-მ განაცხადა, რომ დაამატა Chat History & Training ფუნქციები, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამორთონ ChatGPT ჩეთის ისტორია, რაც ხელს უშლის OpenAI-ის დიდი ენობრივი მოდელების მომავალ ვერსიებს ამ საუბრებზე სწავლებას. ამ პარამეტრის საპოვნელად დააწკაპუნეთ თქვენი ანგარიშის სახელზე, რომელიც გამოჩნდება როგორც თქვენი ელ.ფოსტის მისამართი, აირჩიეთ Settings > Data Controls > Chat History & Training.

აპრილში OpenAI-მ დაამატა Chat History & Training პარამეტრი ChatGPT-ს. სურათი: TechRepublic სკრინშოტი OpenAI-ის ChatGPT-ის გამოყენებით.

თუ ეს პარამეტრი არ არის არჩეული, მომხმარებლის მონაცემები დაუბრუნდება ხელოვნურ ინტელექტს, რათა მან კვლავ აწარმოოს იგი უფრო ბუნებრივი და გამოსადეგი პასუხების შესაქმნელად.

OpenAI პერსონალურ საიდენტიფიკაციო მონაცემებს ფილტრავს სასწავლო (training ) მონაცემებისგან, განაცხადა OpenAI-მ Bloomberg-თან ინტერვიუში. 2023 წლის აპრილის მდგომარეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ თავიანთი ChatGPT ჩეთების ასლები და ნახონ, რა ტრენინგის მონაცემები შექმნეს. ChatGPT Enterprise-ში მომხმარებლების მონაცემები სხვა OpenAI პროდუქტების მოსამზადებლად გამოიყენება.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება

კიდევ ერთი პოტენციური საფრთხე იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებიც გენერაციულ AI-ს იყენებენ, როგორიცაა ChatGPT, ბიზნეს ელ.ფოსტის კომპრომისული შეტყობინებებისთვის ან სხვა თავდასხმების შესადგენად. მუქარის ავტორებმა შექმნეს WormGPT, აპლიკაცია, რომელიც სპეციალურად ზიანის მომტანი ელ.წერილების შედგენისთვის და მათი, პოტენციურ მსხვერპლებზე მორგებისთვის არის განკუთვნილი. ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოების კომპანია SlashNext-მა აღმოაჩინა, რომ WormGPT გამოიყენება "შავი ქუდის" ფორუმებზე. სინამდვილეში, WormGPT-ს არაფერი აქვს საერთო OpenAI-ის ChatGPT-თან და ის EleutherAI-ის GPT-J -ს დიდ ენობრივ მოდელს იყენებს.

ChatGPT-ის კონკურენტები

ChatGPT-ის ძირითადი კონკურენტები არიან ან შეიძლება იყვნენ Google-ის Bard, Baidu-ს Ernie, DeepMind-is Sparrow და Meta- BlenderBot.

Google-ის Bard
ChatGPT-ის მთავარი კონკურენტია Google-ის AI გენერაციული AI ჩატბოტი Bard-ია. მათ ვისაც სურს სცადოს Bard,  მომლოდინეთა სიას უნდა შეუერთდნენ. 

უახლოეს მომავალში Google გეგმავს  Bard-ის დამატებას ძიებაში. ChatGPT-თან შედარებით Bard-ს ნაკლებად შეუძლია ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა უფრო მეტ ყურადღებას პროზის შექმნაზე ამახვილებს, რომელიც ისეთი ჟღერადობისაა, თითქოს ადამიანს ეთქვას.   Bard აგებულია Google-ის ენის მოდელზე დიალოგის აპლიკაციებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft მოწინავეა პროგრამული უზრუნველყოფის ჩატის ფუნქციების მიწოდების თვალსაზრისით, კომპანია ჩამორჩება საძიებო სისტემა Bing-ის მხრივ. როგორც აცხადებენ, Google-ის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს სასწრაფოდ კონკურენტი გამოეშვათ Microsoft-ის საპასუხოდ, ამ უკანასკნელმა საძიებო სისტემა Bing-ში გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დაამატა. (ამავდროულად, ChatGPT დაეხმარა Bing-ს 100 მილიონ ყოველდღიურ მომხმარებლამდე მიეღწია).

Baidu-ს Ernie
ჩინური საძიებო სისტემა Baidu გეგმავს ჩატბოტის დამატებას სახელწოდებით Ernie. კომპანია Baidu-მ მომავალი ცვლილების თაობაზე 16 მარტს გამოაცხადა, შედეგად თავდაპირველმა შედეგებმა იმედგაცრუება გამოიწვია ინვესტორებში.

DeepMind-ის Sparrow
OpenAI კონკურირებს DeepMind-სთან, ხელოვნური ინტელექტის კვლევით ლაბორატორიასთან, რომელიც Alphabet-ს ეკუთვნის. ეს ორი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან თავიანთი მიზნებიდან გამომდინარე. DeepMind უფრო მეტ ყურადღებას კვლევაზე ამახვილებს და ჯერ არ გამოუშვია ჩეთბოტი საჯარო მოხმარებისთვის, თუმცა მას აქვს ჩეთბოტი Sparrow, , რომელიც სპეციალურად ხელოვნური ინტელექტისთვის არის შექმნილი, რომ მას " სწორ და უვნებელ“კომუნიკაციაში დაეხმაროს. DeepMind-ის დამფუძნებელმა დემის ჰასაბისმა 2023 წლის იანვარში The Independent-ს განუცხადა, რომ DeepMind-მა შესაძლოა Sparrow-ის პირადი ბეტა ვერსია 2023 წელს გამოუშვას.

Meta-ს Llama 2 და BlenderBot
კომპანია Meta-მ BlenderBot 2022 წლის აგვისტოში გამოუშვა. პროტოტიპი BlenderBot  გათვლილია ჩეთში კომუნიკაციისთვის, მოკლე, სასაუბრო პასუხებზე.

Meta -ს ასევე აქვს Llama 2, ფუნდამენტური მოდელი, ის კონკურენტუნარიანია GPT-4 სისტემასთან, რომელიც საფუძვლად უდევს ChatGPT-ის.

 

რაც შეეხება Apple-ს?

The New York Times-ის თანახმად, Apple მუშაობს უკვე ხელთ არსებული ტექნოლოგიის გამოყენებაზე, როგორიც არის Siri-ი, რათა შექმნას ChatGPT კონკურენტი. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს საბოლოო პროდუქტი, ჯერ უცნობია.

 

ხელოვნური ინტელექტის მომავალი ბიზნესში

გახდება თუ არა ChatGPT ჩვეულებრივი ონლაინ პროდუქტი, თუ ეს ტექნოლოგიური ინოვაცია მუდმივად უფრო ფართო გამოყენების ძიებაში იქნება? დღეს, მისი "ინტელექტი" განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება და მისი შემქმნელი OpenAI გაფრთხილებას აკეთებს ჩათბოტის მიერ დაშვებულ შესაძლო არასწორ პასუხებთან და არაზუსტ ფაქტებთან დაკავშირებით.

GPT-3.-ს და GPT-4-ს ასევე შეიძლება მათემატიკური უნარები დაუქვეითდეთ. აღნიშნულის შესახებ სტენფორდის უნივერსიტეტისა და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის 2023 წლის აგვისტოს მოხსენებაში იყო აღნიშნული. ეს არის „დრიფტი“ ანუ თანდათანობითი ეროზია, ისეთი ამოცანების ვერ შესრულების, როგორიცაა მარტივი რიცხვების იდენტიფიცირება. ამის მიზეზი შესაძლოა აზროვნების ჯაჭვის, ინსტრუქციების შესრულების შემცირებული უნარი იყოს.

2023 წლის ივლისში, MIT-ის ეკონომიკის კურსდამთავრებულმა ორმა სტუდენტმა კვლევა ჩაატარა , რომელშიც 453 სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას. მათ აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც ChatGPT იყენებდა ამოცანების შესასრულებლად – როგორიცაა პრესრელიზები, მოკლე მოხსენებები ან ანალიტიკური გეგმების შედგენა – 40%-ით ნაკლები დრო დასჭირდათ ამ საქმის შესასრულებლად, ვიდრე იმ ჯგუფს, რომელიც არ იყენებდა ხელოვნურ ინტელექტს. შემდეგ ეს მონაწილეები თავიანთი კოლეგების მიერ იქნენ შეფასებული და საშუალოდ 18%-ით მაღალი შეფასება მიიღეს ვიდრე ჯგუფმა რომელიც არ იყენებდა ChatGPT-ს. ამ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს ოფისში დასაქმებულებზე. 

"გაცილებით მეტი სარგებელი ChatGPT-ის გამოყენებით სუსტი უნარების მქონე მონაწილეებმა მიიღეს, რაც ამცირებს უთანასწორობას პროდუქტიულობის ნაწილში"- წერენ კვლევის ავტორები შაკიდ ნოი და უიტნი ჟანგი.

საერთო ჯამში, ნოი და ჟანგი ამტკიცებდნენ, რომ ChatGPT-ის ფართო გამოყენებას ამოცანების წერისთვის შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა სამუშაო ადგილზე და შრომის ბაზარზე.

იმავდროულად, ხელოვნური ინტელექტის შესახებ განცხადებები, რომლებიც ვირუსული ხდება, შეიძლება კარგი ან ცუდი სიახლე იყოს  ინვესტორებისთვის. მაგალითად Microsoft-ის აქციების ფასი GPT-4-ის დაანონსების შემდეგ გაიზარდა , ხოლო Google-ის აქციები დაეცა, როდესაც Bard-მა სასურველი შედეგი ვერ აჩვენა.

ამ დროისთვის, OpenAI-ში აცხადებენ, რომ GPT-5-ის წვრთნა არ მიმდინარეობს. MIT-ში გამართულ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც The Verge იუწყება, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა ღია წერილში გამოთქმული ანონსი რომ GPT-ის მე-5 თაობა გზაში იყო აღარ დაადასტურა. პირველ რიგში, მან გააკრიტიკა წერილში ტექნიკური სპეციფიკის ნაკლებობა. 

”GPT-4-ის გარდა ჩვენ სხვა რამეებს ვაკეთებთ, რომლებსაც, ვფიქრობ, უსაფრთხოების ბევრი საკითხი გააჩნია რომელთა მოგვარებაც მნიშვნელოვანია, რაც  სრულიად გამოტოვებული იყო წერილში,” - თქვა ალტმანმა

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

გარდა მრავალმხრივი ცოდნისა, IT აკადემია სტეპი სრულყოფილ კარიერულ მხარდაჭერასაც გთავაზობთ. პროგრამირება ზრდასრულებისთვის  განმავლობაში მიიღებთ რჩევებსა და კონსულტაციებს. ასევე, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წვდომა გექნებათ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებთან.

 

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა