IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Google ადამიანის დონის ხელოვნური ინტელექტის შექმნას უახლოვდება

..

News

24.05.2022

720 დათვალიერება

ხელოვნური ინტელექტის შექმნას ადამიანების მომავლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ტექნოლოგიები ჯერ იმ დონეზე განვითარებული არ არის, რომ მას თავისუფლად ვუწოდოთ მოაზროვნე "არსება". სწორედ ამიტომ, ინჟინრებისა და პროგრამისტების წინ ამჟამად ზოგადი ხელოვნური ინტელექტის (artificial general intelligence) შექმნის დავალება დგას. მკლევრები ზოგადი ხელოვნური ინტელექტის კონცეპტზე დიდ იმედებს ამყარებენ. ეს იქნება ისეთი შესაძლებლობების მქონე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც sci-fi ფილმებში გვინახავს, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგ არ გაილაშქრებს. AGI იქმენა იმისთვის, რომ მან თავის თავში გააერთიანოს ყველა ხელოვნური ინტელექტი და შეძლოს ის ყველაფერი, რაც სხვადასხვა ნეირონულ ქსელებს ინდივიდუალურად შეუძლიათ.

გასულ კვირას TheNextWeb-მა საკმაოდ პესიმისტური სტატია გამოაქვეყნა, სადაც მათი ჟურნალისტი, ტრისტან გრინი აღნიშნავდა, რომ AGI-ს შექმნა თითქმის შეუძლებელია და მას ჩვენ ვერც მოვესწრებით. ამას Google-ის DeepMind-ის წამყვანი მკვლევარი, დოქტორი Nando de Freitas საკუთარი ტვიტერის მეშვეობით გამოეხმაურა.

Nando De Freitas თვლის, რომ ყველაფერი პირიქითაა და "თამაში დასრულებულია". მისი არით, ჩვენი ისეთი სისწრაფით ვზრდით ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს, რომ ზოგადი Ai-ს შექმნა უბრალოდ დროის საკითხია.

გრინის სტატია მეინსტრიმულ მიდგომას ეფუძნება — ბოლო რამდენიმე ათწლეულში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები კოლოსალურად გაიზარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ ადამიანის დონის ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში ვიხილოთ.

როგორც უკვე ვთქვით, აღმოჩნდა, რომ ნანდო დე ფრეიტას ასე არ ფიქრობს და ის მარტო არაა, მას ეთანხმება OpenAI-ის უფროსი მეცნიერი, ილია სუტსკევერიც.

"მასშტაბირებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა მიგვიყვანს ზოგად ხელოვნურ ინტელექტამდე" — ვკითხულობთ ნანდო დე ფრეიტასის ტვიტში.

DeepMind-მა ცოტა ხნის წინ ახალი ხელოვნური ინტელექტი, Gato წარადგინა, რომელსაც 600-ზე მეტი სხვადასხვა დავალების შესრულება შეუძლია — თუ გავითვალისწინებთ ფრეიტასის სიტყვებსაც, შეიძლება ვიფიქროთ, რომ Google ზოგადი ხელოვნური ინტელექტის შექმნას ნელ-ნელა უახლოვდება



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა