IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Do IT in Georgia – შენი გზა ტექნოლოგიური მომავლისკენ

13.05.2025

1163 დათვალიერება

Do IT in Georgia საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინიცირებული პროგრამაა, რომელიც უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება და ათასობით დაინტერესებულმა პირმა შეძლო გამხდარიყო IT ინდუსტრიის ნაწილი. პროგრამის მთავარი მიზანი, ქვეყანაში ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივი ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება და საქართველოს, როგორც რეგიონული IT ჰაბის პოზიციონირებაა.

პროგრამის არსი და მიზნები

Do IT in Georgia – 5000 დამწყები IT სპეციალისტის მომზადების პროგრამაა, რომელიც აერთიანებს სამ მთავარ კატეგორიას: საბაზისო უნარები, საერთაშორისო სერტიფიცირება და უნარები დასაქმებისთვის. პროფესიის დაუფლებისთვის, უნდა აირჩიო კატეგორია “საბაზისო უნარები” სადაც იპოვი კურსებს, შემდეგი მიმართულებებით:

  • პროგრამირება
  • გრაფიკული დიზაინი
  • კიბერუსაფრთხოება
  • IT მხარდაჭერა
  • IT პროექტების მართვა და სხვ.

პროგრამის მონაწილეებს საშუალება აქვთ, მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება, გაიარონ მათთვის სასურველი ტრენინგ-კურსები ავტორიზებულ სასწავლო დაწესებულებებში და შეიძინონ, შრომის ბაზარზე არსებული, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები. სწორედ ამიტომ, პროგრამის მთავარი მიზნებია:

  • ტექნოლოგიური განათლების მასობრივი ხელმისაწვდომობა
  • გენდერული და სოციალური თანასწორობის ხელშეწყობა
  • დასაქმების მაჩვენებლის ზრდა
  • მაღალანაზღაურებადი კადრების ჩამოყალიბება
  • საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად პოზიციონირება რეგიონში.

სტეპის კურსები და ბენეფიტები

Do IT in Georgia პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა საერთო მოცულობის 40%-ზე მეტი IT აკადემია STEP-ის მიერ გადამზადდა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, პროგრამას ასევე დაემატა კიდევ ორი ახალი მიმართულება – სტეპის Game Development-ის კურსი და სტეპის IT Support-ის კურსი. საერთო ჯამში, Do IT in Georgia პროგრამის ფარგლებში, სტეპში შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებზე სწავლა:

  • Front-End ვებპროგრამირება
  • Back-End პროგრამირება – C#, ASP.NET
  • Back-End პროგრამირება Python, Django
  • Adobe After Effects -PRO კურსი
  • Adobe Illustrator – PRO კურსი
  • Adobe Photoshop – PRO კურსი
  • UI/UX დიზაინი
  • Agile – IT პროექტების მართვა
  • Game Development
  • IT მხარდაჭერა – IT Support

დარეგისტრირდი მარტივად

რატომ უნდა აირჩიოთ სტეპი?

საერთაშორისო სერტიფიცირება – კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სტეპი სრულად აფინანსებს ყველას სტუდენტის საერთაშორისო საგამოცდო სერტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობას შრომით ბაზარზე.

კარიერული განვითარების მხარდაჭერა – სტეპის კურსების ფარგლებში გათვალისწინებულია კარიერული უნარების განვითარების სპეციალური მოდული, რომლის დროსაც, სტუდენტები სწავლობენ როგორ მოამზადონ ეფექტური რეზიუმე, შექმნან LinkedIn პროფილი და ვებ-პორტფოლიო, ასევე მოემზადონ ტექნიკური გასაუბრებისთვის. ამ მოდულისთვის, ცალკე დამატებულია 6 საათი (3 ლექცია), რაც უზრუნველყოფს უფრო სრულფასოვან პროფესიულ მომზადებას.

ინტერაქციული სწავლება და პრაქტიკული პროექტები – კურსის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად მუშაობენ შუალედურ, პრაქტიკულ პროექტზე, ხოლო ბოლოს ისინი ქმნიან სრულფასოვან საკურსო პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევთ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო.

სასწავლო პროცესი აგებულია ინტერაქციული მეთოდების გამოყენებით, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრაქტიკულ სამუშაოებზე, როგორც სალექციო პროცესში, ასევე საშინაო დავალებების სახით.

კურსების მოქნილი ფორმატი – სწავლება შესაძლებელია ონლაინ ფორმატით, მოქნილი გრაფიკით, რათა სასწავლო პროცესი მაქსიმალურად თავსებადი იყოს, თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან.

ასევე, IT აკადემია STEP-ში სწავლის შემთხვევაში, შენ დამატებით მიიღებ:

  • სასწავლო რესურსებს სრულად ქართულ ენაზე
  • უფასოდ მიიღებ Cloud სივრცეს
  • უფასოდ ისარგებლებ Office 365 სერვისებით
  • უფასოდ ისარგებლებ სტეპის Co-working სივრცეებით

სტეპის სპეციალური პრიზი! – საუკეთესო სამეულს გადაეცემა სტეპის 100% გრანტი და საშუალება ექნებათ, უფასოდ განაგრძონ სწავლა, მათთვის სასურველ მიმართულებებზე.

Do IT in Georgia – პროგრამაში მონაწილეობისთვის, სტეპში დაგეხმარებით რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დეტალის გარკვევაში, ასე რომ თავისუფლად იგრძენი თავი და – მოითხოვე კონსულტაცია.

დარეგისტრირდი მარტივად

ვის შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში?

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც უკვე შეუსრულდა 16 წელი. დაფინანსების მოპოვებისთვის და პროგრამაში მონაწილეობისთვის, მსურველებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  1. რეგისტრაცია ვებგვერდზე doit.gov.ge
  2. მაქსიმუმ შესაძლებელია, საკუთარ მიზნებსა და ინტერესებზე მორგებული 5 კურსის არჩევა
  3. კურსების პრიორიტეტულობის მიხედვით დალაგება, სადაც ყველაზე სასურველი კურსი მიეთითება პირველ ნომრად
  4. ტესტის ჩაბარება, რომელიც ტარდება დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანიის პლატფორმაზე
  5. რეიტინგში მოხვედრა, რის საფუძველზეც ხდება გრანტის მინიჭება

სასწავლო პროცესი და სერტიფიცირება

ყველა სასწავლო კურსი ხორციელდება დამოუკიდებელი სასწავლო დაწესებულების მიერ. შესაბამისად, კურსის, ხანგრძლივობა, ჩატარების ფორმატი – ონლაინ სწავლა თუ ფიზიკური შეხვედრები, განრიგი და ტრენერების სხვა ინფორმაცია, დაწვრილებით მითითებულია შესაბამისი კურსის აღწერილობის გვერდზე პორტალზე – doit.gov.ge.

პროგრამის მონაწილეს, თავად შეუძლია აირჩიოს სასწავლო კურსის საურველი დრო და ფორმა. ასე რომ, სწავლების პროცესი მაქსიმალურად თავსებადია პირად განრიგთან და დაინტერესებულ პირს, საშუალება აქვს კურსი გაიაროს სამსახურის პარალელურად.

სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია, ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარება. გამოცდაზე დასწრების უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია, რომ სტუდენტი დაესწროს სასწავლო ლექციების მინიმუმ 50%-ს.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა