უამრავი რამ არის გასათვალისწინებელი ბიზნესის წამოწყებისას და ამ გზაზე ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი იჩენს თავს. ბრენდირება შეიძლება ძვირი იყოს, თუმცა ეს აუცილებელი არ არის! თქვენ შეგიძლიათ შეიმუშაოთ თქვენი ბრენდინგის ასპექტები, მაგალითად, შექმნათ გავლენიანი ბრენდის იდენტობა შედარებით მცირე ფინანსური სახსრებით.
ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომ თავად გააკეთო ის რისი რესურსიც გაგაჩნია, ვიდრე დაიწყო აუთსორსინგით. როგორც ამბობენ, დრო ღირებულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იქმნება ახალი ბიზნესი. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როდის დახარჯოთ გარკვეული თანხა ინსტრუმენტებზე, რომლებიც გაამარტივებს პროცესს ან როდის მიმართოთ აუთსორსს იმ სამუშაოს შესასრულებლად, რომელშიც ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ.
თქვენს დახმარებას, დავიწყებთ იმაზე საუბრით, თუ რა არის ბრენდინგი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი
რა არის ბრენდინგი?
ბრენდინგი არის ყველაფერი, რასაც თქვენი პოტენციური მომხმარებლები ხედავენ, რასთანაც ურთიერთქმედებენ და ასევე ის რაც განგასხვავებთ თქვენ კონკურენტებისგან. ის მოიცავს თქვენი ვებგვერდის ტონს, პროდუქტის შეფუთვას და სოციალური მედიის პოსტებს, ზოგადად თქვენს არსებობას სოციალურ მედიასივრცეში, იმას თუ რამდენად ინტერაქტიული ხართ, ინფორმაციის გამოქვეყნების სიხშირეს და თქვენი ბრენდის ვიზუალურ იერს, რომელიც შედგება ბრენდის ფერებით, შრიფტებითა და ლოგოთი.
მნიშვნელოვანია გქონდეთ გააზრებული თქვენს მიერ გაკეთებულ არჩევანი, რადგან ბრენდინგი არის პირველი შთაბეჭდილება, რაც ადამიანებს თქვენზე ექმნებათ.
რატომ არის ბრენდინგი მნიშვნელოვანი?
ბრენდინგი გეხმარებათ დაამყაროთ ურთიერთობა თქვენს იდეალურ მომხმარებელთან. ეს არის თქვენი განაცხადი, თუ როგორ იზიარებთ იმას, რითაც ხართ გატაცებული, საუბრობთ იმაზე, თუ რა გამოგარჩევთ სხვებისგან და ქმნით ბრენდის აღიარების საფუძველს.
დაფიქრდით სასმელი წყლის სხვადასხვა მწარმოებლებზე, რომლებიც შეიძლება ნახოთ თქვენს ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში. სავარაუდოდ, წყლის თითოეული ბრენდი ყიდის იდენტურ პროდუქციას. თუმცა, უნიკალური შეფუთვით, ფერებით, სახელებით, ლოგოებითა და ბრენდის პერსონალიზაციით, სხვადასხვა მომხმარებელი წყლის სხვადასხვა ბრენდს ირჩევს. ჩვენს ქვეყანაში წყლის უამრავი ბრენდი გვაქვს და მათ ყველას გასხვავებული იდენტობა და პოზიციონირება. მაგალითად, ზოგი თავს იმკვიდრებს როგორც „გაფილტრული“, ზოგი კი უფრო „ხელმისაწვდომი“, ზოგიც „ბუნებრიობაზე“ ან „მინერალიზაციაზე“ ახდენს ფოკუსირებას.
ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას ბიუჯეტური და მარტივი ბრენდინგისთვის:
შექმენით "იდეალური მომხმარებლის" პროფილი
თქვენი პროდუქტი სავარაუდოდ მორგებულია კონკრეტული ტიპის ადამიანზე. ვინ არიან ისინი? ლაშქრობაზე ურჩევნიათ წასვლა თუ შაბათ დილით ძილი? პენსიონერები არიან თუ უბრალოდ სტუდენტები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას, თქვენ შეამჩნევთ, რომ თანდათან ადამიანის კონკრეტული ტიპი ყალიბდება - ეს არის თქვენი "buyer persona". ეს ყველაფერი ჩაწერეთ რამდენიმე გვერდიან დოკუმენტში სახელწოდებით „იდეალური კლიენტის პროფილი“. ან, კიდევ უკეთესი, დაარქვით მათ სახელი! გაითვალისწინეთ ეს იდეალური კლიენტი და მიმართეთ თქვენს დოკუმენტს, ბრენდინგის პროცესის განმავლობაში. აქ არის რამოდენიმე კითხვა, რომელსაცუნდა გაეცეს პასუხი:
-
მათი სახელი, ასაკი და საცხოვრებელი ადგილი?
-
რა არის მათი კაპრიზები უკმაყოფილების მიზეზები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ? (გაუმართავი ვებგვერდი, როგორ იყენებენ ეპლიკაციებს, ვერ ახერხებენ ტელეფონით მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელთან დაკავშირებას და ა.შ…)
-
როგორ აუმჯობესებს თქვენი პროდუქტი მათი ცხოვრების ხარისხს?
-
რა არის მათი ძირითადი ღირებულებები?
-
როგორ გამოიყენებენ ისინი თქვენს პროდუქტს?
თუ თქვენ გაქვთ რამდენიმე ძირითადი დემოგრაფიული სეგმენტის მონაცემი, ვისთვისაც შექმენით თქვენი პროდუქტი, გააკეთეთ ცალკე იდეალური კლიენტის დოკუმენტი თითოეული მათგანისთვის. ამ გზით, თქვენ შეძლებთ დაინახოთ ძირითადი მსგავსებები და განსხვავებები თქვენს სამიზნე აუდიტორიებს შორის, რაც მომავალში დაგეხმაროთ აუდიტორიის პრიორიტეტიზაციაში და ადვილად მიხვდებით რა პრობლემას უნდა გაუმკლავდეთ პირველ რიგში.
გასოვდეთ, რომ თქვენ მაინც შეგიძლიათ ბიზნესის კეთება იმ ადამიანებთან, რომლებიც განსხვავდებიან თქვენი იდეალური კლიენტის პროფილისგან, ამით არ უნდა შეიზღუდოთ.
შექმენით თქვენი ბრენდის ვიზუალური მხარე
ლოგოები ბრენდის მნიშვნელოვანი ვიზუალური კომპონენტია. 2000 ამერიკელის გამოკითხვისას, 42% თვლის, რომ ლოგო აჩვენებს ბრენდის იდენტობას, 40% თვლის, რომ ის აჩვენებს მოწოდებული პროდუქტის ტიპს და 39% ფიქრობს, რომ ლოგო შეესაბამება ბრენდის ხარისხს.
ყოველი ხუთი გამოკითხული ამერიკელიდან ერთმა შეაფასა პროდუქტის ხარისხი იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურებოდა ლოგო. ნუ დააკნინებთ ლოგოს მნიშვნელობას! თქვენი ლოგო ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილია, ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი ისეთი კომპონენტი, სადაც შეგიძლიათ დახარჯოთ თქვენი ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი პროფესიონალის დასაქირავებლად ან განახორციელოთ ინვესტირება რომელიც შეგძენთ ახალ პროფესიას და დაგეხმარებათ საკუთარი რესურსით შექმნათ თქვენივე მოსაწონი ლოგო, რომელიც ზუსტად გადმოსცემს საკუთარი ბრენდის იდენტობას, შემოგვიერთდით გრაფიკული დიზაინის კურსზე და განვითარდი ახალი მიმართულებით
შეარჩიეთ თქვენი ტონი და ხმა
ტონი და ხმა ბრენდის იდენტობის შექმნის მნიშვნელოვანი ნაწილია. მარტივად რომ ვთქვათ, ხმა არის თქვენი ბრენდის პერსონალია, ხოლო ტონი არის ის, თუ როგორ გამოხატავთ თქვენს პიროვნებას. ეს არის კიდევ ერთი სფერო, სადაც შეგიძლიათ სამუშაოს მიმართოთ აუთსორსს, რომელიც დაგეხმარებათ მის ჩამოყალიბებაში, ან შეგიძლიათ გარკვეული დრო დახარჯოთ გადაწყვეტილების მიღებაში თქვენი ბრენდის პერსონის დასადგენად. ეს დამოკიდებული იქნება თქვენი სპეციალობის სფეროზე და გსურთ თუ არა თქვენმა ბრენდმა ატაროს თქვენი ტონი და ხმა. თუ ამას დამოუკიდებლად აკეთებთ, არის რამოდენიმე დამხმარე მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი ბრენდის პერსონა.
დაიწყეთ ბრენდის ტონისა და ხმის რამდენიმე მაგალითით, შეგიძლიათ აირჩიოთ:
-
მეგობრული და ჰაეროვანი
-
უნარიანი და გამოსადეგი
-
პროფესიონალი და თბილი
-
ინფორმატიული და სახალისო
გინდათ, რომ მომხმარებლებმა დაგინახონ, როგორც მათი საუკეთესო მეგობარი, სანდო მენტორსი თუ მზრუნველი დეიდა? აქ არ არსებობს სწორი ან არასწორი, მაგრამ როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებთ, დარჩით თქვენ მიერ შერჩეული პლატფორმის ერთგული. თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ განსაზღვროთ თქვენი ხმა, აქ არის რამდენიმე შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს:
-
მინდა ვწერო 100%-ით სწორი გრამატიკით, თუ მირჩევნია დავწერო ისე, როგორც ვსაუბრობ - გამოვიყენო ჟარგონი და კავშირები?
-
მსურს ვისაუბრო მხოლობით პირველ პირში და მოვყვე სახალისო ისტორიები თუ უფრო მეტად დავეყრდნო კვლევებს?
-
რა ზედსართავი სახელები მინდა გამოიყენოს ჩემმა კლიენტმა ჩემს აღსაწერად? (მხიარული, მცოდნე, უცნაური, გამოსადეგი, ხელმისაწვდომი, პროფესიონალი)
-
შემიძლია მოვიყვანო ვებსაიტზე მუშაობის რამდენიმე კონკრეტული მაგალითი, პროდუქტის აღწერილობა ან ბლოგპოსტები, რომლებიც მე მიყვარს და ვფიქრობ, რომ კარგად გამოხატავენ ბრენდის პერსონას?
გამოიყენეთ პასუხები ამ კითხვებზე, იმისათვის რომ თქვენს ქონდეს თანმიმდევრული წერილობითი შინაარსი ვებგვერდზე, სოციალური მედიის პლატფორმებზე, პროდუქტის შეფუთვაზე და ა.შ.
გქონდეთ გეგმა სოციალური მედიისთვის
სოციალური მედია ბრენდინგის ლანდშაფტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს არის პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის და თქვენი ხედვის გაზიარების მარტივი გზა. ბევრი კომპანია ქირაობს პერსონალს სოციალური მედიის სამართავად, მაგრამ რამდენიმე საკვანძო ინსტრუმენტით, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ მისი მართვა დამოუკიდებლად, სანამ არ იქნებით მზად სამუშაოს აუთსორსინგისთვის.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა კვლევის ჩატარება. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი კონკურენტების დათვალიერება, რომ ნახოთ რამდენად ხშირად აქვეყნებენ ისინი პოსტებს და რა ტიპის კონტენტი უზრუნველყოფს მათ მაღალ ინტერაქციას (მოწონებები და კომენტარები). გახსოვდეთ, რომ თვალყური ადევნოთ არა მხოლოდ ინდუსტრიის სხვა ბრენდებს, არამედ თქვენს უშუალო კონკურენტებსაც.
სოციალურ მედიაში მუშაობის დაწყებისას, იპოვეთ გამოქვეყნების ისეთი განრიგი, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება. გახსოვდეთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ მეტის პოსტის გამოქვეყნება, ასე რომ, დაიწყეთ ნელ-ნელა, თქვენი საჭიროებისამებრ. სოციალური მედიის მომხმარებლის 2000-ზე მეტი გამოკითხულიდან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, 74%-მა აღნიშნა, რომ ბრენდებმა უნდა განათავსონ კვირაში 4-6 პოსტი.
თითოეულ პლატფორმას აქვს საკუთარი ფასების სტრუქტურა და ფუნქციები, რომლებიც დროდადრო იცვლება, ამიტომ დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ეს დეტალები, რათა იპოვოთ ის, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და ბიუჯეტს.
შექმენით თქვენი საინფორმაციო ბიულეტენი
საინფორმაციო ბიულეტენი თქვენი ბრენდინგის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2021 წლის ბოლოს, დაახლოებით 4,1 მილიარდი გლობალური ელექტრონული ფოსტის მომხმარებელი იყო, რაც მას ციფრული კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად საშუალებად აქცევს. საინფორმაციო ბიულეტენის მიმღებები უფრო ერთგული მომხმარებლები არიან, ვიდრე სოციალური მედიის მიმდევრების უმეტესობა - ისინი დაგთანხმდნენ, რომ მოგაწოდონ ელექტრონული ფოსტის მისამართები და მიიღონ პირდაპირი კომუნიკაცია თქვენგან! გამოიყენეთ თქვენი საინფორმაციო ბიულეტენები კლიენტებთან ურთიერთობის გასამყარებლად და გაყიდვების გასაზრდელად.
საინფორმაციო ბიულეტენის სერვისების უმეტესობას აქვს უფასო დაგეგმვის ფუნქცია აბონენტების გარკვეული რაოდენობისთვის, რაც შესანიშნავი სიახლეა მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეებისთვის, რომლებიც ახლახან იწყებენ თავიანთ საინფორმაციო კამპანიებს!
აქ მოცემულია რამდენიმე კარგი ვარიანტი ონლაინ პლატფორმებისთვის, რომლებიც მარტივი გამოსაყენებელია საინფორმაციო ბიულეტენის შესაქმნელად:
-
Mailchimp — უფასო ვერსიას აქვს ელ.ფოსტის გაგზავნის ყოველთვიური ლიმიტი 10,000
-
Convertkit - უფასო ვერსია 1000-მდე აბონენტისთვის
-
Sendinblue — უფასო ვერსია საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ დღეში 300 ელ.წერილი, პლუს შეუზღუდავი კონტაქტები
მაშინაც კი, როცა თქვენი საფოსტო სია საკმარისად გაიზრდება, რომ დაგჭირდეთ ფასიანი ვერსიის გამოწერა, ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ ღირს ამაში ინვესტირება.
დარწმუნდით, რომ ინარჩუნებთ ეთიკურ მიდგომას მომხმარებლების ინფორმაციის შეგროვებისას. იყავით ყოველთვის გამჭვირვალე და მიეცით მომხმარებლებს საშუალება გააუქმონ გამოწერა. რაც მთავარია, არ წეროთ სპამ შეტყობინებები!
დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები
შექმენით თქვენი ვებგვერდი
ფრილანსერთან მუშაობა ზედმეტად ძვირი დაგიჯდებათ, საიტის თქვენით აწყობა კი უმნიშვნელოვანესია, რათა დაზოგოთ უდიდესი ფინანსები და არ დარჩეთ მოტყუებული, იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიონალის პოვნა შეიძლება ძალიან რთული იყოს, ამიტომ შეგვიერთდით Front-end ვებ დეველოპმენტი -ს კურსზე. თქვენ უკვე გაარკვიეთ თქვენი ბრენდის ფერები, შრიფტები, ლოგო, იდენტობა და ბრენდინგის სხვა ასპექტები, გამოიყენეთ ეს ყველაფერი, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ვებგვერდი შეკრულია და პრეზენტაბელური.
რა უნდა გვახსოვდეს
ბიუჯეტური ბრენდინგისას გახსოვდეთ, რომ ჭკვიანურად უნდა დახარჯოთ ფული. ხელმისაწვდომი ბრენდინგი გულისხმობს ბალანსის პოვნას იმაში თუ, როდის უნდა გააკეთოთ საქმე თქვენ თვითონ და როდის დაიქირაოთ დამხმარე და დაზოგოთ თქვენთვის ძვირფასი დრო. ბრენდინგი არის თქვენი შესაძლებლობა, უთხრათ და აჩვენოთ ხალხს თუ რას საქმიანობთ! საზოგადოებას მიეცით საშუალება გამოავლინონ სიყვარული და აღფრთოვანება თქვენი საქმისადმი, რასაც უთუოდ იგრძნობთ, როდესაც დაიწყებთ ლოიალური მომხმარებლების შემოკრებას.
დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში