IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Facebook-ს მალე NFT-ები დაემატება

4

News

04.07.2022

756 დათვალიერება

ინსტაგრამზე NFT-ის მხარდაჭერის დებიუტის შემდეგ, Meta-მ ციფრული კოლექციების მხარდაჭერა Facebook-ზეც დაამატა. Meta-ს სპიკერმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო NFT-ების Facebook-ზე ჩაშვება, რომელიც შეერთებულ შტატებში კრეატორების ფოკუს-ჯგუფს საშუალებას აძლევს გამოაქვეყნონ ციფრული კოლექციები Facebook-ზე. მოცემული ფუნქციით,  კრეატორებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ პროფილზე, ახალი ჩანართის ქვეშ NFT-ები წარმოადგინონ, ხოლო თვითონ ნამუშევარს “digital collectibles” ნიშანი ექნება მინიჭებული - Instagram-ის მსგავსად

 

მარკ ზაკერბერგმა განაცხადა რომ კომპანია NFT-ბის სრულმაშტაბიან ჩაშენებას იწყებს. თუმცა, სპიკერმა თქვა, რომ წლის ბოლომდე გაზიარების ფუნქცია ორივე პლატფორმაზე არ იქნება ხელმისაწვდომი, სიახლეები მზადების პროცესშია და 2023-მდე გამოგვიჩნდება

 

Meta-ს პროდუქტ მენეჯერმა გამოაქვეყნა სქრინები ციფრული კოლექციების მხარდაჭერის შესახებ. ფოტოების მიხედვით, შესაძლებელია NFT-ების თაიმლაინზე განთავსება და მათზე დაწკაპუნებით ციფრული კოლექციების შესახებ დეტალების გაგება, როგორიცაა ინფორმაცია შემქმნელის შესახებ - ჩვენ ვიწყებთ NFT-ების Facebook-ზე ჩაშვებას! მოხარული ვარ, რომ ჩემი სამუშაო გავუზიარო მთელს მსოფლიოს!

 

 

გასულ კვირას Meta-მ ნფტ ტესტირების პროცესი უფრო მასშტაბური გახადა Instagram-ზე, რათა მთელ მსოფლიოში უფრო მეტ კრეატორს მისცეს შესაძლებლობა, თავისი ნფტ-ები Instagram-ზე განათავსოს

მოგეხსენებათ, ინსტაგრამზე, Ethereum-ისა და Polygon-ის ქსელზე განთავსებული NFT-ები მხარდაჭერილია, მუშაობის პროცესშია Solana-სა და Flow-ის მხარდაჭერა. Meta-ს არ უთქვამს, ვიხილავთ თუ არა იგივე ბლოკჩეინების მხარდაჭერას Facebook-ზე, მაგრამ სავარაუდოა, რომ ასე იქნება.

 

 

ზაკერბერგმა ასევე დაანონსა, რომ Meta აპირებს, გაძლიერებული რეალობის NFT-ებსა ან 3D NFT-ებზე დაიწყოს მუშაობა, რომლებიც შეგიძლიათ Instagram Stories-ში გადაიტანოთ Spark AR-ის გამოყენებით (პროგრამული უზრუნველყოფის AR პლატფორმა).

 

მეტაში განაცხადეს, რომ ციფრული კოლექციების გამოქვეყნება იქნება სრულიად უფასო. კომპანიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მოცემული კოლეციების რეკლამებად განთავსების შესაძლებლობა მოცემულ ეტაპზე არ იარსებებს.

 

  • NFT-ის მხარდაჭერის კვალდაკვალ, მეტა საკუთარ პლატფორმებში მომხმარებელთა ასაკის დასადასტურებლად ახალ მეთოდებსაც ცდის, რომლის საშუალებითაც სოციალური მედიაში, ამა თუ იმ პლატფორმის მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაცია გამარტივდება. კერძოდ, პირებმა, რომელთაც სურთ დაამტკიცონ, რომ 18 წლის ან მეტის არიან, კომპანიას უნდა მიაწოდონ ვიდეოსელფი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ზრდასრული მეგობრებისგან მიღებული დასტური.
  • ასევე,  ცვლილებები შედის Facebook-ისა და Instagram-ის სენსიტიური მასალების გაფილტვრის ფუნქციაშიც – თითქმის ერთი წლის წინ, Instagram-მა წარადგინა ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს Explore გვერდზე ზოგიერთი ტიპის სენსიტიური მასალის გაფილტვრის შესაძლებლობას აძლევდა. ახლა კი, მეტა აღნიშნულ პარამეტრს ყველა აპლიკაციის მასშტაბით გააფართოებს

               

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა