IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მასკის გეგმა Tesla-ს რეკორდული ზრდის შესახებ

1

News

16.05.2022

951 ხედი

საბაზრო ღირებულებით, ელექტრო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია “ტესლა“ ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ამერიკული კომპანიაა, მისმა ფასმა 115 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და მსოფლიოში მხოლოდ “ტოიოტას“ ჩამორჩება.

  • 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კომპანიას მილიონზე მეტი ავტომობილი აქვს გამოშვებული. წელიწადში კი 100 000-ზე მეტ ავტომობილს ყიდის!
  • ახლა ტესლას აქტივები რეკორდულ ზღვარზეა, დასაქმებული პირების ოდენობა კი 50 ათას ადამიანს აღემატება

 

“ტესლა მოტორსი“ 2003 წელს კალიფორნიაში ამერიკელმა ინჟინრებმა, მარტინ ებერაჰრდმა და მარკ ტარპენინმა დაარსეს. კომპანიას სახელი ცნობილი ამერიკელი გამომგონებლის და მეცნიერის ნიკოლა ტესლას საპატივცემულოდ დაარქვეს, რომელიც ელექტროენერგიასთან დაკავშირებული აღმოჩენებით არის ცნობილი. 

კომპანიაში მასკი დიზაინერად იყო დასაქმებული და ქმნიდა ავტომობილის საოცარი დიზაინებს, რომლის წარმოებაც კომპანიაში 2004 წლიდან დაიწყეს, პირველი მოდელის სერია “A“-ს წარმოება. 2006 წლიდან კი სერია “B“-ს. 2006 წელს კომპანიამ 40 მლნ დოლარის ინვესტიციები მიიღო “გუგლის“ და “იბეის“ დამფუძნებლებისგან. თანდათან სხვა ინვესტორებიც დებდნენ ფულს “ტესლაში“ და 2007 წელს ჯამურმა ინვესტიციებმა 105 მლნ დოლარს მიაღწია.

ხსენებულმა მოდელებმა ვერ გაამართლა, რადგან ვერ ახერხებდა ერთი დამუხტვით დიდი მანძილის გავლას. პირველი წარმატებული მოდელი 2008 წელს გამოსული “Roadster“ იყო, რომელსაც 250 მილის გავლა შეეძლო და სიმძლავრით სპორტულ ავტომობილებს უახლოვდებოდა. თუმცა, ვერ მიიღწა მთავარი მიზანი, ავტომობილს ხელმისაწვდომი ფასი ჰქონოდა. “Roadster“-ის ფასი 100 000 დოლარიდან იწყებოდა. ასევე, პრობლემა იყო დამუხტვის დრო. სპეციალური დამტენის გამოყენების გარეშე 24-48 საათი სჭირდებოდა. დღეისათვის ეს დრო 45 წუთამდე შემცირდა

ილონ მასკი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი 2008 წლის მიწურულს გახდა, “ტესლას“ ძალიან უჭირდა, კომპანია გაკოტრების პირას იყო. არაერთი ინვესტიციიის მოზიდვის შემდეგ, 2011 წელს “ტესლამ“ ახალი მოდელი “Model S“ გამოუშვა, რომლის ფასი 76 000 დოლარი იყო და მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა წინამორბედის ფასს. “Model S“ საკმაოდ წარმატებული გამოდგა, შემცირებული დამუხტვის დროით და 300 მილამდე მანძილის გავლით. ეს იყო ძლიერი მონაცემების, მაღალი კლასის ავტომობილი, მალევე “ტესლამ“ უფასო დამუხტვის წერტილები გახსნა სხვადასხვა ქალაქში
2015 წელს კომპანიამ მზის ენერგიის დანადგარების წარმოება დაიწყო ბიზნესებისთვის და ოჯახებისთვის. ასევე გამოუშცა “Model X“, რომლის ფასი 35 000 დოლარი იყო.

 

"საოცარი სანახავია “ტესლას“ ქარხნებში მანქანებს რობოტები რომ აწყობენ" ამბობს მასკი

 

მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა აჰყვეს თანამედროვე სამყაროს, შეასწავლეთ მათ  კომპიუტერული პროგრამირება

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

მასკმა არაერთხელ მიგვანიშნა მის გეგმებზე Tesla-ს „ექსტრემალურ ზომამდე“ გასაზრდელად, პოსტი Twitter-ზეც განათავსა სახელწოდებით „მასტერ გეგმა“ სადაც ჩამოთვალა Tesla-ს გრძელვადიანი გეგმები: ხელოვნური ინტელექტის როლის ზრდა და ავტომწარმოებლის შესაძლებლობების მასშტაბირება.

 

„Tesla მასშტაბირდება ექსტრემალურ ზომებამდე, ეს საჭიროა სამყაროს გადასარჩენად და საჭიროა კაცობრიობისთვის საწვავისგან თავის დასაღწევად“, - წერს მასკმა ტვიტერზე

 

შეუძლებელია ავღწეროთ, თუ როგორ გამოიყურება "ექსტრემალური ზომა" მითუმეტეს წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების ფონზე. თუმცა, მასკი წინ მიიწევს, ბერლინში მან გახსნა “ტესლას“ პირველი ქარხანა ევროპაში, სადაც გეგმავს ყოველწლიურად აწარმოოს ნახევარ მილიონზე მეტი ავტომობილი და კონკურენცია გაუწიოს Volkswagen-ს - ევროპის უმსხვილეს ავტომწარმოებელს

 

მასკი რეალურად განიხილავს შექმნას ჰოლდინგი, რათა ყველა მისი კომპანია მოაქციოს ერთ ჭერქვეშ. ავტომობილში ჩაამატოს ტვიტები, SpaceX-ში ჩაამატოს ავტომობილი და The Boring Company-ც კი!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა