IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

კოდირება ბავშვებისთვის: რატომ უნდა დაიწყონ ბავშვებმა კოდირება და როგორ მოიპოვონ წარმატება წლებთან ერთად

12.01.2022

1079 დათვალიერება

კოდირება ბავშვებისთვის, პირდაპირი გაგებით, სრულიად ახალი ენის შესწავლას გავს, თუმცა, პატარებს დიდ ენთუზიაზმთან ერთად უშრეტი ცნობისმოყვარეობაც აქვთ და აინტერესებთ შექმნან საიტი ან აპლიკაცია, რაც წარმოადგენს საკმარისად რთულ დავალებას.

 

 

ჩვენ ვასწავლით ბავშვს, რომ ნებისმიერი ახალი დავალება თავიდან შეუძლებელის შთაბეჭდილებას ტოვებს, რეალურად შეუძლებელიცაა, თუ არ გაივლით საჭირო საფეხურებს სწორი თანმიმდევრობით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ფეხით ჩახტომამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი იმედგაცრუება და შეამციროს თქვენი შანსი მიჰყვეთ ბოლომდე და საბოლოოდ მიაღწიოთ წარამტებას, მცირედით დაწყება და გზაზე მცირე გამარჯვებების მოპოვება ბევრად უფრო პროდუქტიულია. 

 

რა არის კოდირება ბავშვებისთვის?

კოდირების უნარი გულისხმობს ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს, რომ ჩაერთონ კოდირებაში. ასეთი შესაძლებლობები უნდა იყოს გასართობი და სათამაშო ხასიათის, რათა ბავშვების გონება მოიზიდონ. თქვენ ასევე ალბათ გაგიგიათ კოდირებას უწოდებენ „პროგრამირებას“ ან „კომპიუტერულ პროგრამირებას.“

მიუხედავად იმისა, რომ რთულია წარმოვიდგინოთ ბავშვები სწავლობდნენ ასეთ კომპლექსურ სფეროს, კოდირება შესაძლოა იყოს რეალობა ბავშვებისთვის შესაძლებელი აპლიკაციების, ვებ-გვერდების, სკოლის შემდგომი პროგრამების და სათამაშოების წყალობით.

 

ეს არ არის ტიპიური "კომპიუტერული მეცნიერება", რომელსაც თქვენ ან თქვენმა შვილებმა შეიძლება ინსტინქტურად აარიდოთ თავი. სინამდვილეში, კოდირება არის უბრალოდ ის, თუ როგორ ვაწარმოებთ კომუნიკაციას კომპიუტერებთან და რას ვიყენებთ ვებ-საიტების, აპების, თამაშების და სხვათა შესაქმნელად და გასაშვებად.

 

კომუნიკაცია ხორციელდება სხვადასხვა ენების მეშვეობით, მათ შორის:

  • Scratch: ვიზუალური, კოდირების გამოცდილება ეკრანზე ობიექტის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილების საშუალებით
  • Python: მარტივად წაკითხვადი კოდი, რომელიც დიდებულია დამწყებებისთვის 
  • Java: ენა გატესტილი AP კომპიუტერული მეცნიერების გამოცდით 
  • C++: რომელიც დაფუძნებულია პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, თამაშების კოდირებისთვის და მეტი

 

როგორ დააწყებინოთ ბავშვს კოდირება?

არსებობს მრავალი გზა, რომ თქვენს ბავშვს დააწყებინოთ კოდირება, დავიწყოთ ფოკუსირება ერთი მიმართულებით - წინ. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს დიდი ნახტომი ან თქვენ დაგევალოთ კოდირების სწავლა. რეალურად, როგორც უკვე ვახსენეთ, ეს უნდა ითვალისწინებდეს მცირე ნაბიჯს და თქვენ შეგიძლიათ მოიხმაროთ ბევრი სხვადასხვა წყარო - მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯის დროს თქვენმა ბავშვმა განიცადოს პროგრესი.

 

კოდირება ბავშვებისთვის კარგია?

10 წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბავშვებისთვის კოდირების იდეამ ნამდვილად აიდგა ფეხი, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვხედავთ მომავლის STEM განათლების სტატისტიკებს, როგორიცაა 2025 წლისთვის, 6.5 მილიონი STEM სამუშაო ადგილი შეუვსებელი დარჩება, STEM-ში ყველა ახალი სამუშაოს 91% არის დაკავსირებული კომპიუტერულ გამოთვლასთან და ასშ....

რეალურად,  STEM კურსდამთავრებულთა მხოლოდ 28% არის კომპიუტერულ მეცნიერებაში. ხალხი ჯერ კიდევ ფიქრობს, ხალხს ჯერ კიდევ აინტერესებს, რთულია თუ არა კოდირების სწავლა. გამოფხიზლდით, არის კომპიუტერულ მეცნიერებაში სამუშაო, ძალზედ ბევრი და საკმაოდ კარგი ანაზღაურებით

 

კიდევ უფრო უკეთესია არის ის, რომ ეს არ არის მხოლოდ სამუშაო, ასევე ბიძგს აძლევს სხვა უნარების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითობა, პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია და სხვა უნარები, როგორც შუალედური პროდუქტი როდესაც ბავშვები სწავლობენ კოდირებას.

 

ამრიგად, ბავშვებმა უნდა ისწავლონ კოდირება, ვინაიდან:

  • კოდირებაზე დიდი მოთხოვნაა
  • კოდირება უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას
  • კოდირების ცოდნა საშუალებას აძლევს სტუდენტებს უკეთ გაიგონ სამყარო
  • კოდირება სახალისოა და კმაყოფილების მომტანია
  • კოდირება აუმჯობესებს შემოქმედებითობას
  • კოდირება აუმჯობესებს პრობლემის გადაჭრის უნარებს
  • კოდირება აუმჯობესებს სიმტკიცეს
  • კოდირება აუმჯობესებს თანამშრომლობას
  • კოდირება აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარს

 

არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე, იპოვე შენი წარმატების გზა

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

რატომ არის კოდირება მნიშვნელოვანი? რა სარგებელი აქვს?

 

1. კოდირებაზე მაღალი მოთხოვნაა

როგორც უკვე ვახსენეთ, Code.org-ის მიხედვით, STEM სამუშაოების 4/5 თავს იყრის კომპიუტერულ გამოთვლაში, თუმცა STEM კურსდამთავრებულთა მხოლოდ 2/5 არის კომპიუტერული გამოთვლის სფეროში. ეს CS-ის არსებითი ნაკლებობაა.

 

2. უმაღლეს სასწავლებლებში, კოდირება იძლევა კონკურენტულ უპირატესობას 

თუ თქვენ ფლობთ განსაკუთრებულ უნარს, როგორიცაა კოდირება, რომელიც არ აქვს ბევრ თქვენს თანატოლს - პოტენციურად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უფრო სასურველი იქნებით.

 

3. კოდირების ცოდნით, სტუდენტები უფრო კარგად აცნობიერებენ სამყაროს

ბევრმა ჩვენგანმა არ იცის უმნიშვნელოვანესი რამ იმის შესახებ, თუ რა ამუშავებს ჩვენს სმარტ ტელეფონებს, ლეპტოპებს, სოციალური მედია ქსელებს და ვიდეო თამაშებს. პროგრამირების საბაზისო ცოდნამ შესაძლოა შეცვალოს ის, თუ როგორ ვურთიერთქმედებთ ჩვენ ტექნოლოგიებთან, რომელსაც ვიყენებთ (და არ ვაფასებთ შესაბამისად) ყოველდღიურად, რამაც შესაძლოა გაგვიხილოს თვალები კოდირების უთვალავ შესაძლებლობებზე.

 

4. კოდირება სახალისოა

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირება დამყარებულია ლოგიკაზე, ის ასევე უკიდურესად შემოქმედებითი აქტივობაა. თუ გაქვთ უნარები, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ნახსენები აპლიკაციები, თამაშის კოდები, ვებგვერდები და მეტი!

 

ბევრი დეველოპერისთვის ნაწილობრივ კოდირება მიმზიდველია მისი გამომწვევი ბუნებისგან გამომდინარე და დაჯილდოების განცდისგან, რომელსაც ღებულობენ კოდის რეალობაში მოყვანის და მისი კარგი გამართვის შემდეგ. თუმცა, არ მოტყუვდეთ – სწორი ინსტრუქციით, პროგრამირების დაწყება შეიძლება იყოს მარტივი და სახალისო.

 

5. კოდირება აუმჯობესებს შემოქმედებითობას

როდესაც სწავლობთ ენას, თქვენ მას იყენებთ საკუთარი თავის გამოსახატად. იგივეა კოდირების შემთხვევაშიც, კომპიუტერული კოდირება ძალას ანიჭებს ბავშვებს არამხოლოდ ციფრული მედიისა და ტექნოლოგიის მოსახმარად, არამედ ასევე საშუალებას აძლევს შექმნან ვიდეო თამაში ან აპლიკაცია - საშუალება გამოხატონ საკუთარი თავი.

 

6. კოდირება აუმჯობესებს პრობლემის გადაჭრის უნარს

როდესაც ბავშვები აწარმოებენ კოდირებას, ისინი იღებენ კომპლექსურ პრობლემებს და ჩაშლიან მათ უფრო მარტივ ნაწილებად. ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ უნდა მიუდგნენ პრობლემას ისევე როგორც ამას აკეთებენ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები ლოგიკური და გამოთვლითი მსჯელობით. 

 

როგორც დენ ქროუ, SongKick-ის CTO განმარტავს, „გამოთვლითი აზროვნება გასწავლით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ დიდ პრობლემებს მათი დაყოფით უფრო მცირე და უფრო მართვადი პრობლემების თანმიმდევრობით“.აღნიშნული ლოგიკური აზროვნება არის მძლავრი ინსტრუმენტი სკოლაში, სამსახურში და ცხოვრებაში.

 

7. კოდირება აუმჯობესებს სიმტკიცეს

კოდირების სწავლა გამოწვევაა, ისევე როგორც ნებისმიერი ახალი დისციპლინა, კოდირება ასწავლის დაჟინებულობის ღირებულ უნარს ასეთი გამოწვევების წინაშე. პრობლემების გადაჭრის სწავლა და გადაწყვეტილებების პოვნა კვლევისა და თანამშრომლობის გზით, აყალიბებს ამ ძალიან სასურველ უნარს.

 

8. კოდირება აუმჯობესებს თანამშრომლობის და კომუნიკაციის უნარს

ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია კოდირების სწავლა, დიდს თუ ბავშვს, ფერად კანიანს თუ წითურს, სქესის ან წარმომავლობის მიუხედავად შეუძლია სწავლა. შემდეგ კონტაქტობენ და სწავლობენ თანამშრომლობას ყველა თანატოლთან, რომლებსაც აერთიანებს საერთო ინქტერესი ტექნოლოგიაში.

 

საკლასო ოთახები და სხვა პირად გარემოები, როგორიცაა სტეპი, აერთიანებს ბავშვებს პირისპირ თანამშრომლობისთვის. ბავშვები, რომლებიც ონლაინ სწავლობენ, ასევე შეიძლება გაიზარდონ, დაუსვან ერთმანეთს კითხვები და იმუშაონ პრობლემების გადაჭრაზე და ერთად შექმნან ბევრი რამ.

 

 

სწორი კომუნიკაცია არის აბსოლუტურად აუცილებელი უნარი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნათლად გამოხატონ რთული იდეები მარტივი სიტყვებით, როგორც წესი, წარმატებულები არიან სხვადასხვა ინდუსტრიებში და ცხოვრებაში.

 

როდესაც ბავშვები სწავლობენ კოდირებას, ისინი სწავლობენ როგორ დაუკავშირდნენ ყველაზე მარტივ აუდიტორიას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება: კომპიუტერები. როგორც აღვნიშნეთ, კომპიუტერული კოდირება ასწავლის ბავშვებს, როგორ დაანაწევრონ რთული იდეები და დაალაგონ ისინი კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე.

 

 

ასე რომ, 

თუ თქვენი ბავშვი დაინტერესებულია კოდირებით, მაშინ დიახ, დაეხმარეთ მათ ისწავლონ კოდირება. პროცესში, არ დაგავიწყდეთ სხვა რამეები. ხელი შეუწყვეთ ისწავლონ ტექნოლოგიები და გამოიკვლიონ თამაშის შემუშავების შესაძლებლობები, 3D ბეჭდვა ან ვიდეო პროდუქცია, თუ ეს მათ უფრო შეეფერება. ჩაერთონ ფოტოგრაფიაში, თუ ეს ნამდვილად ის არის რისი გაკეთებაც მათ ნამდვილად სურთ ჰობის ჭრილში ან როგორც სამომავლო კარიერაც კი.

 

ხელი შეუწყვეთ გაიმჯობესონ მარკეტინგის, მოლაპრაკების, რეკლამირების უნარები და სხვა...ან ასწავლეთ თუ როგორ უნდა გახდნენ ლიდერები. არსებობს სწავლის შესაძლებლობების სია და ეს სია ძალიან ვრცელია. კოდირებამ შეიძლება შორს წაგიყვანოთ, მაგრამ თქვენ ასევე უნდა გქონდეთ დამატებითი უნარები, რათა თქვენი შემოქმედება აყვავდეს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე - ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ

უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანია წარმატების ერთადერთი გარანტია აღარ არის - ამას ბილ გეითსის, სტივ ჯობსისა და კვენტინ ტარანტინოს მაგალითებიც ადასტურებს. სტატიაში იმ ცნობილ ადამიანებზე გიამბობთ, რომლებმაც მსოფლიო აკადემიური ხარისხის გარეშე შეცვალეს. გაიგე, რა ძალა აქვს თვითგანათლებას, პრაქტიკულ უნარებსა და თანამედროვე ციფრულ პროფესიებს და აღმოაჩინე, როგორ ააწყო წარმატებული კარიერა ტრადიციული უნივერსიტეტის მიღმა.

ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებმაც წესები შეცვალეს თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად შეხვდებით სტერეოტიპს, რომ უმაღლესი განათლება და წითელი დიპლომი კარიერული წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის ერთადერთი საწინდარია. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ სფეროებს, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიურობა ფუნდამენტურად შეცვალეს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი რევოლუციები სწორედ მათ მიერ მოხ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა