IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ილონ მასკმა Twitter-ის 9.2% შეიძინა და აქციების ყველაზე დიდი მფლობელი გახდა

..

News

05.04.2022

833 დათვალიერება

Bloomberg News-ის თანახმად, ილონ მასკმა Twitter-ის აქციების 9.2% შეიძინა და ამით კომპანიის ყველაზე დიდი მეწილეც გახდა. გამოქვეყნებული ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მასკმა აქციები 14 მარტს შეისყიდა. მასკი Twitter-ის ვარსკლავია, მას პლატფორმის მასშტაბით ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს  და სულ ცოტა ხნის წინ მათმა რიცხვმა 80 მილიონს გადააჭარბა.  შესყიდვის შესახებ სიახლის გავრცელებისთანავე, საფონდო ბირჟებზე Twitter-ის აქციების ფასი 25%-ით გაიზარდა.

CNBC აღნიშნავს, რომ მასკს Twitter-ის 9.2%-ის შეძენა 2.89 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

მასკმა 25 მარტს საკუთარ ტვიტერზე გამოკითხვა ჩაატარა. ტვიტში მასკმა Twitter-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი — "სიტყვის თავისუფლება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისათვის" — დააციტირა და შემდეგ აუდიტორიას ჰკითხა თუ რამდენად იცავს ტვიტერი ამ პრინციპს.

გამოკითხვაში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 70.4% თვლის, რომ ტვიტერი ამ პრინციპებს არღვევს. მასკმა აღნიშნა, რომ ამ გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანი იქნებოდა.

Free speech is essential to a functioning democracy.

Do you believe Twitter rigorously adheres to this principle?

— Elon Musk (@elonmusk) March 25, 2022

"თუ ჩავთვლით, რომ ტვიტერი დე ფაქტო "ქალაქის ცენტრალური მოედანი", სიტყვის თავისუფლების პრინციპების დარღვევა ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტს" — დატვიტა მასკმა მომდევნო დღეს. როგორც გაირკვა, მასკმა ტვიტერის აქციები 14 მარტს შეიძინა, ანუ როცა ამ გამოკითხვას ატარებდა, პლატფორმის შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა სურდა.

მასკმა რამდენიმე ხნის წინ აღნიშნა, რომ ის აბსოლუტური სიტყვის თავისუფლების მომხრეა. ეს მან მაშინ განაცხადა, როცა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა მას Starlink-ის მეშვეობით რუსული მედია საშუალებეების დაბლოკვა სთხოვა.

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა