IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

გრაფიკული დიზაინი ადრეული ასაკიდან

1000

დიზაინი

05.09.2024

689 დათვალიერება

ჩვენს გარშემო არ გვეგულება ადამიანი, ვისაც არ სმენია გრაფიკული დიზაინის შესახებ, ის ნამდვილად აღარ არის მომავლის პროფესია, თუმცა კვლავაც რეკომენდირებულია მოზარდებისთვის, რადგან ეს საუკეთესო დროა ახალი უნარების შესაძენად და საკუთარი პოტენციალის აღმოსაჩენად

 

მოზარდის გონება ხომ ახალ ინფორმაციას სწრაფად ითვისებს. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გრაფიკული დიზაინის რთული პროგრამები და კონცეფციები გაცილებით უფრო იოლად და სწრაფად აითვისონ, ვიდრე უფროსებმა. რაც უფრო ადრე დაიწყებენ, მით უფრო ოსტატურად დაეუფლებიან ამ ხელოვნებას.

 

კრეატიულობის ზრდა

გრაფიკული დიზაინი მოითხოვს სხვადასხვა ელემენტის - ფერების, ფორმების, შრიფტების, სიმბოლოების - კომბინირებას ერთ მთლიან კომპოზიციაში. ეს პროცესი ავითარებს უნარს, დააკავშირონ ერთმანეთთან არაკავშირებული იდეები და შექმნან ახალი, ინოვაციური კონცეფციები და სხვა... გრაფიკული დიზაინი აძლიერებს შემოქმედებით აზროვნებას. მოზარდებს ეძლევათ საშუალება გამოხატონ საკუთარი იდეები ვიზუალურად, რაც მათ კრეატიულობას ახალ სიმაღლეებზე აიყვანს. დიზაინზე მუშაობის პროცესი მოზარდს აიძულებს იფიქრონ ვიზუალურად. ისინი სწავლობენ, როგორ გადაიტანონ აბსტრაქტული იდეები კონკრეტულ ვიზუალურ ელემენტებში. ეს პროცესი ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც პასუხისმგებელია შემოქმედებით აზროვნებაზე, რაც დროთა განმავლობაში აძლიერებს მათ უნარს, შექმნან ინოვაციური და ორიგინალური იდეები.

 

ყოველი პროექტი უნიკალური გამოწვევაა. ყოველდღიურად შემოქმედებითი უნარების გამოღვიძების გარეშე შეუძლებელია მიაგნო ინოვაციურ გზებს ვიზუალური კომუნიკაციის პრობლემების გადასაჭრელად. ეს აძლიერებს მათ უნარს, შეხედონ საკითხებს სხვადასხვა კუთხით და იპოვონ არასტანდარტული გადაწყვეტილებები.

 

გრაფიკული დიზაინი ერთგვარი უსაფრთხო სივრცეა ექსპერიმენტებისთვის. მოზარდები თამამად ცდიან სხვადასხვა სტილს, ფერებს, ფორმებს და ტექნიკებს. ეს ექსპერიმენტირების პროცესი ხელს უწყობს კრეატიული თავდაჯერებულობის გაზრდას და ინოვაციური იდეების გენერირებას. სწავლის პროცესში ახალგაზრდები ეცნობიან სხვადასხვა სტილს, ეპოქას და კულტურას. ეს აფართოებს მათ შემოქმედებით ჰორიზონტებს და ასწავლის, როგორ იპოვონ ინსპირაცია ყველგან - ბუნებაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

ციფრული უნარების გაუმჯობესება

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, გრაფიკული დიზაინის ცოდნა არის უდიდესი უპირატესობა. მოზარდები შეისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს და პროგრამებს, რაც მათ მომავალში ნებისმიერ სფეროში გამოადგებათ.

 

კარიერული პერსპექტივები

გრაფიკული დიზაინერების მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ადრეული ასაკიდან ამ უნარების განვითარება მოზარდებს მისცემს კონკურენტულ უპირატესობას სამუშაო ბაზარზე.

გრაფიკული დიზაინის მიმართულება, ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მიმართულებაა ჩვენთან IT აკადემია STEP-ში, ცალკე უნდა აღინიშნოს Adobe-ის სასერტიფიკაციო გამოცდების უფასოდ გავლის შესაძლებლობაც. 

წარმატებულ კურსდამთავრებულებს, IT აკადემია STEP საჩუქრად გადასცემს საგამოცდო ვაუჩერებს Adobe-ის საერთაშორისო გამოცდებისთვის და სტეპერებს საშუალება აქვთ საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვონ შემდეგ მიმართულებებში:

  • ვიზუალურ დიზაინში
  • ვიდეო დიზაინში
  • ვებ-დიზაინში

ამასთან, Adobe-ის საერთაშორისო სერტიფიცირება ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღო გრაფიკული დიზაინის რეგიონულ ჩემპიონატში და საქართველო წარადგინო Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე გრაფიკულ დიზაინში, რომელიც ყოველწლიურად აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში იმართება. 

 

პრაქტიკული გამოყენება

გრაფიკული დიზაინის უნარები გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაშიც - სოციალური მედიის პოსტების შექმნიდან დაწყებული, სასკოლო პროექტების გაფორმებით დამთავრებული. ის აერთიანებს ხელოვნებას, ტექნოლოგიას და კომუნიკაციას. ეს ეხმარება მოზარდებს განავითარონ მრავალმხრივი უნარები, რაც მათ მომავალში სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.



14-18 წელი იდეალური დროა გრაფიკული დიზაინის შესასწავლად. მათი სწრაფი სწავლის უნარი, შემოქმედებითი ენერგია და ტექნოლოგიებისადმი ბუნებრივი მიდრეკილება ქმნის იდეალურ კომბინაციას ამ სფეროში წარმატების მისაღწევად. გრაფიკული დიზაინის შესწავლით, მოზარდები არა მხოლოდ საინტერესო და მოთხოვნად პროფესიას დაეუფლებიან, არამედ განავითარებენ უნარებს, რომლებიც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგებათ.

 

Როდესაც ახალგაზრდა გრაფიკული დიზაინერი ხარ:

  • ყოველთვის არის შესაძლებლობა რომ განვითარდე და გაიცნო საინტერესო ადამიანები
  • კომპიუტერი ხდება შემოსავლის მძლავრი წყარო - კრეატიულობისთვის უხვად გადაგიხდიან 
  • გაქვთ სრულფასოვანი IT კარიერა სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში
  • ყოველდღიურად ანვითარებთ მომავლის პროფესიულ უნარებს

 

რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ სფეროს, არის ის ფაქტი, რომ გრაფიკულ დიზაინერებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, რაც თავის მხრივ ხელფასების ზრდასაც განაპირობებს. გარდა ამისა, ბევრი კომპანია სთავაზობს დამატებით ბენეფიტებსა და ბონუსებს, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთო შემოსავალს.

 

IT აკადემია STEP გთავაზობთ უნიკალურ შანსს:

გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში: Adobe Photoshop, Adobe After Effects, Adobe Illustrator

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა