IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

Google - წარმატების 23 წელი

03.09.2021

945 დათვალიერება

ბოლოს რა დაგუგლეთ?

Google - როგორც ზმნა, ოქსფორდის ინგლისურენოვან ლექსიკონს 2006 წელს დაემატა, განმარტებით - „Google-ის საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძება“. დღეს, წამიერად „დაგუგლული“ ინფორმაციის რაოდენობა 70 000-ს შეადგენს, მომხმარებელთა საერთო რაოდენობა კი 4 მილიარდს სცდება.  მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა 1998 წლის 4 სექტემბერს დაარსდა. 

 

 

 

 

Google-ის დამაარსებლებმა - ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ერთმანეთი სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნეს. ახალი საძიებო სისტემის პირველი კოდებიც სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში დაიწერა.

თავდაპირველად, შეიქმნა ალგორითმი PageRank, რომელიც ვებ-საიტების მნიშვნელობას ადგენდა. ამ ალგორითმზე კი დაფუძნდა საძიებო სისტემა, რომელსაც თავიდან BackRub უწოდეს, მოგვიანებით კი Google-ად გადააკეთეს. თუმცა, ალბათ ცოტამ იცის, თუ როგორ მივედით სახელ Google - მდე.

 

 

ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ავტოფარეხში, Google-ის პირველ ოფისში.

 

კომპანიის ოფიციალურად დაფუძნებისას, ლარი პეიჯსა და სერგეი ბრინს საძიებო სისტემისთვის „Googol-ის“ დარქმევა სურდათ. სიტყვა Googol გამოხატავს რიცხვს, რომელიც 1-ის შემდეგ 100 ნულისგან შედგება. დამფუძნებლებისთვის ახალი საძიებო სისტემა სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო - მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია. მაგრამ, საბოლოო სახელი პატარა შეცდომის შედეგია. კომპანიის პირველმა დამფინანსებელმა - ენდი ბეხტოლშაიმს დაფინანსებისთვის გამოწერილ 100 000 დოლარიან ჩეკზე კომპანიის სახელის ასოების თანმიმდევრობა შეეშალა. ამიტომ, ჩეკის გასანაღდებლად, პეიჯსა და ბრინს მოუწიათ კომპანიის სახელის შეცვლა.

 

 

 

 


Google-ის თავდაპირველი მთავარი გვერდი

 

 

სწორედ ასე, 1998 წლის 4 სექტემბერს დაარსდა კომპანია, რომელსაც ოფიციალურად GOOGLE ეწოდა. კომპანიის სათავო ოფისი კი კალიფორნიაში, სიუზენ ვოჯისკის სახლის ავტოფარეხში მდებარეობდა. სწორედ ამ ავტოფარეხიდან იწყება Google-ს წარმატების ისტორია, როდესაც კომპანიამ 1 წელიწადში მილიონიანი ინვესტიციის მიღება შეძლო (ინვესტორებს შორის იყო კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი), 1999 წლის 7 ივნისს კი ინვესტიციათა რაოდენობა 25 მილიონამდე გაიზარდა.

 

 

 

 

 

თუმცა, Google-ის წარმატება აქ არ სრულდება. 2003 წელს კომპანია ადგილმდებარეობას იცვლის და მაუნტინ-ვიუში (Mountain View) გადადის, მოგვიანებით მთლიან ტერიტორიას შეისყიდის 319 მილიონ დოლარად და Googleplex-ს, კომპანიის სათავო ოფისს დააარსებს.

 

 

გუგლის ოფისი (დუბლინი)

 

 

 ამის შემდეგ Google-ი განაგრძობს სხვადასხვა კომპანიების შესყიდვას:-Keyhole, Inc.-ი 2004 წელს, რომელმაც Google Earth შექმნა; Youtube 2007 წელს და Motorola Mobility 2012 წელს რეკორდულ ფასად - 12.5 მილიარდ დოლარად. გარდა ამისა, კომპანიამ რამდენჯერმე ითანამშრომლა NASA-სთან. ერთად შექმნილი Google Sky და Google Moon - გალაქტიკისა და მთვარის ვირტუალურად დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა.

 

 

 

 

2015 წელს Google-ის რეორგანიზაცია მოხდა. დაარსდა ახალი კომპანია - Alphabet, რომელიც Google-ის და მის მიერ ნაყიდი სხვა კომპანიების მფლობელი გახდა. თავდაპირველად, მას სათავეში სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი ჩაუდგნენ, მოგვიანებით კი თანამდებობები დატოვეს და კომპანიის ახალ პროექტებზე განაგრძეს მუშაობა. უპილოტო მანქანები, ჭკვიანი სათვალეები, კოსმოსი, 3D კონფერენციები... ეს Google-ის სამომავლო გეგმების მცირე ჩამონათვალია.

კომპანიამ თავისი არსებობის მანძილზე შექმნა - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა (Google.com); ყველაზე პოპულარული ინტერნეტ ბრაუზერი (Google Chrome); Android-ის ოპერაციული სისტემა; Gmail, რომელსაც მსოფლიოში დაახლოებით 1.5 მილიარდი ადამიანი იყენებს და სხვა უამრავი პროდუქტი, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

Google-ს დღეს არის ყველაზე გამოყენებადი საძიებო სისტემა, ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი კომპანია, რომელიც ზრდას ისევ აგრძელებს.

 

 

 

 

ხოლო მათი დამაარსებლები 48 წლის თანატოლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი დღეს (1 სექტემბრის მონაცემი) გამოცემა Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამინთა სიაში მე-8 და მე-9 ადგილს იკავებენ. შეგიძლიათ დაგუგლოთ J

 

 

 

 

 

 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე - ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ

უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანია წარმატების ერთადერთი გარანტია აღარ არის - ამას ბილ გეითსის, სტივ ჯობსისა და კვენტინ ტარანტინოს მაგალითებიც ადასტურებს. სტატიაში იმ ცნობილ ადამიანებზე გიამბობთ, რომლებმაც მსოფლიო აკადემიური ხარისხის გარეშე შეცვალეს. გაიგე, რა ძალა აქვს თვითგანათლებას, პრაქტიკულ უნარებსა და თანამედროვე ციფრულ პროფესიებს და აღმოაჩინე, როგორ ააწყო წარმატებული კარიერა ტრადიციული უნივერსიტეტის მიღმა.

ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებმაც წესები შეცვალეს თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად შეხვდებით სტერეოტიპს, რომ უმაღლესი განათლება და წითელი დიპლომი კარიერული წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის ერთადერთი საწინდარია. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ სფეროებს, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიურობა ფუნდამენტურად შეცვალეს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი რევოლუციები სწორედ მათ მიერ მოხ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა