IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

განსხვავება Front-end და Back-end Development-ს შორის

10000000

პროგრამირება

26.09.2023

1680 დათვალიერება

პროგრამირების სფერო მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი სხვადასხვა მიმართულება განსხვავებული ინტერესების მქონე არაერთ ადამიანს აერთიანებს. ამ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები

 

ინტერნეტში თუ რამეს მოძებნი, შედეგად მიიღებ რამდენიმე არჩევანს და ლამაზ ფუნქციონალურად გამართულ უკუკავშირს. ამ შედეგებს ჩვენ ვებსაიტების სახელით ვიცნობთ და მათი შექმნა ცნობილია, როგორც Web development. web დეველოპმენტი IT სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის ქმნის ხიდს მომხმარებელსა და პროვაიდერს შორის. ამასთანავე, ის ფუნქციონალის მეშვეობით, გვეხმარება რთული ამოცანების ავტომატიზირებაში. ვებ-განვითარების განუყოფელი ნაწილებია Front-end და Back-end

 

რამდენად განსხვავდება Front-end და Back-end Development ერთმანეთისგან? რამდენად არის მათზე დამოკიდებული ვებსაიტის ფუნქციონირება? დგას თუ არა ერთი მათგანი მეორეზე მაღლა? - ამ ბლოგში გავეცნობით Front-end და Back-end-ის მნიშვნელობასა და ფუნქციებს.

 

Front-end
ყველაფერია რასაც მომხმარებელი ხედავს, უკავშირდება და გამოცდის. ის ძირითადად მოიცავს ვებ-საიტისა და აპლიკაციების ზედაპირულ ნაწილებს

Front-end დეველოპერის საქმეა დიზაინების შექმნა მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების გამოყენებით. მისი ძირითადი უნარები მოიცავს HTML, CSS, JavaScript-ის ცოდნას, ასევე ისეთ ფრეიმვორკებს როგორიცაა Angular JS, node js და ა.შ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია გამოცდილება ვერსიების კონტროლის სისტემაში, როგორიცაა GIT და GITHUB. Front End დეველოპერი არის ვებ დეველოპმენტის განუყოფელი ნაწილი, რადგან ისინი უზრუნველყოფენ საჭირო სტრუქტურის შექმნას


Front-end-ის მახასიათებლები
ფუნქციების ფართო სპექტრთან ერთად, Front-end-ს აქვს მრავალი მახასიათებელი:

  • კლიენტის მხარის ვიზუალიზაცია: ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს, JavaScript-ის საშუალებით, გამოიტანონ მთელი ვებსაიტი მომხმარებლის ბრაუზერზე.
  • სერვერის მხარის ვიზუალიზაცია: ის შესაძლებელს ხდის საიტების ვიზუალიზაციას უშუალოდ მომხმარებლების ბრაუზერში, მომხმარებლისავე მიერ მოთხოვნილი ცვლილებების საფუძველზე.
  • ოპტიმიზაცია: HTML, CSS და JavaScript-ის დახვეწილი რეგულირება უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საიტების სწრაფ ჩამოტვირთვას.

 

Front-end Development-ის ენები

  • HTML: ჰიპერტექსტის მარკირების ენა ან ცნობილი როგორც HTML, არის მარკირების ენა, რომელიც გამოიყენება ვებ-გვერდების მშენებლობაში. ენა შეიცავს ელემენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ვებსაიტის ძირითად განლაგებას. ვებსაიტებისთვის სტრუქტურის მინიჭებასთან ერთად, ის ასევე ასახავს სურათებს ან ვიზუალებს. მის უპირატესობებია: მარტივი გამოყენება, მრავალი ბრაუზერის მხარდაჭერა და სხვა ენებთან კომბინაცია. მისი ნაკლოვანებებია: სტატიკური ბუნება, უსაფრთხოება და კოდების უზარმაზარი გროვა.
  • CSS: სტილების კასკადური ცხრილები ან CSS ჰგავს ვებსაიტის ინტერიერის დიზაინს. CSS მარტივია, რადგან ენა მეტ-ნაკლებად მოიცავს ძირითად ინგლისურს. მის უპირატესობებში შედის ბრაუზერის მრავალჯერადი მხარდაჭერა, სიმარტივე და სიჩქარე. მისი ნაკლოვანებები მოიცავს ბრაუზერის ჯვარედინ ხარვეზებს და ასევე, დამწყებთათვის დამღლელია.
  • JavaScript: JavaScript არის Front-end development-ის ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული ენა. ის უზრუნველყოფს ვებსაიტის მოქნილობასა და რეაგირებას. უპირატესობებში შედის: მარტივი ბუნება, სიჩქარე და დამატებითი ან გაფართოებული ფუნქციონირება, როგორიცაა დიალოგური ფანჯრების, ფორმების, ‘ამომხტარი’ ფანჯრების შექმნა და ა.შ. ნაკლოვანებები არის: გამართვის სირთულე და ბრაუზერის მხარდაჭერა. თუმცა, Javascript ასევე გამოიყენება back-end-შიც.
  • Elm: Elm არის მარტივი ენა, რომელიც გამოიყენება სწრაფი და უწყვეტი ვებსაიტების შესაქმნელად.
  • SASS: SASS არის კიდევ ერთი სკრიპტირების ენა, როგორიცაა CSS. SASS-ს გააჩნია უნიკალური ფუნქციები, რომლებიც მომხმარებლებს დაუბრკოლებელ გამოცდილებას აძლევს. უპირატესობებში შედის: მრავალჯერადი გამოყენება და მკაფიო კოდები. ნაკლოვანებები მოიცავს: პრობლემების პოვნასა და მათ მოგვარებას.
  • Jquery: Jquery არის JavaScript ბიბლიოთეკა, რომელიც აძლიერებს HTML  მოვლენების მართვასა და ანიმაციებს. ის ძალიან ლაკონურია და ამცირებს დაწერილი კოდის სტრიქონების რაოდენობას.

 

Front-end-ის ფრეიმვორკები

  • vue.js: ეს არის JavaScript-ის ირგვლივ აგებული ჩარჩო და გამოიყენება კომპაქტური ვებ აპლიკაციების შესაქმნელად.
  • AngularJS: JavaScript-ის ირგვლივ აგებული ვებ ჩარჩოა. ის უზრუნველყოფს ფუნქციებს HTML შაბლონებისთვის და ზრდის პერფორმანსს.
  • React: ეს არის პოპულარული JavaScript ჩარჩო, რომელიც აძლიერებს მომხმარებლის ინტერფეისის კომპონენტებს და უზრუნველყოფს ვებ აპლიკაციების დინამიურ ხასიათს.

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

იმის გათვალისწინებით, რომ ტექნოლოგიურ ეპოქაში ციფრულ არხებს ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი უკავია, Front-end Developer-ის პროფესია უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. მათი როლი ვებ-გვერდისა თუ აპლიკაციის შექმნაში დრამატულად მნიშვნელოვანია. ამიტომ წარმატებული პროდუქტის შესაქმნელად თუ არსებულის გასაუმჯობესებლად კომპანიებს გამოცდილი და კვალიფიციური კადრები სჭირდებათ. ამ მხრივ, არც ქართული ბაზარია გამონაკლისი. შესაბამისად, ეს მიმართულება მუდმივად იზრდება!

 

 

Back-end

Back-end აღჭურვილია მრავალი ფუნქციით, რომლებიც სასარგებლოა დეველოპერებისთვის:

  • მონაცემთა ბაზები: ინახავს მომხმარებლისთვის საჭირო მონაცემებს.
  • ვებსაიტის არქიტექტურა: ის გულისხმობს იმ მიზნების გააზრებას, რომლებიც საჭიროა აპლიკაციის შესაქმნელად.
  • სკრიპტირება: მოიცავს კონსტრუქციის სწორ ფორმატირებას.
  • API: აპლიკაციის მომხმარებლის ინტერფეისი ან API არის ინსტრუმენტები, რომლებიც მოიცავს ტექნოლოგიებს შორის კომუნიკაციასა და საჭირო მონაცემების მიწოდებას.

 

Back-end Development-ის ენები

  • Python: Python არის ფართოდ გამოყენებული back-end development-ის ენა. მისი უპირატესობებია:  ბიბლიოთეკების უზარმაზარი კოლექცია, კოდების მარტივი წაკითხვა, ინტეგრაციები, მრავალფეროვნება და ა.შ.
  • PHP: ეს არის კიდევ ერთი ფართოდ გამოყენებული ენა back-end development-ში. მისი მახასიათებლები მოიცავს: უსაფრთხოებას, პლატფორმის თავსებადობას, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ფუნქციებს და მონაცემთა ბაზებთან ინტეგრაციას.
  • Java: ეს ფართოდ გამოიყენება ანდროიდისა და დესკტოპის აპლიკაციების შესაქმნელად. მისი ფუნქციები მოიცავს: მეხსიერების ავტომატურ განაწილებას, პორტატიულობასა და ერთჯერად კომპილაციას.
  • Ruby: Ruby არის ზოგადი დანიშნულების ენა, რომელსაც გააჩნია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა დიდი სტანდარტული ბიბლიოთეკა, მოქნილობა, მასშტაბურობა და ა.შ.

 

Back-end-ის ფრეიმვორკები

  • Django: ეს არის მაღალი დონის ვებ ჩარჩო, რომელსაც გააჩნია ჩაშენებული დანამატები. ის საუკეთესოა ფართომასშტაბიანი, მონაცემზე ორიენტირებული, ინტერაქტიული ვებ აპლიკაციებისთვის. თუმცა, ის არ არის რეკომენდებული მცირე ზომის პროექტებისთვის.
  • Flask: Flask არის მიკროჩარჩო, რომელიც დაფუძნებულია პითონის ენაზე. მას არ სჭირდება ბიბლიოთეკები ან ხელსაწყოები და, შესაბამისად, შესაფერისია მცირე პროექტებისთვის.
  • Ruby on Rails: Ruby on Rails არის ვებ აპლიკაციის ჩარჩო, რომელიც დაწერილია Ruby ენაზე. იგი გამოიყენება მონაცემთა ცხრილის უნაკლო ფორმირებისა და მიგრაციის შემუშავებაში. მარტივი შედგენა და ტესტირება მისი დამატებითი უპირატესობაა.
  • CakePHP: CakePHP არის პოპულარული ვებ ჩარჩო PHP-სთვის. იგი გამოიყენება როგორც მცირე, ისე დიდი აპლიკაციების შემუშავებაში, რადგან უფრო ადვილია კონფიგურაცია და უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას.

 

ჩვენთან IT Academy Step-ში პროგრამირების კურსზე კარი ღიაა ყველა მსურველისთვის, მიუხედავად მათი პროფესიული ბექგრაუნდისა. საერთოდ არ არის აუცილებელი გქონდეს რაიმე გამოცდილება IT-ში. სწავლის დასაწყებად საკმარისია იყო მიზანდასახული და გქონდეს საკმარისი დრო სწავლისა და მიღებული ცოდნის გამყარებისთვის

 

განსხვავება Front-end და Back-end Development-ს შორის

Front-end ვებ-საიტის ან აპლიკაციის ინტერაქტიული ნაწილია. მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი (GUI) საშუალებას აძლევს მომხმარებლებს განახორციელონ ქმედებები მათი სურვილის მიხედვით. მომხმარებლებს შეუძლიათ ნახონ და დაუკავშირდნენ Front-end-ს. ვებსაიტის ან აპლიკაციის კულისებს, ანუ Back-end-ს მომხმარებლები ვერ ხედავენ. ის აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლებისგან, ამუშავებს მას და უზრუნველყოფს აპლიკაციის ფუნქციონირებას.

 

Front-end დეველოპერებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა Back-end-ზე. ამრიგად, მისი განვითარება მხოლოდ სილამაზეს არ ეხება. მიუხედავად იმისა, რომ back-end-ის განვითარება ძირითადად ეხება ლოგიკას, გამოთვლებს, სერვერებს, API-ებსა და ტესტირებას, ფრონტისა და ბექის დეველოპერებს შორის თანამშრომლობა და მონაცემთა მიმოცვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

Front-end Development ჰგავს სახლის ექსტერიერს; საღებავი, ავეჯი, კედლის საკიდი ან ყველაფერი, რაც ადამიანს შეუძლია დაინახოს და იგრძნოს. Back-end ჰგავს ელექტრომომარაგებას, სამშენებლო მასალებს, რომელსაც ვერ ხედავთ, მაგრამ გადამწყვეტია სახლისთვის. ეს ორი რამ მხოლოდ ერთად აძლევს აპლიკაციას საუკეთესო იერსახესა და ფუნქციონირებას. 

 

გარდა მრავალმხრივი ცოდნისა, IT აკადემია სტეპი სრულყოფილ კარიერულ მხარდაჭერასაც გთავაზობს. ამ კუთხით პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს. ასევე, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წვდომა გექნება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებთან.

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა