IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

ემოციური ინტელექტი (EQ)

2

EQ

19.02.2022

1599 დათვალიერება

ცნობილი ფაქტია, რომ მაღალი IQ-ს მქონდე ადამიანები ყველაზე ნიჭიერები არაინ და შესაბამისად, წარმატების მიღწევის მაღალი შანსი აქვთ. თუმცა, კვლევების თანახმად, მაღალი ინტელექტის (IQ) მქონე ადამიანები საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანებს მხოლოდ დროის 30%-ის განმავლობაში სჯობნიან, მაშინ როდესაც საშუალო ან უფრო დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანები სჯობიან მაღალი ინტელექტის მქონე კოლეგებს დროის 70%-ის განმავლობაში. აღნიშნულ ანომალიას ყურადღება პირველად 1995 წელს მიექცა და სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ტერმინი ემოციური ინტელექტი (EQ).

 

21-ე საუკუნის სამუშაო განზომილებაში საინტერესო რამ მოხდა: რაც უფრო მეტი ტექნოლოგიის მომსწრენი ვართ, უფრო მეტად ავტომატიზებული ხდება ჩვენი ყოველდღიურად საკეთებელი რუტინული საქმეებიც და უფრო მეტად ვხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ემოციების მართვა - ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანების უნარი: სწრაფად ადაპტირდნენ გარემოსთან, მარტივად შეეწყონ სხვებს, იყვნენ ემპათიურები და გამოხატონ მეტი თანაგრძნობა კოლეგების მიმართ, აორმაგებს მათ შანსს გახდნენ უფრო წარმატებულები.

 

EQ-ს მეშვეობით აიხსენება ის, თუ როგორ აღწევენ წარმატებას ადამიანები, რომელთაც არც დიდი გამოცდილება აქვთ და არც განათლების მაღალი საფეხურებისთვის მიუღწევიათ.  და მაინც რა არის EQ?

 

ემოციური ინტელექტის ხუთი კომპონენტი:

 

- თვითცნობიერება, თვითშეგნება

უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში. ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში. თვითცნობიერების ზრდასთან ერთად ადამიანთა კმაყოფილების შეგრძნება, ანუ უნარი მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, იზრდება.

 

- საკუთარი თავის მართვა, თვითრეგულაცია

განვითარებული ემოციური ინტელექტი ნიშნავს სასიამოვნო და პოზიტიური ადამიანი, მართო საკუთარი ქმედებები. შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება დიდი მიზნების მისაღწევად.

 

- მოტივაცია

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ასევე უფრო მოტივირებულები არიან, რაც მათ მეტად სასურველ პარტნიორებად აქცევს.

 

- ემპათია

ემპათიურ და თანაგრძნობის მქონე ადამიანებს უფრო უადვილდებათ სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება. მონოლოგის ნაცვლად ჩუმი გულისხმიერება დაკვირვება, გვეხმარება დავინახოთ ჭეშმარიტი მდგომარეობა, რაშიც ჩვენი გარშემომყოფები არიან. 

 

- სოციალური უნარები

ემოციურად ჭკვიანი ადამიანების სოციალური უნარები იმის მაჩვენებელია რომ ამ ადამიანები პატივს სცემენ და კარგად ეწყობიან სხვებს. ეს უნარი ასევე მნიშვნელოვანი კონფლიქტების გადასაწყვეტად და საკუთარ პოზიციაში სხვების დასარწმუნებლად

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

ემოციურ ინტელექტს ზოგჯერ EI-ს (ემოციურ ინტელექტს) და ზოგჯერ EQ -ს (ემოციურ მაჩვენებელს) უწოდებენ, სააზროვნოდ და მსჯელობის გასაუმჯობესებლად ემოციების გამოყენებას ჰგავს. ვისაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, უფრო კარგად შეუძლიათ ემოციების მართვა და ამავდროულად, საკუთარი ემოციების თავისივე აზროვნების ხელშესაწყობად და სხვების ემოციების გასაგებად გამოყენების უნარი აქვთ.

 

ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა. ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ჩვენს მიღწევებზე. EQ სრულიად განსახვავდება IQ-სგან და მათ საერთო არაფერი აქვთ. ადამიანის IQ მისი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, მაშინ როდესაც EQ-ს განვითარება და გაუმჯობესება შესაძლებელია.

 

დავუბრუნდეთ ისევ წარმატებას, რამდენად ახდენს ემოციური ინტელექტი გავლენას წარმატების მიღწევაზე? კვლევების თანახმად, თითქმის ყველა საქმიანობაში მიღწეული დონის 88% ემოციიური ინტელექტით აიხსნება. მენეჯერების 90% მაღალ EQ-ს მატარებელია, მაშინ როდესაც დაბალი რანგის თანამშრომელთა შორის, მხოლოდ 14% ფლობს მაღალ EQ-ს. სწორედ ემოციური ინტელექტი განსაზღვრავს კრიტიკულ აზროვნებას, ის გავლენას ახდენს ადამიანის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე და მის თითოეულ ქცევაზე.  

 

ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა

21-ე საუკუნეში, ემოციების არსებობა სამსახურში დასაშვებია, ძლიერმა მენეჯერებმა იციან თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია კომპანიაში თქვენს სწორ და პოზიტიურ ემოციებს. პოზიტივს ახლა უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმდენად რამდენადაც შეიცვალა სამუშაო გარემო. ახლა ჩვენ მიუხედავად იზოლაციისა ვმუშაობთ დიდ გუნდებში, აუცილებელია გვქონდეს განვითარებული სოციალური ცნობიერება ჩვენს სწრაფად ცვალებად ეპოქაში.

 

უფრო მეტიც, ლიდერებს რომლებსაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვთ, უფრო ბედნიერი თანამშრომლები ჰყავთ, რომლებიც უფრო მეტს მუშაობენ, რაც ხარჯებს ამცირებს და მოგებას ზრდის

 

მაღალი IQ არის მოცემულობა რომელსაც დაბადებისას ვიღებთ, მაშინ როდესაც ემოციური ინტელექტი არის ის რაზეც მუშაობა და განვითარება შეგვიძლია. დიდწილად ჩვენი ემოციური ინტელექტი ბავშვობაში ვითარდება, ჩვენი გაზრდის შესაბამისად, თუმცა, ემოციურად უფრო დასაჭკვიანებლად ზომების მიღება ზრდასრულობაშიც შეგვიძლია.

 

  • გიაზრეთ თქვენი ემოციები. სწორედ აქ იწყება თვითშემეცნება. ემოციური ინტელექტის გასაზრდელად იფიქრეთ თქვენს ემოციებზე, გაანალიზეთ როგორ რეაგირებთ ნეგატიურ სიტუაციებზე,როდესაც საკუთარი ემოციებსა და ტიპურ რეაქციებზე მეტი გეცოდინებათ, მათ კონტროლს შეძლებთ.
  • მოისმინეთ თუ რას ფიქრობენ სხვები. ხშირად ის რასაც ჩვენ რეალობად აღვიქვათ ძალიან განსხვავდება იმისგან თუ რას ხედავენ სხვები ჩვენს გარშემო. შეეცადეთ გაიგოთ თუ რას ფიქრობენ ადამიანები თქვენს რეაქციაზე ემოციურად დატვირთულ სიტუაციებზე.
  • შეისწავლეთ რაიმე ახალი: კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და სხვა...
  • წამიერად შეჩერდით. გაჩერდით და დაფიქრდით სანამ რამეს იტყოდეთ. რთული გასაკეთებელია, თუმცა, იმუშავეთ ამაზე და ცოტა მოგვიანებით ეს მიდგომა ჩვევად იქცევა.
  •  გახდით მეტად ემპათიური და დასვით კითხვა - „რატომ?“. შეეცადეთ გაიგოთ თუ რით შეიძლება იყოს გამოწვეული გარკვეული ადამიანის გრძნობა ან უარყოფითი ემოცია

 

მაღალი ემოციური ინტელექტი არ მიიღწევა ერთ ღამეში, თუმცა ეს მოცემულობა ნამდვილად დადგება ძალისხმევის, მოთმინების და ძალიან ბევრი ვარჯიშის შედეგად.

 

ბლოგში მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიეცით საკუთარ თავს ახალი ამოცანა და გამოიყენეთ შესაძლებლობები, რომლებსაც 2022 წელი მოგცემთ!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა