IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

FACEBOOK-ის რებრენდინგი სახელის შეცვლით დაიწყება!

22.10.2021

715 დათვალიერება

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მომდევნო კვირას, Facebook საკუთარი სახელის შეცვლას აპირებს, ამ ცვლილების შესახებ განცხადება მარკ ზაქერბერგმა 28 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაზე უნდა გააკეთოს - რებრენდინგის არსი იმაში მდგომარეობს, რომ Facebook-ს აღარ სურს მხოლოდ სოციალური ქსელების ოჯახად პოზიციონირება და განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. 

 

მოგეხსენებათ, Facebook, Instagram, Whatsapp, Oculus და კიდევ არაერთი პლატფორმა, ერთი ქოლგის ქვეშაა გაერთიანებული და სულ მალე, ამ კონგლომერატს ახალი სახელით გავიცნობთ.

 

დღესდღეობით, მხოლოდ Facebook 10 000+ მეტ თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული აქსესუარებისა და მოწყობილობების შექმნით არიან დაკავებული, მაგალითად - AR სათვალეების. ზაქერბერგი მიიჩნევს, რომ ასეთი დამატებითი გაჯეტები, სულ მალე ისეთივე საყოველთაო გახდება, როგორც ახლა სმარტფონებია. აღსანიშნავია, რომ FB უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობს მომავლის ტექნოლოგიებზე. რებრენდინგის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ ადამიანების აღქმაში ეს კომპანია, არა მხოლოდ სოციალურ ქსელებთან, არამედ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიღწევებთანაც ასოცირდებოდეს.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

კრიტიკოსების აზრით, რებრენდინგით FB-ს ბოლო დროს აგორებული ნეგატივის ტალღისგან სურს გამიჯვნა, რაც ფრენსის ჰაუგენის მხილებას, კონგრესის გახმაურებულ პროცესსა და საზოგადოების მხრიდან ნდობის კლებას უკავშირდება.

 

Facebook-ის ახალი სახელი მკაცრად გასაიდუმლოებულია და ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის მაღალი რგოლის ხელმძღვანელობაც კი არ ფლობს. არის ვერსია, რომ ეს შესაძლოა იყოს - Horizon, VR პროგრამული უზრუნველყოფის საპატივსაცემოდ, რაზეც კომპანია უკვე წლებია მუშაობს. საინტერესოა, რომ FB არ იქნება პირველი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც ზრდასთან ერთად სახელი შეიცვალა. 2015 წელს, Google რეორგანიზაციის შედეგად ჰოლდინგ Alphabet-ად ჩამოყალიბდა. ნაწილობრივ, ეს ნაბიჯი იმითაც იყო განპირობებული, რომ Google უკვე არამხოლოდ საძიებო სისტემა, არამედ კონგლომერატია, რომელიც უპილოტო ავტომობილებს და სამედიცინო ტექნოლოგიებს აწარმოებს. Snapchat, 2016 წელს - Snap inc.-ად გადაკეთდა და იმავე წელს, საკუთარი პირველი კამერა-სათვალე - Spectacles გამოუშვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს Facebook განსაკუთრებით აქტიურად ავითარებს „მეტასამყაროს“ იდეას, ამ კონცეფციამ ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა ფართო აღიარება საზოგადოებაში. ამგვარად, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ნერგავს პრინციპულად ახალ ცხოვრების სტილს, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია ყველასთვის. FB-ს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება მოუწევს იმისათვის, რომ დაარწმუნოს საკუთარი მომხმარებლები, რა სიკეთეების მომტანია „ვირტუალურ სამყაროში გადასახლება“

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა