IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

აქვს თუ არა კიბერუსაფრთხოების პროფესიას მომავლის პერსპექტივა?

256

კიბერუსაფრთხოება

13.02.2023

1227 დათვალიერება

არის თუ არა კიბერუსაფრთხოების კარიერა პერსპექტიული?!

ინტერნეტის ფართომასშტაბიანი გამოყენებიდან გამომდინარე, კიბერ დანაშაულები მატულობს. ეს მარტივად ხსნის კიბერუსაფრთოების სპეციალისტებზე მოთხოვნის ზრდას. იქამდე, სანამ ადამიანები გააგრძელებენ ინტერნეტის მოხმარებას, მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე მაღალ მაჩვენებელზე დარჩება.

 

კიბერუსაფრთხოების მომავალი დღესავით ნათელია! ცხადია, რომ კიბერშეტევების რიცხვი იზრდება და მეტად დახვეწილი ხდება. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები არიან მაღალმოთხოვნადი და შეუძლიათ იპოვონ სამსახური მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მაშინ, როდესაც სამყარო ხდება უფრო დაკავშირები, ტექნოლოგია კი გაუმჯობესებული, კიბერუსაფრთხოებზე საჭიროება მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება.

 

კიბერუსაფრთხოების პროფესიის გამოწვევები და საჭირო უნარები

ვინაიდან ინტერნეტის მოხმარება იზრდება, კიბერშეტევებიც უფრო ხშირდება. კვლევებისა და შესაბამისი სტატისტიკის მიხედვით, კიბერუსაფრთხოების სექტორზე მოთხოვნა მომავალ წლებში კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება , ვიდრე ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე 2012-2022 წწ-ში გაზრდილა. ბიზნესებს სჭირდებათ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების დიდი რაოდენობა, რადგან ისინი ფლობენ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რომლებიც ჰაკერებისთვისაა საინტერესო. შესაბამისად ეს ბიზნესები დაიქირავებენ ყველაზე მეტ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს.  

 

დღევანდელი კიბერუსაფრთხოების ბაზრის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ვაკანსიების მოთხოვნა კვალიფიციური კადრების რაოდენობას აჭარბებს. 2019 წლის იანვრის მაჩვენებლით, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დეფიციტი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე 300 ათასს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ძალიან მიმზიდველად ჟღერს მაშინ, როდესაც კიბერუსაფრთხოების პროფესიას ირჩევ, რეალობა უფრო რთულია. არსებულმა და დამწყებმა ექპერტებმა უნდა იპოვონ ბალანსი საკუთარი ცოდნის რეალიზებასა და ახალი უნარების ათვისებაში.  შესაბამისმა სერტიფიკატები და გამოცდილება IT სფეროში გაზრდის მათი დასაქმების შანსს.

 

როდესაც ინტერნეტით განსჭვალულ სამყაროში ვცხოვრობთ, თითოეულ მის მომხმარებელს გლობალური ქსელით სარგებლობის შესახებ თავის დაცვის მიზნით მინიმალური ცოდნა სჭირდება. ისწავლე კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, აღმოაჩინე წარმატების ახალი გზები 2023 წლიდან!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

პირველ რიგში, რადგან კომპანიები იყენებენ უფრო და უფრო მეტ უსაფრთხოების ავტომატიზებულ სისტემებს, ჰაკერებიც სწორედ ამ სისტემებს დაესხმებიან თავს. ვინაიდან ახალი ტექნოლოგიების გამოშვებისას, განსაკუთრებით AI-ში, პოტენციური ხარვეზები ნაკლებადაა ცნობილი, ისინი დიდი საფრთხის წინაშე დგანან. რადგანაც უფრო და უფრო მეტი კომპანია ეყრდნობა მანქანურ სწავლებას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ოპერაციების შესასრულებლად, AI სისტემები უდავოდ გახდება კიბერკრიმინალების მთავარი სამიზნე. კიბერუსაფრთხოების მომავალ სოფტვეარებსა და ადამიანებს მოუწევთ შექმნან სტრატეგიები, რომლებიც დაადგენენ და დაიცავენ AI-ის. ეს ასევე წარმოადგენს შეხსენებას, რომ ყველა ბიზნესს არ შეუძლია გადავიდეს უახლეს და საუკეთესო ტექნოლოგიაზე, რომელსაც აქვს ავტომატიზებული კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერა, და როდესაც სოფტვეარი ამოწურავს თავის შესაძლებლობებს, იგი აღარ მიიღებს უსაფრთხოების განახლებებს. დაახლოებით 100 მილიონი ინდივიდი დღემდე Windows 7-ს იყენებს. ეს სისტემებიც ასევე საჭიროებენ კიბერუსაფრთხოების პროფესიონალებს. 

 

გარდა ამისა, კომპანიამ რომც დანერგოს კიბერუსაფრთხოების ავტომატიზირება, იგი არ გამორიცხავს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის საჭიროებას. კომპანიები დაიქირავებენ ადამიანს, რომელსაც შეეძლება მართოს ავტომატიზაციის პროცესი, გაანალიზოს მონაცემები და გამოიმუშაოს ინფორმაცია. ამან შეიძლება აიძულოს უსაფრთხოების ის ექსპერტები, რომელთა სამუშაოებიც ავტომატიზაციის სისტემებმა გააქრო, გაიარონ გადამზადება, რათა შეძლონ ახალი პროგრამების მართვა და ოპერაციების ხელშეწყობა. თუ ქსელი ვირტუალურად არის თვითმართვადი ავტომატიზაციის საშუალებით, მაშინ კიბერუსაფრთხოების გადამზადებულმა სპეციალისტმა უნდა ასწავლოს ქსელს რა ეძებოს, სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს უსაფრთხოების შემთხვევებზე და ასევე თვალყური ადევნოს პროცესებს. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ყველა პოზიცია არ არის ერთი და იგივე და არ შეგიძლია მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთი სერტიფიკატით იარსებო, საჭიროა მიიღო ახალი უნარები, როგორიცაა მონაცემთა მეცნიერება და ანალიტიკა, რომლებიც გამოიყენება ალგორითმებით ქსელის უფრო ეფექტურად მართვაში. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა უნდა შეინარჩუნონ და გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობები და ყოველთვის დაამატონ ახალი უნარები თავიანთ პორტფოლიოს.   

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა