IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ციფრული წიგნიერება - წარმატების გასაღები ტექნოლოგიურ სამყაროში!

1

მოტივაცია

06.06.2023

1635 დათვალიერება

ციფრული წიგნიერება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ საზოგადოებაში, რადგან ტექნოლოგიები გადამწვეტ როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში. დასაწყისისთვის, გვსურს დეტალურად გაეცნობით საინტერესო სტატისტიკებს, რის გამოც ციფრული უნარები ასე მნიშვნელოვნად მიიჩნევა: 

 

“Pew Research Center”-ის კვლევების თანახმად ევროპის კონტინენტზე 10 ზრდასრული ადამიანიდან 9 (87%) მოიხმარს ინტერნეტს, ასევე 77% ფლობს სმარტფონს. ეს მონაცემები ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანები ინტერნეტსა და სმარტფონებს ყოველდღიურად მოიხმარენ და ამ ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებისა და ნავიგაციისთვის აუცილებელია ციფრული უნარების ქონა. 

 

ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს მოხსენებამ აჩვენა, რომ სამუშაოების რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ ციფრულ უნარებს, სტაბილურად იზრდება, ხოლო იმ პროფესიებზე მოთხოვნა, რომლებიც ციფრულ წინგნიერებას არ საჭიროებენ დრამატულად სწრაფად მცირდება. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ სამსახურების რაოდენობა ციფრული უნარებით, 2013-2023 წლებში გაიზარდა 92%-ით, ხოლო ამ უნარების გარეშე სამსახურების რაოდენობა მხოლოდ 4%-ით. ეს ხაზს უსვამს სამუშაო ბაზარზე ციფრული წიგნიერების უნარების მქონე პერსონალზე მზარდ მოთხოვნას.

ევროკომისიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირში ახალი სამუშაოების თითქმის 98% მოითხოვს ციფრული უნარების გარკვეულ დონეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ციფრული წიგნიერების უნარების არსებობამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამუშაო პერსპექტივები და შემოსავლის პოტენციალი მიმდინარე სამუშაო ბაზარზე.

კიბერუსაფრთხოების ეროვნული ალიანსის კვლევის თანამხად, 2019 - 2023 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის 61%-თან დაფიქირდა კიბერშეტევა. მოცემული სტატისტიკა ხაზს უსვამს ციფრული უნარების აუცილებლობას, რადგან თითოეულმა პირმა შეძლოს იყოს უსაფრთხოდ ონლაინ და ამავდროულად დაიცვას პირადი და პროფესიული ინფორმაცია კიბერსაფრთხეებისგან. 

განათლების სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მოხსენებამ აჩვენა, რომ 2012 - 2016 წლებში აშშ-ში საჯარო სკოლების 97%-ზე მეტს ჰქონდა ინტერნეტზე წვდომა. ეს ხაზს უსვამს განათლებაში ტექნოლოგიების მზარდ გამოყენებას და სტუდენტებისთვის ციფრული წიგნიერების უნარების მნშივნელობას. 

Global Digital Citizen Foundation-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები საშუალოდ დღეში 6 საათზე მეტს ატარებენ ციფრულ მოწყობილობებთან.  ეს ხაზს უსვამს ტექნოლოგიების მზარდ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ციფრული უნარების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია ციფრული კონტენტის კრიტიკულად შეფასებისა და მისი გამოყენებისთვის.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა იწინასწარმეტყველა, რომ 2025 წლისთვის სამსახურების 95%-ში მოთხოვნილი იქნება ციფრული უნარები.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი ონლაინ რეჯიმზეა გადასული.

 

მოცემული სტატისტიკებით შეგვიძლია დავასკვნათ:

ტექნოლოგია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ციფრული წიგნიერების უნარები სულ უფრო მნიშნველოვანი ხდება როგორც პირადი, ასევე პროფესიული გამოყენებისთვის. ამ უნარების ქონა შეიძლება დაეხმაროს ინდივიდებს იყვნენ უფრო პროდუქტიულები, ეფექტურები და წარმატებულები ნებისმერი საქმიანობაში. 

გადაწყვიტე კარიერა ტექნოლოგიურ სფეროს დაუკავშირო? მინიმუმ ერთი პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებლად დაგჭირდება - დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად


 

ისწავლეთ როგორ შეიძლება შეისწავლოთ

 სწავლაც ერთ-ერთი უნარია, რომელიც შეგიძლიათ პრაქტიკითა და შრომისმოყვარეობით შეიძინოთ. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გააუმჯოვესოთ თქვენი სწავლის უნარი: 

  1. მოტივაციისთვის შეიძინეთ ახალი გაჯეტები და შემდეგ გადახედეთ ციფრულ პროფესიებს

  2. შეარჩიეთ პროფესია დაისახეთ კონკრეტული და ზომიერი სასწავლო მიზნები. ფოკუსირებასა და მიტივაციაში მკაფიო მიზნების ცოდნა აუცილებლად დაგეხმარებათ. 

  3. შეიმუშავეთ სასწავლო განრიგი. გამოყავით დღის კონკრეტული დრო სწავლისთვის და აუცილებლად მიჰყევით მას. ეს დაგეხმარებათ იყოთ კონცეტრირებული და მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი სწავლის დრო. 

  4. გამოიყენეთ აქტიური სწავლის ტექნიკა. აქტიური სწავლება გულისხმობს პროცესში ჩართვას, ისე რომ მაქსიმალურად მოხდეს ინფორმაციის დამუშავება და მისი დამახსოვრება. აქტირუი სწავლის მეთოდის მაგალითებია: ფლეშე ბარათები, ინფორმაციის შეჯამება და მასალის სხვისთვის სწავლება. 

  5. ივარჯიშეთ გარკვეული ინტერვალებით მასალების გადამეორებაში. მნიშვნელოვანია მოკლე შესვენებები გააკეთოთ თქვენი სასწავლო სეანსების განმავლობაში, რათა თქვენს ტვინს დასვენების საშუალება მიეცეს. 

  6. ისწავლეთ თქვენს შეცდომებზე. როდესაც შეცდომებს უშვებთ ან წვალობთ რაიმეს სწავლისას, დაუთმეთ მას მეტი დრო და დაფიქრდით იმაზე, თუ რა გააკეთეთ არასწორად ან რა შეგიძლიათ გააკეთოთ სწავლის გასაუმჯობესებლად. 

 

ციფრულ წიგნიერება მოიცავს ციფრული ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო ინსტრუმენტებისა და ქსელის გამოყენების უნარს. რომლის საშუალებითაც უნდა შეძლოთ რეველავნტურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება, მართვა და შეფასება. ამ ბლოგში მოცემულია რამდენიმა რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ციფურლი უნარების გაძლიერებაში: 

  1. მუდმივად გაახლეთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა და მოწყობილობები: პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები ხშირ შემთხვევაში მოიცავს უსაფრთხოების პრობლემების შესწორებებსა და ახალ ფუნქციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. 

  2. გამოიყენეთ ძლიერი და განსხვავებული პაროლები: ძლიერ და უნიკალურ პაროლებს შეუძლიათ თქვენი პირადი ინფორმაციისა და ანგარიშების ჰაკერებისგან დაცვა. 

  3. ყურადღება მიაქციეთ ონალაინ უსაფრთხოებას: დაფიქრდით სანამ უცნობ ბმულს დააწკაპუნებთ ან რაიმეს ჩამოტვირთავთ უცნობი წყაროდან. ასევე ფრთხილად იყავით ფიშინგთან. 

  4. ისწავლეთ ახალი ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების გამყენება: ონალიან გაკვეთილებისა და სახელმძღვანელოების დახმარებით, მუდმივად განაახლეთ ახალი ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა. 

  5. ივარჯიშეთ ონლაინ უსაფრთხოებაზე: შეინახეთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურად, ყურადღება მიაზქციეთ თქვენს ონლაინ ქცევას და გამოიყენეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები სოციალურ მედიაში. 

  6. გამოიყენეთ ღრუბლოვანი მეხსიერება: შექმენით მნიშვნელოვანი ფაილებისა და დოკუმენტების სარეზერვო ასლები ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით, როგორიცაა Google Drive ან Dropbox, რათა მათზე ნებისმიერი ადგილიდან გქონდეთ წვდომა. 

  7. იყავით კრიტიკული იმ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც ინტერნეტში მოიპოვებთ: გაითვალისწინეთ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის წყაროების სანდოობა და იყავით კრიტიკული სოციალურ მედიაში მოძიებული ინფორმაციის მიმართ. 

  8. ისწავლეთ კლავიატურაზე არსებული მალსახმობების (Shortcut) გამოყენება: მალსახმობების გამოყენებით აუცილებლად დაზოგავთ დროს და ციფრულ ხელსაწყოებთან მუშაობას უფრო ეფექტურს გახდით. 

  9. ყურადღება მიაქციეთ ციფრულ ნაკვალევს: აუცილებლად დაფიქრდით იმაზე, რა სახის ინფორმაციას აზიარებთ ონალაინ, რადგან მას შეუძლია ხანგრძლივი გავლენა იქონიოს თქვენს რეპუტაციასა და მომავალ შესაძლებლობებზე. 

  10. განაგრძეთ სწავლა: ციფრული სამყარო მუდმივად ვითარდება, ასე რომ ჩვევად უნდა იქცეს მუდმივი სწავლა და თქვენი უნარების განახლება. 

 

გაითვალისწინეთ, რომ აქ რჩევების სრული ჩამონათვალი არ არის და შესაძლოა არსებობდეს ციფრული წიგნიერების უნარების გაუმჯობესების უამრავი ხერხი. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ციფრული წიგნიერება არ არის მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა, ციფრული უნარების მქონდე ინდივიდს უნდა ესმოდეს, თუ როგორ გამოიყენოს ტექნოლოგიები ეთიკურად და პასუხისმგებლობით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდისოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა