IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

გიგანტურ ტექნოლოგიურ კომპანიებში ჩართული ქართველი პროფესიონალები

10.07.2021

987 დათვალიერება

გაციფრულებულ სამყაროში, უკვე მრავალი წელია, Პროგრამირების როლი ყველა სფეროში რეაქტიული სისწრაფით იზრდება, პროფესია კი სულ უფრო დაფასებული ხდება

 

 

სხვადასხვა ეპოქაში, ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას სხვადასხვა პროფესიიის განვითარება და ძლიერი საზოგადოება განაპირობებდა: მეომრები, მეზღვაურები, ვაჭრები და ა.შ. ამ კუთხით, დღეს, გადამწყვეტი პროგრამისტის პროფესია და ის პროფესიონალები არიან, ჩვენს ქვეყანას გლობალურ ბაზარზე რომ გაიყვანენ!

 

ქართველი პროგრამისტებისა და დეველოპერების უსაზღვრო პოტენციალში მსოფლიო ჯერ კიდევ 2017 წელს, პარიზში გამართულ, Google-ს საერთაშორისო  ყოველწლიურ შეჯიბრში დარწმუნდა, როდესაც Hash Code Google ევროპის, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უძლიერეს სპეციალისტებს შორის ქართველმა პროგრამისტებმა მე-3 ადგილი დაიკავეს

 

პროგრამისტების გუნდმა საქართველოდან, სახელად All In, არაერთ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს გუგლის მიერ ჩატარებულ შეჯიბრებზე Hashcode, რომელშიც ყოველწლიურად ევროპისა და აფრიკის კონტინენტის მინიმუმ 2800 გუნდი მონაწილეობს

 

 

მალევე გამოჩნდნენ ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მუშაობა Google-ში დაიწყეს

კომპანია “Google-ში”, ბოლო პერიოდში, არაერთმა ქართველმა ახალგაზრდამ შედგა ფეხი. ერთ-ერთი მათგანი ლაშა ლაკირბაიაა, რომელმაც კომპანიაში მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ხოლო მეორე – თორნიკე მანძულაშვილია, რომელმაც სტუდენტობისას მიღწეული წარმატებები Google-ში მოხვედრით დააგვირგვინა.

 

“Google-ში სტაჟირებაზე მე-4 ცდაზე მიმიღეს. სტაჟირების შემდეგ, უკვე სრულ განაკვეთზეც გადამიყვანეს. ჯერ შენს რეზიუმეს განიხილავენ და თუ მოეწონათ, ინტერვიუებს გინიშნავენ. თუ ამასაც გადალახავ, შემდეგ გუგლის თანამშრომელთან დაგაწყვილებენ, ვისთან ერთადაც პროექტზე უნდა იმუშაო ზაფხულის განმავლობაში. მე-4 ცდაზე რომ ამიყვანეს, ამაში ისიც დამეხმარა, რომ მანამდე კომპანია Imo-ში ვიყავი სტაჟირებაზე 6 თვით. ორივე მათგანის მთავარი ოფისი “სილიკონ ველიზეა”, სწორედ აქ გავიარე ორივე კომპანიის სტაჟირება...”

თორნიკე მანძულაშვილს Google-ში software engineer-ია

 

შეისწავლეთ პროგრამირება ჩვენთან

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

პროგრამისტი შოთა ჟვანია Tesla-ს ბერლინის ოფისში ჯერ კიდევ 2020 წელს დასაქმდა
შოთა ქართველი პროგრამისტია, რომელიც Tesla-ს ბერლინის ოფისში სამუშაო პოზიციაზე 7-ეტაპიანი გამოცდისა და 3-თვიანი სტაჟირების შემდეგ მოხვდა

„ყველაფერი Tesla-ს LinkdIn-ზე გამოაცხადებული სტაჟირებით დაიწყო. მაშინვე გავაგზავნე CV. შემდეგ 7 ეტაპი გავიარე: გასაუბრება, გამოცდა ინგლისურ ენაში, ალგორითმი და სქრინინგ პროცესი, პროექტი (React.js და Vue.js პროექტი იყო, პატარა აპლიკაცია), პროექტის ანალიზი, რეაქტის შესახებ თეორიული კითხვები, რეაქტის პროექტი“.

 

პარალელურად, შოთა ჟვანია Google-ის Cloud სისტემებში გადის ტრენინგს, რომელზეც ასევე კონკურსის შემდეგ მოხვდა.

 

რამოდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ Google-ში დასაქმდაკიდევ ერთი ქართველი პროგრამისტი!

ალექსანდრე ცხოვრებოვმა მუშაობა Google-ის მიუნხენის ოფისში დაიწყო. ის Google-ს Software Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდა Moma Search-ის გუნდს

 

ლევან გოდერძიშვილი Microsoft-ში იმუშავებს
ლევანი კარიერას Microsoft-ის პრაღის ოფისში, M365 Engineering Security-ს გუნდში, Software Engineer-ის პოზიციაზე გააგრძელებს.

 

მშრომელი და წარმატებული, გიგანტურ ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებული ქართველები კიდევ მრავლად არიან

  • დაიწყე შესაძლებლობების აღმოჩენა
  • ისწავლე წინააღმდეგობების გადალახვა
  • გამოავლინე მეტი ინიციატივა
  • მეტი ადაპტირების უნარი
  • შენ გმართებს მომავალზე ორიენტირება

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა