IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Facebook მომხმარებელთა ლოკაციის ტრეკინგთან დაკავშიებულ გარკვეულ ფუნქციებზე უარს ამბობს

სს

News

ტექნოლოგიები

10.05.2022

886 დათვალიერება

Facebook დიდი ძმასავითაა, ის ჩვენ ყოველთვის გვიყურებს, იცის სად ვართ, იცის ვინ არიან ჩვენს გვერდით, ასევე იცი რა ამინდია ჩვენს ლოკაციაზე. ამ ყველაფრის ტრეკინგს ფეისბუქი ფონურ რეჟიმშიც ახერხებდა. 9to5Mac-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook რამდენიმე ტრეკინგ ფუნქციაზე უარს იტყვის, კონკრეტულად კი გაუქმდება — Nearby Friends, ამინდის შეტყობინებები, ლოკაციის ისტორია და კომპანია ფარულ რეჟიმში ჩვენს თვალთვალსაც შეწყვეტს.

Facebook დიდი ძმასავითაა, ის ჩვენ ყოველთვის გვიყურებს, იცის სად ვართ, იცის ვინ არიან ჩვენს გვერდით, ასევე იცი რა ამინდია ჩვენს ლოკაციაზე. ამ ყველაფრის ტრეკინგს ფეისბუქი ფონურ რეჟიმშიც ახერხებდა. 9to5Mac-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook რამდენიმე ტრეკინგ ფუნქციაზე უარს იტყვის, კონკრეტულად კი გაუქმდება — Nearby Friends, ამინდის შეტყობინებები, ლოკაციის ისტორია და კომპანია ფარულ რეჟიმში ჩვენს თვალთვალსაც შეწყვეტს.

Facebook-ის თქმით, ცვლილებები ძალაში 31 მაისიდან შევა, ხოლო ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი დატა 1 აგვისტოს წაიშლება.  9to5Mac-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია The Verge-ს Facebook-ის მფლობელმა კომპანიამ, Meta-მ დაუდასტურა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვზღუდავთ ლოკაციის ტრეკინგის ზოგ ფუნქციას, მომხმარებლებს მაინც ექნება საშუალება გამოიყენოს ის და თვითონ გადაწყვიტოს როგორ იქნება ინფორმაცია გამოყენებული" — განაცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა Emil Vazquez-მა. 

მიუხედავად განახლებებისა, Facebook ლოკაციის ტრეკინგს სრულად არ შეწყვეტს, ამის მაგივრად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი "განაგრძობენ ლოკაციებთან დაკავშირებული დატას შეგროვებას სხვა დანიშნულებისთვის". რა იგულისხმება სხვა დანიშნულებაში უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ რელევანტური რეკლამებისა და ე.წ. ჩექინებისთვის ლოკაციის დატა აუცილებელი იქნება.  ჩვენი ლოკაციის ისტორიის ნახვა, გადმოწერა ან წაშლა Settings-ებში შესვლითა და Privacy განყოფილებაში გადასვლით იქნება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში ფეისბუქი 1 აგვისტოს ამ ინფორმაციას ავტომატურად წაშლის.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა