IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

COVID-19 და ახალი მიდგომები დასაქმების ბაზარზე

01.07.2020

352 დათვალიერება

Covid 19 მა ჩვენი სამუშაო განრიგი სამუდამოდ შეცვალა და საკმაოდ საინტერესო გამოწვევებზე დაგვაფიქრა, პროფესიულ არჩევანს, რომელსაც სულ რაღაც 5 თვის წინ ვენდობოდით, თითქოს კითხვის ნიშნები გაუჩნდა. დისტანციურად მუშაობა, ვირტუალური შეხვედრები, ვირტუალური ტრენინგები - ეს ყველაზე გავრცელებული ცვლილებებია, რომლებმაც უკვე შეცვალეს კომპანიებში თანამშრომლებს შორის ურთიერთობა

 

წინ კიდევ Covid 19-ს მეორე ტალღა და ფიზიკური იზოლირებით დამძიმებული ზამთარი გველის, ექსპერტები და ბიზნეს კონსულტანტები საუბრობენ, რომ თანამშორმლების დისტანციურად მუშაობა ახალ სტანდარტად იქცევა, რადგან ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მინიმუმ 2021 წლის ბოლომდე , #1 პრიორიტეტად რჩება!

 

გარდა რისკების მართვისა, დისტანციურად მუშაობამ ბევრი ადამიანის პროდუქტიულობა გაზრდა

პროდუქტიულობა ზრდა კომპანიებს დააფიქრებს, როგორ შეინარჩუნონ გაზრდილი პროდუქტიულობა კოვიდ- 19 ით გამოწვეული რისკების განეიტრალების შემდეგ. დისტანციურად მუშაობა, უამრავი ადამიანისთვის კომფორტული და სასურველი მოდელი აღმოჩნდა.გლობალურად, დასაქმებულების უმეტესობას ურჩევნია ჰქონდეს არჩევანის საშუალება და სურვილისამებრ, იმუშავოს ხან სახლიდან, ხან კი კომპანიის ოფისიდან. თუკი ბიზნესისა და თანამშრომლების ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს მოქნილობა შენარჩუნებდა და კომპანიები თანამშრომლებს დაუტოვენ არჩევანის გაკეთების საშუალებას, იმუშავონ მათთვის სასურველი თუ კომფორტული ადგილიდან.

 

დროა შევეგუოთ სახლიდან მუშაობასს და ინტენსიურ კომუნიკაციას  Zoom , Team ან სხვა პლატფორმით

Harvard business review-მ საინტერესო მოდელი შესთავაზა ლიდერებს. კერძოდ, მათ უნდა შეიმუშავონ ვირტუალური შეხვედრებისა და ფიზიკური შეხვედრების გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, სამუშაო კვირის დასაწყისში, ლიდერი და გუნდის წევრები  ამოცანებსა და შედეგებზე შეთანხმდებიან ვირტუალურ სივრცეში, მაგრამ შედეგების განსახილველად, ლიდერი და გუნდის წევრები კვირაში ერთხელ, შეხვდებიან ოფისში. როგორც ბიზნეს გამოცემა გვირჩევს, ასეთი სტილით კომუნიკაცია ლიდერებს საშუალებას მისცემს გუნდის წევრებმა კვლავ გაიზიარონ ერთი ხედვა, შეინარჩუნონ კომპანიის ძირითადი ღირებულებები და რაც მთავარია, შეინარჩუნონ გუნდურობა.

 

პანდემიის პერიოდიდან დღემდე, ძალიან ბევრი ონლაინ სწავლების შესაძლებლობა გაჩნდა ჩვენს ბაზარზეც. ეს შესაძლებლობა კი ბევრმა ადამიანმა გამოიყენა და უამრავ ტრენინგსა თუ ვორქშოპში მიიღო მონაწილეობა ვირტულაურად. მონაწილეების გამოკითხვის მიხედვით, ონლიან სწავლებას აქვს ძალიან საინტერესო დადებითი მხარე- ადამიანი მისთვის კომფორტული ადგილიდან და კომფორტულ გარემოში ისმენს საჭირო ინფორმაციას ან სწავლობს. კორპორაციებმა, შესაძლოა, დაიტოვონ ონლაინ სწავლების ეს ფორმატი, რადგან ხარჯით ეფექტურია და   მონაწილეების ჩართულობაც მაღალია

 

ის რომ „ყველაფერი გაჩერდა“ ან „შეჩერდა“, დასაქმების ბაზარმა ყველაზე კარგად აირეკლა, პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ვაკანსიები. თუმცა, ყველა იმ კომპანიამ რომელსაც სჭირდებოდა ახალი რესურსი, თანამშორმლების შერჩევის პროცესიც სწრაფად გადაიტანა ვირტუალურ სივრცეში, ბიზენს გამოცემებში კი  „ზუმ გასუბრების“ რჩევები გაჩნდა, რომლებიც რეკრუტერებს და სამუშაოს მაძიებლებს ურჩევდნენ, როგორ უნდა წარემართან კომუნიკაცია ისევ დისტანციაზე. რეკრუტერების გამოკითხვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ვირტუალური გასაუბრება კომფორტულია. უფრო მეტიც, გაზრდილია განვითარებადი ქვეყნებიდან პროფესიონალების დასაქმების მაჩვენებელი და სახეზეა რეალობა, რომელშიც დასაქმების შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება – საჭირო უნარებს თუ ფლობ, ონლაინ პლატფორმების გამოყენებით, მარტივად არის შესაძლებელი ჩაება შრომის გლობალურ ბაზარზე და დასაქმდე გიგანტურ კომპანიაში

 

რა მოდელს მოირგებენ ან განავითარებენ ორგანიზაციები შერჩევის, სწავლებისა თუ თანამშრომლების განვითარების მიმართულებით, დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ დისტანციაზე ყოფნით გაპირობებული ცვლილებები აუცილებლად დაგვრჩება. რჩევები და პროგნოზები უამრავია, ორგანიზაციის აღმასრულებლები გვირჩევენ პროფესიებს რომელიც კარგად მოერგება მოვლენების განვითარების ნებისმიერ სცენარს

 

  • გახდი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი – უკვე დიდი ხანია ტრადიციულ მარკეტინგულ აქტივობებს ციფრული მარკეტინგი უსწრებს და თუ საწყის ეტაპზე სარეკლამო კამპანიებს ზოგადი მარკეტინგის სპეციალისტები უძღვებოდნენ, დღეს უკვე სახეზეა ციფრული მარკეტინგის მაღალ ანაზღაურებადი სპეციალისტები, რომლებიც მართავენ სარეკლამო კამპანიებს
  • გახდი ვებ პროგრამისტი  – რაც დრო გადის, ადამიანები უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ ონლაინ, შესაბამისად, კომპანიებისთვის აუცილებელია ჰქონდეთ ვებსაიტი და მობილური აპლიკაციები, რომელსაც ცხადია, სჭირდება როგორც დეველოპერი პროგრამული ნაწილის უზრუნველსაყოფად, ასევე დიზაინერი. ამ ორი სპეციალისტის სამუშაო ფაქტობრივად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და ორივეს მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს
  • გახდი პროფესიონალი 3D დიზაინსა და მოდელირებაში – თუ თქვენ გაქვთ საინტერესო ხედვა, მაგრამ არ იცით ეს უნარები გამოგადგებათ თუ არა, ამ შემთხვევაში ჩვენი პროგრამა თქვენთვისაა. წარმატების მისაღწევად თქვენგან საჭიროა მხოლოდ სუვლილი, შრომა და დისციპლინა

 

IT Academy STEP – მსოფლიო ბრენდი 82 ფილიალით!


გახდი კვალიფიციური სპეციალისტი და საკუთარი საქმის პროფესიონალი, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში 

 

თბილისი,

საბურთალო, ალ.ყაზბეგის 34/34



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ვინ შეიძლება გახდეს წარმატებული UI/UX დიზაინერი?

გაეცანით თუ რა უნარები და თვისებებია საჭირო წარმატებული UI/UX დიზაინერის კარიერისთვის - ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიისთვის თანამედროვე ციფრულ სამყაროში. შეიტყვეთ როგორ გახდეთ კონკურენტუნარიანი სპეციალისტი და რა გზა უნდა გაიაროთ ამ მიზნის მისაღწევად

დღევანდელ ციფრულ სამყაროში UI/UX დიზაინერის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიული გახდა. Glassdoor-ის მონაცემებით, ეს პროფესია 2022 წლის 50 საუკეთესო პროფესიას შორის მოხვდა სამუშაოთი კმაყოფილების, შემოსავლის პოტენციალისა და ვაკანსიების რაოდენობის მიხედვით. თუ რა უნარები და თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი წარმატებული UI/UX დიზაინერი გახდეს, ამას სატიაში განვიხი

ШАГ логотип

რატომ არის მოთხოვნილი UI/UX დიზაინერები დღეს ბაზარზე?

UI/UX დიზაინერების პროფესია დღეს ციფრული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა, სადაც შემოქმედებითობა ტექნოლოგიებთან იდეალურად ერწყმის. თანამედროვე ბიზნესები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ მომხმარებლის გამოცდილება მათი წარმატების გასაღებია, რაც UI/UX დიზაინერებზე მოთხოვნას მუდმივად ზრდის. გაეცანით, რატომ გახდა ეს პროფესია ასეთი პოპულარული და რა პერსპექტივები აქვს მას მომავალში.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც ყველაფერი ონლაინ სივრცეში გადავიდა, UI/UX დიზაინერების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა. კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ მომხმარებლის გამოცდილება მათი წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორია. მაგრამ რა არის ის კონკრეტული მიზეზები, რის გამოც UI/UX დიზაინერებზე მოთხოვნა ასე მკვეთრად გაიზარდა? ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქა ბოლ

ШАГ логотип

ციფრული პროფესიები მრავალფეროვნებისთვის და სტაბილური ცხოვრებისთვის

გაეცანით მომავლის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, სადაც სტატისტიკურად, მაშინ როცა 75 მილიონი სამუშაო ადგილი ქრება, ტექნოლოგიების გავლენით 133 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი იქმნება. IT აკადემია STEP-ში შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება და დაეუფლოთ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერის დასაწყებად. გახსოვდეთ, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია - განვითარდით და განავითარეთ თქვენი მომავლის კარიერა!

თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა შრომის ბაზარი. კოვიდ-19 პანდემიამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს პროცესი და წარმოაჩინა ციფრული უნარ-ჩვევების მნიშვნელობა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ კარიერულ განვითარებასა და სტაბილურ მომავალზე, ციფრული პროფესიებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქა

ШАГ логотип

მონაცემთა მეცნიერი: ციფრული სამყაროს მკვლევარი

დღეს მონაცემთა მეცნიერები არიან ის ადამიანები, რომლებიც ათასობით გიგაბაიტის უკან მალულ ისტორიებს კითხულობენ და კომპანიებს ეხმარებიან მილიონობით დოლარის ღირებულების გადაწყვეტილებების მიღებაში.

მონაცემთა მეცნიერება არის ინტერდისციპლინური სფერო, რომელიც აერთიანებს სტატისტიკას, მათემატიკას, კომპიუტერულ მეცნიერებას და ბიზნესის ცოდნას. მონაცემთა მეცნიერები არიან თანამედროვე ეპოქის “ალქიმიკოსები”, რომლებიც დიდი რაოდენობის მონაცემებიდან ქმნიან ღირებულ ინფორმაციას და შეხედულებებს. პროფესიის აღწერა მონაცემთა მეცნიერები მუშაობენ დიდი მოცულობის მონაცემებთან,

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა