IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ილონ მასკის „Starlink“ საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება!

2

News

15.07.2022

1046 დათვალიერება

2020 წლის აპრილში, ცაზე უჩვეულო ნათებების სიმეტრიული მოძრაობა რომ გამოჩნდა, ზოგმა იფიქრა, რომ ეს უცხოპლანეტელების ვიზიტი იყო დედამიწაზე, ზოგმა კი მნათობების ზებუნებრივი მწკრივი ღვთაებრივ მინიშნებად მიიღო. სინამდვილეში, ამ საოცრების შემოქმედი Starlink-ის კოსმოსური სატელიტები აღმოჩნდა!

 

 

Starlink ანუ - დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ათასობით თანამგზავრის ერთობა, რომლის მეშვეობითაც მაღალხარისხიანი, რეაქტიული სისწრაფის ინტერნეტი პლანეტის ნებისმიერ წერტილში, მივარდნილ სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში, თვითმფრინავებში და გემშიც კი ხელმისაწვდომი ხდება

 

 

 

დღეს დიდებული დღეა!

მასკის დაარსებული კომპანია “SpaceX”-ს შვილობილმა Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში, საქართველოს მასშტაბით, სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.

 

გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას „SpaceX“-ის წარმომადგენელი  სტუმრობდა, სადაც კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს  გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

 

მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა აჰყვეს თანამედროვე სამყაროს, შეასწავლეთ მათ 

კომპიუტერული პროგრამირება

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

როგორ ვისარგებლებთ Starlink-ით?

იმისათვის, რომ კოსმოსური ინტერნეტი დაიჭირო, საჭიროა 1 კილომეტრის რადიუსში პატარა სატელიტური თეფშის და როუტერის დაყენება. თანამგზავრები სატელიტურ თეფშს მიაწვდიან ინტერნეტს, სატელიტური თეფში __ როუტერს, როუტერი კი სიგნალს გაანაწილებს. Starlink-ს სპეციალური AR აპლიკაციაც კი აქვს შექმნილი, რომელიც სატელიტური თეფშის დასამონტაჟებლად სახლში საუკეთესო ადგილს მოგაძებნინებს.

 

 

 

მაღალი სიჩქარე და გამძლეობა

 

მაშინ, როცა ინტერნეტის პრობლემა მსოფლიოს ურბანულ ნაწილებში ძირითადად მოგვარებულია, სოფლების და მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს, ინტერნეტთან ჯერ ისევ შეზღუდული წვდომა აქვთ. Starlink-ის მტკიცებით, მათი ინტერნეტის სიჩქარე 100 – 150 Mbps-ს შორის მერყეობს.

 

SpaceX-მა Starlink-ის სატელიტური თეფში ისე დააპროექტა, რომ მას შეუძლია გაუძლოს ძლიერ წვიმას, თოვლსა და სასტიკ სიცივეს. თეფშის შიგნით ჩამონტაჟებულია გამათბობელი, რომელიც სატელიტის გარშემო ყინულს მარტივად ადნობს და სამეზობლოს კატებსაც იზიდავს.

 

 

 

 

მარტივი ინსტალაცია

Starlink-ის ინსტალაციას ტექნიკური სპეციალისტი, ან დამხმარე პირი არ სჭირდება და დაახლოებით 5 წუთიანი პროცესია. სატელიტი ისეთ ადგილას უნდა დამონტაჟდეს, რომ ცის ხედვის არეალი ფართო იყოს. ამისთვის კარგი არჩევანია სახლის სახურავი. აპლიკაციის დახმარებით ამ გამოწვევის სწრაფად დაძლევა სავსებით შესაძლებელია

 

Starlink უზრუნველყოფს ადამიანების საიმედო ინტერნეტით მომარაგებას. ტრადიციული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერები იყენებენ მხოლოდ რამდენიმე გეოსტაციონალურ თანამგზავრს. გეოსტაციონარული ორბიტის დიდი სიმაღლის გამო, ინტერნეტი არ არის სანდო

 

როდესაც სტიქია რაიონს ან სოფელს უტევს, სტანდარტული ინტერნეტ კავშირის აღდგენას რამდენიმე დღე სჭირდება. ბუნებრივმა კატასტროფებმა, როგორიცაა ქარიშხალი, ტორნადო, ტყის ხანძარი ან წყალდიდობა, შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ინტერნეტის კაბელი. სტიქიის შემდეგ ამ კაბელების შეკეთება ძვირი და შრომატევადი პროცესია.

 

Starlink-ის ინტერნეტი ასეთი სახის დაზიანებებისთვის მზად არის. მას შემდეგ, რაც სტიქია გადაივლის და ცა მოსუფთავდება, Starlink-ის ინტერნეტი სწრაფადვე აღდგება ყოველგვარი დამხმარე პირების ჩართულობის გარეშე.

 

 

 

Starlink-ის მომავალი ბევრ სიახლეს გვპირდება, მალე საქართველოშიც შევძლებთ კოსმოსური ინტერნეტის გამოყენებას ნებისმიერი ადგილიდან ნებისმიერ დროს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა