IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Opera-მ კრიპტობრაუზერი განაახლა

უ

News

23.04.2022

623 დათვალიერება

თუკი თანამედროვე თაობის ნაწილი ხართ, სავარაუდოდ, უკვე დიდი ხანია, ინტერნეტს იყენებთ. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, არ იცოდეთ, რომ ინტერნეტის რამდენიმე ვერსია (Web 1, Web 2, Web 3) არსებობს. ათწლეულების განმავლობაში ინტერნეტმა თავისი ჰორიზონტი გააფართოვა და სხვადასხვა ვერსიით წარდგა ჩვენ წინაშე. ლოგიკურია, რომ ყოველი მომდევნო ვერსია წინაზე ბევრად განვითარებულია.

დღესდღეობით, ჩვენს ყოველდღიურობაში სოციალური მედიის თვალიერებისა და ინფორმაციის მოსაპოვებლად 2.0 ვერსიას ვიყენებთ. 1986 წლიდან (ინტერნეტის შექმნის პერიოდი) დღემდე ინტერნეტის ორი ვერსია: Web 1 და Web 2 იყო ხელმისაწვდომი. მომავალ ვერსიად კი უკვე Web 3 გვევლინება. აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო ვერსიის გამოყენების ხანგრძლივობა მინიმუმ ათი წელია.

 

ახლა Web 3-ს მორგებას ცდილობს მთელი მსოფლიოს ინოვაციური საზოგადოება, რასაც ფეხ და ფეხ მიყვება Opera ახალი კრიპტობრაუზერის iOS ვერსიით. ამ დრომდე ის მხოლოდ Windows და Android მოწყობილობებზე იყო ხელმისაწვდომი.

 

ცნობისთვის, აღნიშნული ბრაუზერი შექმნილია Web3-ზე წვდომისთვის და მასში non-custodial კრიპტოსაფულეა ჩაშენებული. Opera-ის თქმით, იგი შემუშავებულია როგორც მათთვის, ვინც უკვე კარგად იცნობს კრიპტოვალუტებს, ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მიმართულებაში ახალბედაა.

,,Web3-ის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. Opera Crypto Browser Project კი სწორედ Web3-ის მომხმარებლების გამოცდილების გასამარტივებლად შეიქმნა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ Web3-ის გამოყენება ადვილი უნდა იყოს, რათა მან თავის სრულ პოტენციალს მიაღწიოს’’, – აცხადებს იორგენ არნესენი.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

ბრაუზერში ჩაშენებულ კრიპტოსაფულეს აქვს Ethereum-ის, Polygon-ისა და Celo-ის მხარდაჭერა, ასევე მეტი ბლოკჩეინ ეკოსისტემის ინტეგრირება იგეგმება. აღნიშნული საფულე მომხმარებლებს ტრადიციული ვალუტით გამოყენებით კრიპტოვალუტის შეძენის, ასევე მხარდაჭერილი ტოკენების გადაცვლის, გაგზავნისა და მიღების საშუალებას აძლევს. ის ასევე უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას დეცენტრალიზებულ ბირჟებსა თუ აპლიკაციებზე და Web3-ზე დაფუძნებულ NFT-ებზე. ამის გარდა, მომხმარებლებს უკვე არსებული, Ethereum Virtual Machine-სთან თავსებადი კრიპტოსაფულეების Opera-ს საფულესთან ინტეგრირება შეუძლიათ.

 

ბრაუზერს ასევე აქვს Crypto Corner, რომელიც აერთიანებს კრიპტოსიახლეებს, ღონისძიებებს, პოდკასტებსა და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას.

აღსანიშნია, რომ მას გააჩნია უსაფრთხოების ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა ad blocker, tracker blocker, pop-up blocker და Cookie Dialogue Blocker.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა