IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

FACEBOOK-ის რებრენდინგი სახელის შეცვლით დაიწყება!

22.10.2021

680 დათვალიერება

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მომდევნო კვირას, Facebook საკუთარი სახელის შეცვლას აპირებს, ამ ცვლილების შესახებ განცხადება მარკ ზაქერბერგმა 28 ოქტომბერს დაგეგმილ კონფერენციაზე უნდა გააკეთოს - რებრენდინგის არსი იმაში მდგომარეობს, რომ Facebook-ს აღარ სურს მხოლოდ სოციალური ქსელების ოჯახად პოზიციონირება და განვითარების ახალ საფეხურზე გადადის. 

 

მოგეხსენებათ, Facebook, Instagram, Whatsapp, Oculus და კიდევ არაერთი პლატფორმა, ერთი ქოლგის ქვეშაა გაერთიანებული და სულ მალე, ამ კონგლომერატს ახალი სახელით გავიცნობთ.

 

დღესდღეობით, მხოლოდ Facebook 10 000+ მეტ თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული აქსესუარებისა და მოწყობილობების შექმნით არიან დაკავებული, მაგალითად - AR სათვალეების. ზაქერბერგი მიიჩნევს, რომ ასეთი დამატებითი გაჯეტები, სულ მალე ისეთივე საყოველთაო გახდება, როგორც ახლა სმარტფონებია. აღსანიშნავია, რომ FB უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობს მომავლის ტექნოლოგიებზე. რებრენდინგის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისაა, რომ ადამიანების აღქმაში ეს კომპანია, არა მხოლოდ სოციალურ ქსელებთან, არამედ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიღწევებთანაც ასოცირდებოდეს.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

კრიტიკოსების აზრით, რებრენდინგით FB-ს ბოლო დროს აგორებული ნეგატივის ტალღისგან სურს გამიჯვნა, რაც ფრენსის ჰაუგენის მხილებას, კონგრესის გახმაურებულ პროცესსა და საზოგადოების მხრიდან ნდობის კლებას უკავშირდება.

 

Facebook-ის ახალი სახელი მკაცრად გასაიდუმლოებულია და ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის მაღალი რგოლის ხელმძღვანელობაც კი არ ფლობს. არის ვერსია, რომ ეს შესაძლოა იყოს - Horizon, VR პროგრამული უზრუნველყოფის საპატივსაცემოდ, რაზეც კომპანია უკვე წლებია მუშაობს. საინტერესოა, რომ FB არ იქნება პირველი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც ზრდასთან ერთად სახელი შეიცვალა. 2015 წელს, Google რეორგანიზაციის შედეგად ჰოლდინგ Alphabet-ად ჩამოყალიბდა. ნაწილობრივ, ეს ნაბიჯი იმითაც იყო განპირობებული, რომ Google უკვე არამხოლოდ საძიებო სისტემა, არამედ კონგლომერატია, რომელიც უპილოტო ავტომობილებს და სამედიცინო ტექნოლოგიებს აწარმოებს. Snapchat, 2016 წელს - Snap inc.-ად გადაკეთდა და იმავე წელს, საკუთარი პირველი კამერა-სათვალე - Spectacles გამოუშვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს Facebook განსაკუთრებით აქტიურად ავითარებს „მეტასამყაროს“ იდეას, ამ კონცეფციამ ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა ფართო აღიარება საზოგადოებაში. ამგვარად, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ნერგავს პრინციპულად ახალ ცხოვრების სტილს, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია ყველასთვის. FB-ს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელება მოუწევს იმისათვის, რომ დაარწმუნოს საკუთარი მომხმარებლები, რა სიკეთეების მომტანია „ვირტუალურ სამყაროში გადასახლება“

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ცხოვრება ეროვნული გამოცდების მიღმა რატომ არ ნიშნავს ჩაჭრა დამარცხებას

ეროვნული გამოცდები არ არის შენი პოტენციალის საბოლოო განმსაზღვრელი, ეს არის შესაძლებლობა, გადააფასო მიზნები და აირჩიო განათლების ისეთი ალტერნატიული გზები, რომლებიც რეალურ პრაქტიკულ უნარებსა და კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული.

მითები ეროვნული გამოცდების შესახებ და რეალური პერსპექტივები ეროვნული გამოცდები ხშირად საზოგადოებაში აღიქმება როგორც ცხოვრების "გამარჯვებულთა" და "დამარცხებულთა" გამყოფი ხაზი. ამ მოლოდინების წნეხი აბიტურიენტებზე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ტვირთს ქმნის. თუმცა, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ გამოცდა მხოლოდ ცოდნის შეფასების ერთი კონკრეტული მეთოდია, რომელიც ვერ ასახავს ადამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

AI არ წაგართმევს სამსახურს მას წაგართმევს ადამიანი, რომელიც AI-ს იყენებს

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს არ ართმევს - კონკურენტულ უპირატესობას ის ადამიანები იძენენ, ვინც AI-ს ეფექტურად იყენებს. გაიგე, რატომ გახდა AI თანამედროვე პროფესიონალისთვის აუცილებელი უნარი და როგორ მოემზადო მომავლის სამუშაო ბაზრისთვის.

პრობლემა AI არ არის - პრობლემა მისი არგამოყენებაა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა ინდუსტრიაში შევიდა. დღეს AI-ს იყენებენ მარკეტინგში, პროგრამირებაში, დიზაინში, ფინანსებში, განათლებაში, მედიცინაში და კიდევ უამრავ სფეროში. სწორედ ამიტომ გაჩნდა შიში, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს სამუშაო ადგილებს წაართმევს. თუმცა რეალობა გაცილებით გ

ШАГ логотип

5 სრულიად ახალი პროფესია, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო 2 წელიწადში გააჩინა

ხელოვნურმა ინტელექტმა ბოლო ორ წელიწადში სრულიად ახალი პროფესიები შექმნა. გაიგე, რომელი 5 მიმართულებაა დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი და რატომ ხდება AI-ის პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე კარიერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა

ხელოვნურმა ინტელექტმა მხოლოდ არსებული პროფესიები არ შეცვალა, მან სრულიად ახალი სამუშაო მიმართულებებიც შექმნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიებმა დაიწყეს ისეთი სპეციალისტების ძებნა, რომელთა საჭიროებაც მანამდე თითქმის არ არსებობდა. დღეს AI უკვე გამოიყენება მარკეტინგში, განათლებაში, ფინანსებში, კიბერუსაფრთხოებაში, დიზაინში და ბიზნესის ყოველდღიურ პროცესებში. სწორე

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რობოტი თუ ასისტენტი? როგორ ვაქციოთ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს პირად დამხმარედ

ხელოვნური ინტელექტი უკვე ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ჩატბოტი. გაიგე, რა განსხვავებაა AI რობოტსა და AI ასისტენტს შორის, როგორ შეუძლია ყოველდღიური სამუშაოს გამარტივება და რატომ ხდება AI-ს ეფექტურად გამოყენება თანამედროვე პროფესიონალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი.

ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია კიდევ რამდენიმე წლის წინ ხელოვნური ინტელექტი ბევრისთვის მხოლოდ საინტერესო ტექნოლოგია იყო. ადამიანები მას ძირითადად კითხვებზე პასუხების მისაღებად ან ტექსტების დასაწერად იყენებდნენ. დღეს კი AI ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჩატბოტი. მას შეუძლია ინფორმაციის ანალიზი, დოკუმენტების შეჯამება, იდეების გენერირება, მონაცემე

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა