IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ილონ მასკმა TESLA-ს რობოტი წარადგინა, რომელიც ადამიანის დამხმარე გახდება

22.08.2021

726 დათვალიერება

ტესლას აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ამბობს, რომ მისი კომპანია მუშაობს ჰუმანოიდ რობოტების წარმოებაზე, რომლის პროტოტიპსაც 2022 წელს წარადგენს. ჰუმანოიდი რობოტი იფუნქციონირებს Tesla-ს თვითმართვადი მანქანებს პრინციპით და წარმატებით დაუკავშირდება როგორც ტესლას წარმოებულ ასევე სხვა ტექნოლოგიებს

 

 

მასკმა, რომელმაც არაერთხელ ისაუბრა მის შიშებზე სწრაფად განვითარებადი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, თქვა, რომ ‘ტესლა ბოტი’ იქნება ძალიან მეგობრული, აწყობილი ნაწილობრივ მექანიკურ დონეზე, რათა თქვენ შეძლოთ მისი ჩათიშვა და გადაპროგრამება ნებისმიერ დროს. 

 

გეგმის მიხედვით, Tesla Bot იქნება 173 სმ-ის სიმაღლისა და 55-56 კილოგრამის წონის რობოტი, მას შეეძლება სახიფათო, რუტინული და მოსაწყენი დავალებების შესრულება, ის შეითავსებს ადამიანის სიცოცხლისათვის საშის პროფესიებს. რითაც დიდ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, თქვა მასკმა და განმარტა, რომ მალე ადამიანის პირადი არჩევანი იქნება, იმუშავებს თუ არა ფიზიკურად რთულ პირობებში

 

რობოტს სახის ადგილზე ეკრანი ექნება, რომელზეც სასარგებლო ინფორმაცია გამოისახება. ანდროიდი გადაადგილებას 8 კმ/სთ სიჩქარით შეძლებს, ხოლო მის მხედველობას თვითმავალი Tesla-ს კამერები უზრუნველყოფენ.

 

არ დაკარგოთ დრო, გამოიყენეთ ის უკეთესი მომავლის შესაქმნელად

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Tesla-მ პრეზენტაციაზე თავისი ავტომატიზებული მართვის სისტემის სასწავლო ჩიპებიც წარმოადგინა. კომპანიის დირექტორმა განეშ ვენკატარამანანმა თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ სთხოვა თავის ერთ–ერთ ინჟინერს, შეექმნა ზესწრაფი შემსწავლელი კომპიუტერი, რის შემდეგაც დაიწყო Dojo-ს შემუშავება რომლის პრეზენტაციაც ასევე 2022 წელს არის დაგეგმილი

 

მასკმა კომპანიის "AI Day" ღონისძიების ბოლოს გამოაქვეყნა რობოტის ჩანახატებიც, გვიჩვენეს  სუპერ კომპიუტერული ტექნოლოგიები, რომლებზეც ის მუშაობს მიზნით, რომ ერთ დღეს სრულიად თვითმართვად ავტომობილებს წარადგენს. კომპანიას სცენაზე ასევე ჰქონდა გამოტანილი მანეკენი, რომელიც არ მუშაობდა

 

ტესლას ისტორია სავსეა ახირებული იდეებით, რომელთა უმეტესი ნაწილიც ჩაფლავდა, მაგალითად: მზის ენერგიაზე მომუშავე სუპერ დამტენების ქსელი, უფასო ინტერნეტის მომწოდებელი ხელოვნურ თანამგზავრთა კოსმოსური ქსელი და სხვა... ასე რომ, რთულია იმის პროგნოზირება თუ როდის იხილავს ‘ტესლა ბოტი’ დღის სინათლეს, ერთი რამ ფაქტია – კომპანია მუშაობს საოცარ იდეებზე რომელიც ჩვენს მომავალს შეცვლის!

 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა