IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ფუტურისტული სივრცე ვეგასში - მომავალი უკვე აქ არის!

9999

Techfacts

22.07.2023

689 დათვალიერება

MSG Sphere - $2.3-მილიარდიანი პროექტია ლას-ვეგასში, ეს მრგვალი და ულტრა თანამედროვე შენობა ქალაქის ჰორიზონტზე უზარმაზარი კოსმოსური ხომალდივით გამოიყურება, შავი და იდუმალი. ღამით კი კოსმოსში მოელვარე დედამიწას ემსგავსება.  ცნობილია, რომ წლის ბოლომდე აქ პირველ კონცერტს U2 ჩაატარებს, ბილეთების გაყიდვა დაწყებულია მოლოდინი უფრო და უფრო იზრდება. 

 

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი სფერული შენობის სიმაღლე 366 სიგანე კი 516 ფუტია. მის თეატრში განთავსებულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეზოლუციის LED ეკრანი. ექსტერიერი კი მოჭედილია 1.2 მილიონი მცირე ზომის LED განათებებით, რომლებიც დაპროგრამებულია ისე, რომ შექმნას დინამიური გამოსახულება უზარმაზარ მასშტაბში, სფერო პირველად 4 ივლისს აინთო ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. 

ლას ვეგასში ბელაჯიოს მოცეკვავე ფანტანებს, ეიფელის კოშკის შემცირებულ რეპლიკას, დასავლეთ ჰემისფეროში რიგით მეორე უმაღლეს ობსერვატორიას ახლა დაემატა სინათლის სხივი, რომელიც ასობით კილომეტრშიც ჩანს. 

სფერო ყველა მნახველში აღფრთოვანებას აღძრავს: „არ არსებობს მისი მსგავსი სხვა რამ. იგი სინათლის სიჩქარით უსწრებს ყველაფერს, რაც აქამდე შექმნილა“, ამბობს U2-ს The Edge.

„საოცრად განსაცვიფრებელია ზევით ახედვა და იმის დანახვა, თუ რა დგას შენ წინ,“ - ამბობს რიჩ კლეფი, სფეროს ოპერაციების მთავარი ოფიცერი. „თითქმის 40 წელია რაც ამ ბიზნესში ვარ. მსგავსი არაფერი მინახავს და სიტყვას არ ვაჭარბებ. იგი შეუდარებელია“.

სფეროს ექსტერიერი განათებული იქნება ყოველდღე და ღამე სხვადასხვა ანიმაციებითა და გამოსახულებებით, რომლებიც ხანდახან სეზონთანაც იქნება დაკავშირებული. მაგ., იგი შეიძლება გადაიქცეს უზარმაზარ გოგრად ჰელოუინზე, ხოლო ახალ წელს თოვლის გუნდად. 

ზოგიერთი ადამიანი უკვე ხუმრობს, რომ მისი უზარმაზარი და მოძრავი ვიზუალები ავტო-კატასტროფების მიზეზი გახდება. 

 

საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერიერის დიზაინერის დაქირავება, როგორც კომერციულ, ასევე ინდივიდუალურ პროექტებზე, დაიწყე პროფესიის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

ვენიუ უმასპინძლებს მუსიკალურ, კინო და სპორტულ ღონისძიებებს. 

სფერო დააპროექტა Populous-მა, საერთაშორისო არქიტექტურულმა კომპანიამ, რომელიც მსოფლიოს უამრავი სპორტული არენის ავტორია. აშენების ხარჯებმა, რომელზეც პანდემიამაც იქონია გავლენა 2.3 მილიარდ დოლარს მიაღწია - უფრო მეტი, ვიდრე მისი მეზობელი Bellagio-სა და Allegiant Stadium-ის აშენება დაჯდა. 

„გლობუსი“ იტევს დაახლოებით 18 ათას ადამიანს. მდებარეობს Las Vegas Strip-ის აღმოსავლეთ ნაწილში და დაკავშირებული იქნება საფეხმავლო ბილიკით ვენეციურ საკურორტო კომპლექსთან. 

 

მისი გახსნა დაგეგმილია „U2:UV Achtung Baby Live at Sphere“-ის სერიებით, რომელიც მოიცავს 25 კონცერტს ირლანდიური ბენდის 1991 წლის ალბომის მიხედვით. კონცერტები დასრულდება დეკემბრის ბოლო დღეს. ბილეთების ფასი 140 დოლარიდან იწყება. 

ვენიუ ასევე უმასპინძლებს დერენ არონოფსკის ფილმს „Postcard from Earth”-ს, რომელიც მნახველებს შესთავაზებს პლანეტის გასაოცარ ტურს. 

„უმეტესობა მუსიკალური ვენიუებისა არის სპორტული არენები. ისინი აშენდა სპორტისთვის და არა მუსიკისთვის, არა ხელოვნებისთვის,“ ამბობს U2-ს Bono. 

„შენობა აიგო პერფორმანსებისა და ფილმების ნახვის შეუდარებელი გამოცდილების მისაღებად... აქ რომ მოხვალ, ჰოკეის თამაშს ვერ უნდა უყურო.“

ნოემბერში ფორმულა 1-ის ლას-ვეგასის გრან-პრის ქუჩის წრე გაივლის Sphere-ის ტერიტორიას. არენა საბოლოოდ იმედოვნებს, რომ უმასპინძლებს კრივს, შერეულ ორთაბრძოლებსა და სხვა ღონისძიებებსაც.

მაგრამ სფეროს მთავარი დანიშნულება უნდა იყოს ცოცხალი მუსიკა.

სცენაზე გამომსვლელები 16 ათასიანი LED ეკრანის გამო შეიძლება ჯუჯებივით გამოჩნდნენ, რადგან იგი აუდიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებს. სწორედ ამიტომ ეკრანს შეუძლია შექმნას გაძლიერებული გამოცდილება „trippy” ანიმაციებისა და შემსრულებლების ახლო კადრების საშუალებით. 

„ეკრანი იწყება მიწიდან და აღწევს 250 ფუტს“... ამბობს კლეფი, სფერო ოპერაციების ოფიცერი. „ის სრულყოფილად ინარჩუნებს შენს ყურადღებას, როცა მის „თასში“ ხარ ჩაძირული. მე ძალიან მიყვარდა ნიუ იორკის IMAX, მაგრამ სფერო მას გაანადგურეს.“

სფეროს მწარმოებლები გვპირდებიან უახლესი დონის აუდიოსაც. კლეფი ამბობს, რომ სფეროს ირგვლივ გაშლილი 160 ათასზე მეტი დინამიკი ერთსა და იმავე ხმას მიაწვდის ყველა ადგილს, იქნება ეს ვინმე ზედა რიგში თუ სცენასთან. 

შენობა ასევე აღჭურვილია ჰაპტიკური სავარძლებით, რომლებსაც შეუძლიათ შეუსაბამონ სავარძლის ვიბრაცია ეკრანის გამოსახულებას, - მაგალითად, მიწისძვრა. სფეროში ასევე განთავსებულია 4D მანქანები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ქარის, ტემპერატურისა და სურნელოვანი ეფექტები.

„მე ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ამ ადგილს ვუხასიათებ, როგორც მომავლის გასართობ ადგილს“, ამბობს კლეფი. 

თუ ეს ყველაფერი ზედმეტად კარგად ჟღერს - ეს ვეგასია. 

ჯერ კიდევ სანახავია, შეძლებს თუ არა სფერო აასრულოს მისი ექტრავაგანტული დაპირებები. მაგრამ თუ იმუშავებს, ლაივ მუსიკის გამოცდილება აღარასდროს იქნება იგივე. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა