IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ შეიცვლება სამუშაო პოზიციები მომავალი წლების განმავლობაში

9999

News

19.03.2023

888 დათვალიერება

დარგის ექსპერტების სამუშაო ბაზრის ანგარიშების პროგნოზის მიხედვით, უკვე 2025 წელს დასაქმებულთა 70%-სთვის საჭირო იქნება დღეისთვის არსებული უნარების განახლება, რაც გამოწვეულია თანამედროვე ტექნოლოგიების მასიური დანერგვით.

 

თქვენ ინტერესდებით სამუშაო პოზიციების მომავალი ევოლუციით? გიფიქრიათ პროფესიის შეცვლაზე და ტექნოლოგიურ სფეროში გადმოსვლაზე? გაინტერესებთ შეუძლია თუ არა თქვენს არსებულ კარიერას IT სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმაროთ?

 

კარიერის შეცვლა შეიძლება წარმოუდგენლად რთული ჩანდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ 5 და 10 წლის განმავლობაში არატექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწეობდით, რომლის ინტერესიც დაკარგეთ...

 

ტექნოლოგიურ სფეროში უამრავი პოზიცია არსებობს, სადაც მუშაობა თქვენი კარიერის განმავლობაში შეძენილი უნარების საშუალებით შეგიძლიათ. რაც ნიშნავს, რომ არ არის საჭირო ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ. საკმარისია შეიძინოთ რამდენიმე ტექნოლოგიური უნარი, რათა მოახდინოთ მარტივი გადასვლა იმ სფეროში, რომელიც გაინტერესებთ. 

არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესია გქონდათ წარსულში, იყავით ექთანი, ადმინისტრაციული ასისტენტი, ინჟინერი თუ ბანკირი - თქვენ გაქვთ უნარები, რომლებიც ძალიან ღირებულიაა, IT სფეროს გარეთ არსებული უამრავი პროფესია წარმოადგენს საუკეთესო საფუძველს ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დასასაქმებლად

 

ფინანსები - მონაცემთა ანალიტიკოსი

თუ გაქვთ გამოცდილება ფინანსებში, მაშინ მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესია თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. იგი გულისხმობს მონაცემთა შეგროვებას და მათ იდეად გადაქცევას, რომლის საფუძველზეც ბიზნესი იმუშავებს. მონაცემთა ანალიტიკა წარმოადგენს შესანიშნავ სფეროს ნებისმიერისთვის, ვინც მიჩვეულია რიცხვებთან მუშაობას, ტრენდების ანალიზსა და ინტერპრეტაციას. 

არ აქვს მნიშვნელობა ფინანსების რომელი ნაწილიდან მოდიხართ, იქნება ეს საინვესტიციო მრჩეველი, სესხების ოფიცერი თუ სხვა - თქვენი გამოცდილება მოგანიჭებთ უპირატესობას სხვა კანდიდატებთან შედარებით. უბრალოდ დარწმუნდით, რომ ხაზს გაუსვამთ თქვენს ანალიტიკურ  და მონაცემებთან მუშაობის უნარებს. 

 

საცალო ვაჭრობა - მომხმარებელთა მხარდაჭერა (customer support)

ერთი რამ, რასაც საცალო ვაჭრობისას სწავლობთ, არის თუ როგორ გაუმკლავდეთ, ხშირ შემთხვევაში გაბრაზებულ, დაბნეულ ან იმედგაცრუებულებ მომხმარებლებს. და ალბათ უკვე შეგიყვარდათ ის გრძნობაც, რომელსაც ასეთი რთული გამოცდილების წარმატებად ქცევა განიჭებთ. 

აი, სადამდე მივყავართ ადამიანებთან ურთიერთობის უნარებს: თქვენ ხართ საუკეთესო კანდიდატი მომხმარებელთა მხარდამჭერის პოზიციაზე (ე.წ. „ტექნიკური მხარდამჭერი“). სამუშაო დღეების გატარება მოგიწევთ იმ მომხმარებლების დახმარებაში, რომლებიც აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას ან აქვთ კითხვები თქვენი პროდუქტის შესახებ. მათთვის კი თქვენ საუკეთესო გადაწყვეტილებების მოძებნა მოგიწევთ. 

 

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

გაყიდვების მენეჯერი - პროექტ მენეჯერი

ყველაზე მთავარი გამოცდილება, რაც პროექტ მენეჯერს სჭირდება, არის მენეჯმენტის უნარი როგორც ადამიანების, ასევე მთლიანი პროექტის სამუშაო პროცესის მართვაში. სწორედ ამიტომაა, რომ გაყიდვების მენეჯერები წარმოადგენენ საუკეთესო კანდიდატებს პროექტ მენეჯერის პოზიციაზე. 

თქვენ დაგჭირდებათ, რომ მოახდინოთ შიდა და გარე რესურსების კოორდინირება, დეტალური გეგმების შედგენა და მათი პროგრესის მართვა, სამუშაოს შესრულების გაზომვა, ნებისმიერი ცვლილების მართვა პროექტის განვითარების მასშტაბების შესაბამისად და სხვა. ხაზი გაუსვით ასეთ გამოცდილებას თქვენს რეზიუმეებში. 

 

რედაქტორის ასისტენტი/ქოფირაითერი/ჟურნალისტი - კონტენტ მარკეტერი ან ციფრული მარკეტერი

თუ გიმუშავიათ მედიაში ან სხვა საგამომცემლო პოზიციებზე, ალბათ თქვენი კარიერა მუდმივად მიმზიდველი წერილობითი კონტენტის შექმნაში გაატარეთ. ამ უნარების გადატანა კონტენტ მარკეტინგში ძალიან მარტივია.

დიდი ალბათობით, თქვენი კარიერის რაღაც ნაწილი სოციალურ მედიასა და ონლაინ რეკლამებთან თანამშრომლობაში გაატარეთ, ვინაიდან ციფრულ მარკეტინგში უფრო და უფრო მეტი კომპანია ერთვება. გააერთიანეთ სოციალური მედიის ცოდნა წერის მრავალწლიან გამოცდილებასთან და თქვენ შეგეძლებათ, რომ დაიწყოთ კარიერა კონტენტ და/ან ციფრულ მარკეტინგში. 

 

გრაფიკული დიზაინერი ან არქიტექტორი - ვიზუალური ან ვებ დიზაინერი

კარგი დიზაინი, კარგი დიზაინია. არ აქვს მნიშვნელობა ეს ლამაზი დიზაინი ცათამბჯენების ფორმაშია წარმოდგენილი თუ ვებსაიტებისა და ვებაპლიკაციების. პრინციპები ძალიან ერთგვაროვანია. 

აიღეთ არქიტექტურის გამოცდილება, მიუმატეთ ტექნიკური უნარები და ბუმ!  - თქვენ მარტივად შეძლებთ გადახვიდეთ ვებ და/ან ვიზუალურ დიზაინში. 

 

ინჟინერი - ვებ დეველოპერი

ინჟინრები აგვარებენ პრობლემებს იქამდე, ვიდრე ისინი ჩნდებიან. ისინი არიან გამჭრიახი, სრულად ხედავენ უფრო დიდ სურათს და პროგნოზირებენ პროექტის ყველა შედეგს/შესაძლებლობას.

ვებსაიტებისა და აპლიკაციების დეველოპერები ზუსტად ამას აკეთებენ. ვებსაიტის ან აპლიკაციის აწყობა ნიშნავს შექმნა user-friendly ინტერფეისი დასაწყისიდანვე. ოდესმე გქონიათ შეხება ისეთ აპლიკაციასთან, რომელმაც იმდენად მოგიშალათ ნერვები, რომ აღარასდროს გაგიხსნიათ იგი? შეისწავლე ციფრული უნარები და იყავი გამოსავალი. 

თქვენს რეზიუმესა და გასაუბრების დროს ყურადღება გაამახვილეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ წარმოქმნამდე გადაგიჭრიათ და დაელოდეთ დამსაქმებლების თვალების გაბრწყინებას!

 

მცირე ბიზნესის მფლობელი - პროდუქტ მენეჯერი

პროდუქტ მენეჯერები ფიქრობენ სტრატეგიულად იმისათვის, რომ წინასწარ განჭვრიტონ პოტენციური შესაძლებლობები და პატერნები, რათა მათმა შემდგომმა სვლებმა საუკეთესო შედეგი გამოიღოს. ისინი ასევე საჭიროებენ, რომ იყვნენ ძალიან ორგანიზებული, რათა შეძლონ ინფორმაციის დამუშავება როგორც პროდუქტის, ასევე მათი კონკურენტების შესახებ. 

თუ თქვენ მცირე ბიზნესის მფლობელი ხართ - მაშინ თქვენ ეს უნარები გაქვთ! თქვენ უკვე გაქვთ დიდი გამოცდილება სტრატეგიულ აზროვნებაში, ბაზრისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოგროვებასა და ორგანიზებულობაში. 

ეს უნარები ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტ მენეჯერებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან კომპანიის პროდუქტისა და სერვისის ხედვასა და სტრატეგიაზე. 

 

მასწავლებელი - ინსტრუქციული დიზაინერი/ონლაინ სასწავლო პროგრამების დიზაინერი

მასწავლებლები მუდმივად ქმნიან სასწავლო პროგრამებს. საუკეთესო პედაგოგებს უწევთ შექმნან პროგრამა, რომელიც არის არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ დამაჯერებელი და საინტერესო.

სწორედ ესაა, რასაც სასწავლო პროგრამის დიზაინერი აკეთებს. მაშინ, როდესაც ამდენი სკოლა გადადის ონლაინ სწავლებაზე, ყოფილ პედაგოგებს მარტივად შეუძლიათ დაგეგმონ სასწავლო პროგრამა, რომელიც იქნება საინტერესო და ინფორმაციული.

 

მედდა, დამხმარე - ვებ დეველოპმენტის გუნდის ლიდერი

ვებ დეველოპმენტის თიმ ლიდერები (ზოგჯერ მას სენიორ ვებ დეველოპერებსაც უწოდებენ) ეხმარებიან და ხელმძღვანელობენ დეველოპერების გუნდს, რომლებიც ზოგადად უფრო რთულ აპლიკაციებსა და ვებსაიტებზე მუშაობენ. რა თქმა უნდა, ისინი საჭიროებენ, რომ ჰქონდეთ დეველოპერული უნარები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათ შეეძლოთ ერთდროულად მრავალი საქმის შესრულება და მათი სწორი დახარისხება. 

სწორედ ამიტომაა, რომ ნებისმიერი, ვისაც ექთნის გამოცდილება აქვს, კონკურენტებზე ერთი საფეხურით მაღლა დგას. მედდები ატარებენ დღეებს ემოციური პაციენტების, გადაღლილი ექიმებისა და გაღიზიანებული კოლეგების მართვაში. ისინი გაწაფული არიან ერთდროულად რამდენიმე ამოცანისა და გადაუდებელი საქმის შესრულებაში ისე, რომ თან სიმშვიდეს ინარჩუნებენ. ისინი არიან საუკეთესო კანდიდატები გუნდის ლიდერობისთვის. 

 

ადმინისტრაციული ასისტენტი - სოციალური მედიის კოორდინატორი/ციფრული მარკეტინგის ასისტენტი

სოციალური მედიის კოორდინატორები და/ან ციფრული მარკეტინგის ასისტენტები არიან საუკეთესო კომუნიკატორები. ისინი ასევე არიან ძალიან ორგანიზებული კონტენტის შექმნაში, გამოქვეყნებასა და რეკლამირებაში. 

ადმინისტრაციული ასისტენტი ქმნის ურთიერთობებს, უზრუნველყოფს ორგანიზაციას, დაგეგმვასა და შეუფერხებელ მუშაობას. ხედავთ პარალელებს? ვიცი, რომ ხედავთ! ადმინისტრატორები არიან საუკეთესო კანდიდატები ამ პროფესიებისთვის.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა