IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ემპათია, როგორც მთავარი ლიდერული უნარი

ზრდასრულთათვის

14.04.2026

223 დათვალიერება

დღეს ლიდერობა აღარ განისაზღვრება მხოლოდ გადაწყვეტილებების სისწორითა და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით. თანამედროვე სამუშაო გარემოში, სადაც ადამიანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ლიდერებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ ემპათია მათი გუნდის წევრების მიმართ, რათა ადამიანები დაონახონ არა მხოლოდ მათი საქმიანობის კონტექსტში, არამედ პიროვნულად.

ფსიქოლოგიურად, ეს გახლავთ უნარი, გარდაქმნა სხვისი ემოციური გამოცდილება შენი პირადი აღქმის საგნად და შედიხარ თანაგანცდაში. ლიდერს ეს უნაარი ეხმარება თანამშერომელი მისი საქმის მიღმა დაინახოს და იმის პარალელურად, თუ რა ეტაპზეა ესა თუ ის საქმე, კითხულობს "როგორ ხართ“,“ რაიმე ხომ არ გჭირდებათ?", რაც არსებითად ცვლის გუნდის დინამიკასა და მარტივად აიდენტიფიცირებს გუნდის  საჭიროებებს.

თანამშრომლისთვის ემპათიური ლიდერი მხოლოდ ავტორიტეტი კი არა, მხარდამჭერიც არის. როცა გუნდის წევრს ესმის, რომ მის ემოციურ კეთილდღეობას ყურადღება ექცევა, ის უფრო მეტ თავდაჯერებულობას განიცდის და თამამად ამჟღავნებს საკუთარ იდეებს – განსჯის შიშის გარეშე. ამგვარად, ემპათია არა მხოლოდ ადამიანურ დამოკიდებულებას გამოხატავს, არამედ ქმნის ნიადაგს ინოვაციური და აქტიური გუნდური კულტურისთვის.

გაწევრიანდი

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ემპათია არ ნიშნავს მხოლოდ დათმობასა და მუდმივ თანაგრძნობას. ემპათიური ლიდერი უფრო ეფექტურად იღებს გადაწყვეტილებებს, რადგან ის ხედავს სცენარის ფართო სურათსა და იცის რა გავლენა ექნება გადაწყვეტილებას მთლიან გუნდზე. ემპათია, ასევე, კარგია იმ თვალსაზრისითაც, რომ ლიდერს ეხმარება, სწორად მართოს გუნდის დინამიკა და ურთიერთობები.

 

ემპათია დღეს ლიდერის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპეტენციაა. ლიდერი, რომელსაც ეს უნარი განვითარებული აქვს, ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლობა, ნდობა და ურთიერთპატივისცემა გარდაიქმნება საერთო წარმატების საწინდარად. ეს კი სწორედ ის საფუძველია, რაზეც ძლიერი ორგანიზაცია დგას ბაზარზე ხანგრძლივი ვადით.

 

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

 

ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51

ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა