IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

დამწყები კოდერიდან სოფტვეარ ტიტანებამდე: დეველოპერების რეალური ისტორიები

99999

პროგრამირება

მოტივაცია

21.08.2023

609 დათვალიერება

ტექნოლოგიების სამყაროში დეველოპერები ნამდვილი გმირები არიან, რომლებიც აშენებენ და ქმნიან იმ ჯადოსნურ ციფრულ გარემოს, სადაც ჩვენ ვვითარდებით. ეს ადამიანები ფლობენ ძალას ყველაზე ინოვაციური იდეები პრაქტიკულ რეალობად გარდაქმნან, აპლიკაციების,, ვებ-საიტებისა და სისტემების შექმნით, რომლებიც ახდნენ ინდუსტრიების რევოლუციას და აუმჯობესებენ ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ გზა რომელიც უნდა გაიარო წარმატებულ სოფტვეარ დეველოპერობამდე არ არის მარტივი. იგი მოითხოვს დისციპლინას, დასახული მიზნის ერთგულებას და ვნებას მუდმივი სწავლისადმი. ამ ბლოგში ჩვენ გავეცნობით სოფტვეარ დეველოპერების რეალურ ისტორიებს, რომლებმაც გადალახეს გამოწვევები, გამოიყენეს შესაძლებლობები და გარდაქმნეს თავიანთი ოცნებები დიად მიღწევებად!

 

სარას ტრიუმფი თავდაუჯერებლობაზე 

სარას ყოველთვის აკლდა თავდაუჯერებლობა, IT აკადემიაში სწავლის დაწყებამდე, ახალგაზრდა ასპირანტ სოფტვეარ დეველოპერს, ეჭვი ხშირად შეჰქონდა თავის შესაძლებლობებში. ის ადარებდა საკუთარ თავს სხვებს, ფიქრობდა, რომ არ იყო საკმარისად კარგი. თუმცა მან გადაწყვიტა, რომ შეწინააღმდეგებოდა თავის შიშებს, დაეწყო აკადემიური სწავლა და პარარელურად სოც-ქსელების მეშვეობით შეერთებოდა პროგრამისტების საზოგადოებას.  მენტორშიფისა და წახალისების დახმარებით, სარამ აღმოაჩინა საკუთარი ძალები და იპოვა ნუგეში თანამშრომლობაში. დღეს იგი ტექნოლოგიური კომპანია Rakuten Viber-ის საქართველოს განყოფილების ვიცე პრეზიდენტია, Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა რეგიონოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით, სარა 4 წელია მართავს მათ ინოვაციურ გადაწყვეტებს და ეხმარება ახალი დეველოპერების მოძიებაში. სარას ისტორია გვახსენებს, რომ შრომა და სწორი საზოგადოება გვაძლიერებს, თავდადებით შესაძლებელია რომ გადავაჭარბოთ ჩვენს მოლოდინებს. 

 

ჯონის მოგზაურობა წარუმატებლობიდან წარმატებამდე:

ჯონის მოგზაურობა ციფრულ სამყაროში სავსე იყო უკან დამხევი დაბრკოლებებით. მიუხედავად მისი სიყვარულისა კოდირებისადმი, მას უამრავჯერ უთხრეს უარი გასაუბრებებზე. იმედგაცრუებული ხშირად ფიქრობდა ამ სფეროს მიტოვებაზე. თუმცა, სატაქსაოდ გასვლის ნაცვლად, მან თავისი მარცხები და ნეგატიური გამოცდილება გამოიყენა, როგორც გაკვეთილი, დახვეწა თავისი უნარები და შექმნა ისეთი პორტფოლიო, რომელიც სამუშაოსადმი მის ერთგულებას აჩვენებდა. საბოლოოდ, ჯონის გულმოდგინებამ შედეგი გამოიღო და მან დაიმკვიდრა თავისი ადგილი არაერთ ერთ დინამიკურად მზარდ სტარტაპში. დღეს იგი წარმოადგენს ღირებულ სოფტვეარ არქიტექტორს, რომელიც წინ უძღვება გუნდებს და ჭრის კომპლექსურ პრობლემებს. ჯონის ისტორია გვასწავლის, რომ წარუმატებლობა დასასრული არ არის, არამედ ეს გადასალახი ნაბიჯებია სწრაფი ზრდისთვის და წარმატებისთვის. 

 

თუ არ გაკმაყოფილებს მიმდინარე კარიერა და ანაზღაურება, პროგრამირება უნდა სცადო - დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

ემილის ინოვაცია ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად:

ემილი, შესანიშნავი სოფტვეარ დეველოპერი, ბავშვობიდან უზარმაზარი გამოწვევების წინაშე იყო შეზღუდული შესაძლებლობის გამო. იმის ნაცვლად, რომ დამორჩილებოდა ამ მოცემულობას, მან მათი შეცვლა აირჩია. ემილი თანამშრომლობდა დიზაინერებთან და ინჟინრებთან ერთად იმისათვის, რომ შეექმნა აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფდა ყველასთვის ტექნოლოგიების გამოყენებას, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა. მისმა ინოვაციამ და მიზანმიმართულობამ წაახალისა ინკლუზიური სოფტვეარ დეველოპმენტის ახალი ტალღა შვედეთში, რომელმაც შეცვალა ინდუსტრიის მიდგომა ხელმისაწვდომობასთან. ემილის ისტორია წარმაოდგენს მაგალითს, რომ ბარიერი შეიძლება იყოს კატალიზატორი ინოვაციის შექმნისას და წამყვანი ძალა პოზიტიური ცვლილებებისთვის. 

 

მაიკლის უწყვეტი სწავლის მოგზაურობა:

მაიკლმა, გამოცდილმა სოფტვეარ დეველოპერმა 42 წლის ასაკში გააცნობიერა, რომ მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში აქტუალურობის შენარჩუნებისთვის საჭირო იყო უწყვეტი სწავლა. აქ იწყება მისი თვითგაუმჯობესების მოგზაურობა, სადაც მან აღმოაჩინა პროგრამირების ახალი ენები, დაესწრო კონფერენციებს მსოფლიოს გარშემო, ამ გულმოდგინებამ არა მხოლოდ გააუმჯობესა მისი ტექნიკური უნარები, არამედ გაუხსნა კარი ახალ კარიერულ შესაძლებლობებს. დღეს მაიკლი დაფასებული მილიონერია, რომელიც აზიარებს თავის ცოდნას და მოუწოდებს სხვებს, რომ დაიწყონ მუდმივი სწავლა. მისი ისტორია გვახსენებს, რომ ტექნოლოგიების სამყარო, ცნობისმოყვარეობა და ადაპტაცია აქტუალურობის შენარჩუნების მთავარი ფაქტორია

 

დასკვნა: 

სოფტვეარ დეველოპერების ეს ისტორიები გვაჩვენებს, რომ წარმატება ამ სფეროში იზომება არა მხოლოდ ტექნიკური გამძლეობით, არამედ გულმოდგინებით, კრეატიულობითა და განვითარების სურვილით. საკუთარ თავში რწმენის მოპოვებიდან დაწყებული, დამარცხების მიღებით დასრულებული, ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ დაბრკოლებები არის დროებითი, ხოლო მიზანმიმართულობა პირველხარისხოვანი. მათი მოგზაურობა გვახსენებს, რომ გზა წარმატებამდე სავსეა დაბრკოლებებით და გამარჯვებებით და, რომ ყველა დამწყებ სოფტვეარ დეველოპერს აქვს შესაძლებლობა გახდეს ციფრული სამყაროს ნამდვილი გმირი. ამიტომ თუ გიყვარს კოდირება, დაიჯერე შენი შესაძლებლობების, მიიღე გამოწვევები და მიეცი ამ ისტორიებს საშუალება, გახდეს შენი ინსპირაცია შენს განსაკუთრებულ მოგზაურობაში, როგორც სოფტვეარ დეველოპერი. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი - და რა უნარები სჭირდება ბავშვს რეალურად

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი? გაიგე, რა უნარები სჭირდება ბავშვს თანამედროვე სამყაროში და როგორ შეგიძლია დაეხმარო მას წარმატების მიღწევაში.

თანამედროვე სამყაროში განათლება რადიკალურად იცვლება. თუ ადრე სკოლა იყო მთავარი და ხშირად ერთადერთი ცოდნის წყარო, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად ცვალებადი პროფესიული გარემო ბავშვებს სრულიად ახალ გამოწვევებს უქმნის ისეთებს, რომელთათვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ მუშაობს. დღეს უკვე ნათელია, რომ ცოდნის მიღება აღარ არის სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ პროფესია, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

გაიგე, როგორ შეარჩიო მომავლის პროფესია, რომელიც ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მოთხოვნადი დარჩება. სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიულ ნაბიჯებს, განათლების როლს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში პროფესიის არჩევა აღარ არის მხოლოდ ინტერესების განსაზღვრა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება შენი მომავლისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და ავტომატიზაცია მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დროს უძლებს. კარიერული სტაბილურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი ტექნოლოგიების ათვი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა