IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ჰიბრიდული და დისტანციური სამუშაო 2024 წელს

1000

News

ტექნოლოგიები

26.02.2024

273 დათვალიერება

დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო პანდემიის დასრულების შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას, მიმდინარე წელს აქცენტი დისტანციურ და ოფისიდან მუშაობას შორის მეტ ბალანსზე გაკეთდება

 

Covid-19-ის პანდემიამ მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიაში დასაქმებული ხალხი აიძულა ოფისებზე უარი ეთქვა და დისტანციურ მუშაობაზე გადასულიყო. მომუშავეთა უმრავლესობამ მოცემული გრაფიკის მეშვეობით ახალი შესაძლებლობები დაინახა, ამ ყოველივემ კი სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი, რაც ამავდროულად პორდუქტიულობის შენარჩუნებასდა მის კიდევ უფრო გაზრდას გულისხმობს. 

2022 წელს შეზღუდვების ნელ-ნელა მოხსნასთან ერთად ზოგიერთი თანამშრომელი ტრადიციულ ოფისში სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდა, მაგრამ პანდემიამ მაინც დატოვა თავისი კვალი და დასაქმებულთა ნაწილი სრულიად დისტანციურ ან ჰიბრიდულ სამუშაოზე დარჩა. სახლიდან მოქნილი მუშოაბის საშუალება ახლა დასაქმებულის უფლებად უფრო განიხილება

 

Gartner-ის შეფასებით, 2025 წლის ბოლოსათვის მოსფლიოში არსებულ დასაქმებულთა 48% ან მთლიანად დისტანციური (9%) ან ჰიბრიდული (39%) სამუშაო გრაფიკით იქნება წარმოდგენილი. შეერთებულ შტატებში, 2024 წელის ბოლოსთვის, მოსალოდნელია, რომ სრულად დისტანციური და ჰიბრიდული თანამშრომლები სამუშაო ძალის 71% შეადგენენ. 

 

მოცემულ სტატიაში ჩვენ უფრო ფართოდ განვიხილავთ იმას, თუ რა შედეგებამდე მივდივართ ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, რომელიც ჰიბრიდულ და სრულიად დისტანციურ სამუშაოებს ეხება.

 

რას ვიგებთ ბოლო დროინდელი კვლევებიდან

Okta-მ Statista-სთან თანამშრობლობით 2022 წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე შუალედში, გამოიკვლია ევროპული 524 ციფრული სამუშო ადგილის გადაწვეტილების მიმღები პირი (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, შვედეთი). შედეგები ადასტურებს, რომ სრულიად დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი პანდემიის კრიზისს გასცდა და ის ჩვენი რეალობის განუყოფელ ნაწილაა იქცა. 

 

Okta

Okta Hybrid Work Report 2023-ის ძირითადი დასკვნის მიხედვით, მოიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული სამუშაო ისევ აქტუალურია და სრულიად დისტანციური მუშაობაც მეტად პროდუქტიულია, ოფისების მზარდი პოპულარობა ნიშნავს იმას, რომ კომპანიები ინვესტიციას საოფისე სივრცეების რეკონფიგურაციისათვის აკეთებენ, რათა მოხდეს მაქსიმალური კოლაბორაცია დისტანციურ თანამშრომლებთან. თუმცა, სამუშაო მოდელები მუდმივი გადაფასების ქვეშაა, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტიულობის ინსტრუმენტები და უსაფრთხოების გადაწყვეტილებები მათთან ერთად უნდა განვითარდეს.

Okta-ს გამოკითხვის თანახმად, თანამშრომლების გამოცდილება, რომელიც პროდუქტიულობისა და კეთილდღეობის ერთობლიობაა, არის ევროპაში ჰიბრიდული მუშაობის მთავარი მამოძრავებელი ძალა. შედეგად, ორგანიზაციები დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ განაწილებული სამუშაო ძალის უფრო მეტი წარმატებისათვის. 

განხილვის სიაში ასევე სამუშაო სივრცის გარემოს გავლენაა, გამოკითხულთა 72% აღნიშნავს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საგრძნობლად გაზრდილია გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ინვესიტიციები. გამოკითხვა ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ჰიბრიდული მუშაობა ახლა ყველა დონის მენჯმენტისათვის დიდი გამოწვევაა, მათ შორის ფინანსების, ოპერაციების, IT, უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და ადამიანური რესურსების მიმართულებით, რასაც აღამასრულებელი დირექტორებიც ადასტურებენ. 

Okta-ს გამოკითხვაში ჰიბრიდული მუშაობის მთავარ პრიორიტეტებს “კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება”  და “სწორი კოლაბორაცია” წარმოადგენენ. მოცემულ ბიზნეს ლიდერებს გარკვეული გამოწვევების წინაშე აყენებს: ჰიბრიდულ და სრულიად დისტანციურ მომუშავეთა მოთხოვნილებებისა და ორგანიზაციების მოთხოვნების შეჯერება, რომელიც პირველ რიგში უსაფრთხოებასა და შესაბამისობას მოიაზრებს. 

 

ისწავლე IT მხარდაჭერა, ქსელები და კიბერუსაფრთხოება 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

Cisco

Cisco-მ Dynata-სთან თანაშრომლობით 2022 წელს იანვარი-მარტი დიაპაზონში სრულ განაკვეთზე მომუმაშავე 28 025  თანამშრომელი გამოკითხა, რომელიც 27 ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიაშია დასაქმებული. კვლევამ აჩვენა სრულად დისტანციურ და ჰიბრიდულ გარემოში მომუშავეთა შედეგები (წინა ორი წლის განმავლობაში) და იგი საკმაოდ დიდი პროდუქტიულობით ხასიათდება, როგორც თანამშრომლებისათვის, ასევე დამსაქმებლისათვის. 

ჰიბრიდულმა მუშაობამ ხელი შეუწყო თანამშრომლების კეთილდღეობის, სამუშაო პირადი ცხოვრების ბალანსის და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის და ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ უკეთესი სამუშაო გარემოსა და მომავლის შესაქმნელად. 

უფრო კონკრეტულად Cisco-ს რესპოდენტთა 61% ფიქრობს, რომ მათი შესრულებული სამუშაოს ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდა, ამასთანავე დაახლოებით იგივე რაოდენობა (60%) აღნიშნავს პროდუქტიულობის გაუმჯობესების შესახებაც. ათიდან რვა თანამშრომელმა (83.3%) განაცხადა, რომ მათ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეძლეს უფრო მეტი ესწავლათ და განვითარებულიყვნენ კარიერული მიმართულებით, ხოლო სამი მეოთხედი (76.4%) ფიქრობს, რომ მათი სამუშაო დისტანციური და ტრადიციულად, ოფისში მუშაობის დროს ერთნაირად წარმატებულად შეიძლება სრულდებოდეს.

კეთილდღეობის თვალსაზრისით, ჰიბრიდულმა და დისტანციურმა მუშაობამ დიდი აღიარება მოიპვოვა Cisco-ს გამოკითხვაში, რომლის მიხედვითაც ხუთი ასპექტი იყო განხილული - გონებრივი, ფიზიკური, ფინანსური, სოციალური და ემოციური. რესპონდენტთა  77.9%-მა აღნიშნა მათი კეთილდღეობის საერთო გაუმჯობესება, უმეტესობამ თქვა, რომ ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის შესაძლებლობა მათ უფრო ბედნიერს ხდის, ხოლო ნახევარზე მეტმა თქვა, რომ ჰიბრიდული მუშაობა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას.

ცხადია, დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაოს სწორად შესრულება კორპორატიულ კულტურასა და აზროვნების გარკვეულ ცვილებებს მოითხოვს. მოხსენებაში დასკვნა შემდეგნაირია: “ჰიბრიდული სამუშაო რესურსის მართვისა და სწორი განვითარებისათვის, უმნიშვნელოვანესია ივენსტიცია სწორ ტექნოლოგიებსა და ხესალწყოებში, ამასთანავე თანამშრომლების ჩართულობა მიმდინარე პროცესებში"

 

Microsoft

Microsoft-მა Edelman Data & Intelligence-თან თანამშრომლობით 2022 წელს 7 ივლისიდან 2 აგვისტომდე შუალედში 11 ქვეყანაში მომუშავე 20.000 თანამშრომელი გამოკოთხა. კვლევა ფოკუსირებული იყო ლიდერობის პრაქტიკაზე, კვლევა ამტკიცებს, რომ დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაოების პოსტპანდემიურ სამყაროში „ბიზნესის დადებითი შედეგები დამოკიდებულია ადამიანების პოზიტიურ შედეგებზე“.

თანამშრომლებსა და მენეჯერებს შორის კავშირის გაწყვეტა პროდუქტიულობასთან მიმართებაში აშკარად ჩანს მათ განსხვევებულ შეხედულებებში. მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი პროდუქტიულები არიან სამსახურში, Microsoft 365-ის მენეჯერების მხოლოდ 12%-მა აღნიშნა, რომ მათი გუნდი ისეთივე პროდუქტიულია ჰიბრიდულ სამუშაოზე გადასვლის შემდგომ, როგორც აქამდე იყო. ამ ყველაფერს მივყავართ “პროდუქტიულობის იმიტაცია”, სადაც თანამშრომლები ცდილობენ, რომ დაამტკიცონ მათი სრულყოფილი მუშაობა და “პროდიუქტიულობის პარანოიამდე”, სადაც ლიდერებს იმის შიში აქვთ, რომ თანამშრომლები ასე არ იქცევიან.  მოხსენებაში აღნიშნულია, რომ პროგრესის (და ნიჭის შენარჩუნების) გასაღებს უკეთესი უკუკავშრი წარმოადგენს: ლიდერებმა რეგულარულად უნდა გამოიკვლიონ როგორ მუშაობენ მათი თანამშრომლები და გააზიარონ რას ისმენენ და რატომ და როგორ რეაგირებენ ამა თუ იმ საკითხებზე. 

 

Microsoft-ის მეორე მოხსენება ეხება ოფისში დაბრუნებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს საკითხი თანამშომლებისთვის მიმზიდველია კოლეგებთან სოციალიზაციისა და გუნდური კავშირების აღდგენისათვის. მესამე მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს “ტალანტების მოძიება”,  რაც დრეს უკვე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორი განვითარებადი ქვეყნებიდან და რაც ყველაზაე მთავარია საქართველოდან          

 

დისტანციური/ჰიბრიდული მუშაობის ტოპ ტენდენციები 2024 წელს

გარდა ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა, ჩვენ განვიხილეთ არაერთი სტატია, რომელიც ხაზს უსვამს დისტანციური და ჰიბრიდული მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვან ტენდენციებს 2024-25 წლებისთვის და მათ შემდგომაც. შემდეგ დავახარისხეთ ეს ტენდენციები და ამ შედეგებიდან ირკვევა, რომ, როგორც გამოკითხვებშია აღნიშნული, დისტანციური და ჰიბრიდული მუშაობა კვლავ აქტუალურია და სარჩევა უახლოესი მომავალი და აქცენტი ამ არც ისე ახალი მუშაობის სტილის დახვეწასა და ოპტიმიზაციაზე გაკეთდება.

სიის სათავეში არის „დისტანციური მუშაობის პოლიტიკა, რასაც მოჰყვება „თანამშრომლების კეთილდღეობა, სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი და კადრის განვითარება“. ეს ტენდენციები ბუნებრივი შედეგია იმისა, რომ დისტანციური და ჰიბრიდული მუშაობა ხდება მსოფიოს წამყვანი კომპანიების განუყოფელი ნაწილი: ორგანიზაციებმა ახლა უნდა გაააქტიურონ ჩართული პროცესები და უზრუნველყონ, რომ დისტანციურად დასაქმებული თანამშრომლები არ განიცდიდნენ იზოლაციასა და გადაღლას. მათ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ, რომ დისტანციური და ფიზიკური თანამშრომლები თანაბარ პირობებში მუშაობდნენ. 

შემდეგი ორი ტენდენცია ეხება „ჰიბრიდული სამუშაო ტექნოლოგიების გაუმჯობესება“ და „კომპანიის კულტურა და თანამშრომლობა“, საკითხებს, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული. იმედია, გაუმჯობესებული ტექნოლოგიები (მათ შორის ღრუბლოვანი სერვისები, ხელოვნური ინტელექტი და მეტავერსი) განაპირობებს ორგანიზაციებს შორის უკეთეს თანამშრომლობას. თუმცა, როგორც ყოველთვის, ტექნოლოგია არასოდეს არის სრული გადაწყვეტა და ადამიანური რესურსი ასევე გასათვალისწინებელია, მათ შორის შემდეგი ორი ასპექტი: DEI (diversity, equity და inclusion) და თაობათა საკითხები.

როგორც მოსალოდნელი იყო, “გაზრდილი ფოკუსი კიბერუსაფრთხოებაზე” ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტენდენციაა დისტანციურ და ჰიბრიდულ სამსახურში. ღრუბლოვანი სერვისების უსაფრთხოება , ისევე როგორც მობილური მოწყობილობების დაცვა და კარგი კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი საკითხებია. თანამშრომლებმა უნდა გააცნობიერონ ისეთი საფრთხეების საშიშროება როგორიცაა ფიშინგი, რომელიც ზიანის მომტანია თითოეული პირისათვის, აქვე მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა ამაგლითად პაროლების მართვის საშუალებით. 

 

შეიტყვეთ მეტი კიბერუსაფრთხოებასა და სხვა კიდევ მრავალ მომავლის პროფესიზე, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს ნებისმიერ კომპანიაში შეძლებთ დისტანციურად დასაქმებას საქართველოდან

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა