IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

თამაშები აპლიკაციის პატარა დეველოპერებისთვის

2

მშობლებისთვის

პროგრამირება

16.07.2022

1268 დათვალიერება

  ჩვენს თანამედროვეობაში, ახალგაზრდების ყურადღებას იპყრობს მექანიკური სათამაშოებისა და ვიდეო თამაშების მზარდი რაოდენობა. გასაკვირი არ არის, ბავშვები დაინტერესებული არიან ამ ტექნოლოგიური განვითარებით. მათ უჩნდებათ ინტერესი, რა შეიძლება გააკეთონ იმისათვის, რომ მსგავსი  ნამუშევრების შექმნა დაიწყონ. ამ ყოველივეს ხშირად, კოდირების საფუძვლების შესწავლისაკენ მივყავართ.

 

კოდირება, პროგრამირების ენების გამოყნებით სკრიპტების წერის პროცესს მოიცავს, იგი  კოდის ხაზებისაგან შედგება, რომელიც კომპიტერს კონკრეტული ამოცანების შესრულებისკენ მიუთითებს.

  • სოფტვეარ დეველოპერი;
  • კომპიუტერული სისტემების ინჟინერი;
  • ქსელური სისტემების ადმინისტრატორი;
  • ვებ დეველოპერი;
  • ბიზნეს ინტელექტის ანალიტიკოსი;

  ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პროფესიებისა, რომელთაც ეს მარავალფეროვანი სფერო მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ BLS პროგნოზირებს, სამუშაო ადგილების რაოდენობის 7%-ით შემცირდებას 2018 წლიდან 2028 წლამდე, კოდირება არის უნარი, რომელზე მოთხოვნაც იზრდება უკლებლივ ყველა ინდუსტრიაში.

 

  აპლიკაციების დეველოპმენტი ფართო სფეროა, რომელიც ფოკუსირებულია აპლიკაციების შექმნასა და ვიზუალის შემუშავებაზე. პროგრამული უზრუნველოფები იქმნება იმისათვის, რომ მოერგოს მომხმარებლის კონკრეტულ საჭიროებებს. Lifestyle და Utility აპლიკაციები, სოციალური მედია აპლიკაციები და მობილური თამაშები იქმნება აპლიკაციის დეველოპერების დიდი ჯგუფის დაუღალავი შრომის შედეგად, კოდირება კი, მათ საქმიანობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. მაღალი შემოსავლის პოტენციალისა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადრეულ ასაკში კოდირების შესწავლა სამომავლოდ დასაქმების ბევრად უფრო დიდ პერსპექტივას უზრუნველყოფს.

 

  ბავშვები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აპლიკაციის შექმნით, აქვთ შესაძლებლობა აითვისონ ისეთი უნარები, რომელიც მუდმივად წინსვლაში დაეხმარებათ. ისინი გამოცდილებას, არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებაში მიიღებენ, არამედ ამ გზის გავლისას აუცილებელ ცხოვრებიუსეულ უნარებსაც დაეუფლებიან.

 

რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა აპლიაკაციების დეველოპმენტი?

  იმათთვის, ვინც იციან აპლიკაციის შექმნის ფუნდამენტები, არსებობს უამრავი შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ შეძენილი უნარების გამოყენება დეველოპმენტის მოედნის გარეთაც შეიძლება. ჩვენს თანამედროვეობაში, არსებულ თითქმის ყველა ბიზნესს ჭირდება ონლაინ პლატფორმები, ამისათვის კი საჭიროა აპლიკაციებისა და ვებ დეველოპერების მუშაობა. კოდირების შესწავლა უამრავ კარს ხსნის ადამიანის კარიერაში. ამ ყველაფრის ადრეულ ასაკში დაწყება კი, მოსწავლის პროფესიონალად ჩამოყალიბების ინტერვალს ამცირებს. როგორც გავიგეთ, აპლიკაციების დეველოპმენტი დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ცხოვრებაში, ამიტომ მშობლებისა და მასწავლებლების ყურადღება სწორედ ამ სფეროზე უნდა იყოს ფოკუსირებული. როდესაც ბავშვები სწავლობენ აპლიკაციების შექმნას, ისინი იძენენ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის შემოქმედებით უნარებს.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე  პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

აპლიკაციის დეველოპმენტის შესასწავლად საჭირო ხელსაწყოები

  მარტივია უარყოთ კოდირება, როგორც თქვენი შვილისთვის ექფექტური გამოსავალი, იმ შემთხვევაში თუ სახლში არ გაქვთ ძლიერი კომპიუტერი ან მაღალ ტექნოლოგიური მოწყობილობები. ეს ყოველივე დიდი შეცდომაა, რეალობა სულაც არ არის ასეთი. ბავშვების უმრალესობას, ვისაც კოდირების ან აპლიკაციების შექმნის შესწავლა სურს, მხოლოდ ინტერნეტთან, სმარტფონთან ან ჩვეულებრივ კომპიუტერთან წვდომა ჭირდება.

 

როგორც მოგვიანებით იხილავთ ამ გაიდში, არსებობს ძალიან ბევრი იაფი ან სრულიადნ უფასო რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ სივრცეში, სწავლას მოწყურებული ნებისმიერი ბავშვისთვის, მათთვის ვისაც სურთ დაიწყონ კოდირების შესწავლა. ბევრი მოწყობილობა თავსებადია ზემოთ მოცემული პროცესების უპრობლემოდ წარსამართად, მათ შორის:

  • დესკტოპ კომპიუტერი ან ლეპტოპი 4 Gb ოპერატიული მეხსიერებით;
  • Android ან IOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონი;
  • ტაბლეტები, როგორიცაა iPad და Galaxy Tab;

  გაიდში ასევე მოცემულია ის ხელსაწყოები, რომელთაც სასწავლო პროცესის გამარტივება შეუძლიათ. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია კონკრეტული რესურსის  სპეციფიკაციების გადახედვა, მანამ, სანამ ინვესტირებას გადავწყვეტთ.

 

 კოდირების კურსები და პლატფორმები დამწყებთათვის

  კოდირების სწავლისას ბავშვებისათვის მოტივაციის შესანარჩუნებლად გეიმიფაკაცია ან თამაშის მექანიკის გამოყენება, პროცესში მეტი ჩართულობისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. შესაძლოა მოხდეს ტრადიციული გაკვეთილების გეიმიფიკაცია, ან პირდაპირ თამაშების ჩართვა სასაწავლო პროცესში შედეგების გასაუმჯობესებლად. აპლიკაციების დეველოპმენტში ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, რადგან კოდირების ბევრი თამაში გვთავაზობს ეფექტურ მეთოდებს ახალგაზრდა მომხმარებლების ინტერესის შესანარჩუნებლად. 

 

აიტი აკადემია სტეპში მოქმედი პრაქტიკოსებისგან შემდგარი მაღალკვალიფიციური გუნდი დაგხვდებათ, შესაბამისად ჩვენთვის ეფექტური მეთოდების გამონახვა და მოზარდების ჩართულობა საკმაოდ ადვილი მისაღწევია, შემოუერთდით ჩვენს საშემოდგომო ნაკადს, მიღება დაწყებულია!

 

 კოდირების კურსები და პლატფორმები (საშუალო დონე)

  მას შემდეგ, რაც ბავშვი შეიძენს გარკვეულ უნარებს კოდირებაში, ზემოაღნიშნული პლატფორმები მის განვითარებას ხელს ვეღარ შეუწყობს. ისინი უნდა გადავიდნენ სხვა სასწავლო პლატფორმებზე, რომელიც განკუთვნილია საშუალო დონის უნარების მქონე სტუდენტებისთვის. ასეთი პლატფორმების აქცენტები განსხვავებულია, ისინი რეალურ სამყაროში კოდირების გამოყენებაზე არიან ორიენტირებულნი, რაც ახალგაზრდას ახალი უნარების განვითარებაში დაეხმარება.

 

ონლაინ თამაშები კოდირებისთვის

 კოდირებაზე ორიენტირებული თამაშები, ისევე როგორც პლატფორმები, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ, სტუდენტების პროცესში ჩართულობაზე არიან ორიენტირებულები. კონკრეტული ამოცანების შესრულებისა და თამაშის ღრმა მექანიკის ხარჯზე ეს ყველაფერი მარტივად მიღწევადია. ბავშვების მთავარი მოტივაცია ონლაინ თამაშით გართობაა და არა სწავლისკენ სწრაფვა, თუმცა ის შეიძლება საგნისადმი ინტერესის გასაძლიერებლად გამოვიყენოთ.

 

რჩევები იმისათვის, რომ ბავშვები კოდირებით დააინტერესოთ

  მშობლები და მასწავლებლები უნდა დაეხმარონ ბავშვებს რეალური შესაძლებლობების დანახვაში, რომელიც მათ სამომავლოდ ელოდებათ. ეს სწორედ, რომ აპლიკაციების დეველოპლმენტს ეხება.  ახალგაზრდა მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ კოდირების მნიშვნელობა რეალურ ცხოვრებაში, ასევე უნდა გაითავისონ ის, რომ მათ მომავალში სოფტვეარ ინჟინერიაში დიდი როლის თამაში შეუძლიათ. რაც ყველაზე მთავარია, მათ უნდა იცოდნენ რომ საგნის სწავლისას იმედგაცრუების შემთხვევაში ყოველთვის მიიღებებენ დახმარებას. ზემოთ ჩამოთვლილის მისაღწევად სწორი მენტორის მოძებნა, სწავლისთვის გასართობი გარემოს შექმნა და სტერეოტიპების დამსხვრევა დაგეხმარებათ.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა