IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რამდენად დაცული იქნება მეტავერსი და რას გვიქადის ის?

..

News

ტექნოლოგიები

09.04.2022

1212 დათვალიერება

 

სამყარო უსწრაფესად ვითარდება. ტექნოლოგიურ სფეროში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ისეთ გარღვევებსა და მიღწევებს, რომლებმაც შესაძლოა, ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალონ.

ერთ-ერთი ასეთი სიახლე, რომელმაც ინტერნეტის მასშტაბით ყველა დააინტერესა, მეტავერსია. მეტავერსის, ანუ ვირტუალური სამყაროს შესახებ საუბრები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც Facebook-მა სახელი შეიცვალა, Meta-დ გადაკეთდა და განაცხადა, რომ მეტავერსი იქნება სოციალური ურთიერთობისა და ზოგადად ინტერნეტის მომავალი.

ვირტუალური რეალობის სათვალეებსა და სხვა აპარატურას მალე მივეჩვევით და მათგან მიღებულ სიამოვნებასაც შევიგრძნობთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ მედალს აქვს მეორე მხარეც. ვირტუალური რეალობის სამყაროების მატებასთან ერთად გაიზრდება უსაფრთხოების რისკებიც. ჩვენ ვალდებულები ვართ დავიწყოთ ახალი ციფრული რეალობის შენება, თუმცა ეს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით უნდა მოხდეს.

მეტავერსში შესაძლო თაღლითობას საკმაოდ მრავალფეროვანი სახე ექნება და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. კლასიკური ფიშერული ლინკის მაგივრად, შესაძლოა ჩვენ ვნახოთ ისეთი ავატარი, რომელიც ჩვენს თანამშრომელს იქნება მიმსგავსებული. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ავატარებით თაღლითობა მეტავერსში გავრცელებული იქნება. თუ მსგავსი შემთხვევებისგან თავს თავიდანვე არ დავიცავთ, შესაძლოა ამან დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს.

ტექნოლოგიური განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ სიჩქარეში ბევრი შეცდომა არ გაგვეპაროს. ვირტუალურ რეალობაში ქონებით ვაჭრობა მსოფლიოსთვის ახალი არ არის, 1990-იან წლებში dot-com დომეინების სახელების უდიდესი ბაზარი განჩდა, რაშიც მსხვილი ბროკერებიც მონაწილეობდნენ.

World Wide Web-მა სამყარო ნამდვილად შეცვალა, თუმცა მას თან ბევრი პრობლემაც ახლდა. საიტების რაოდენობის უსწრაფეს ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ბანკების, სამთავრობო საიტებისა და დიდი კომპანიების ცრუ ვებ-გვერდების რაოდენობაც.

როგორც უკვე ვთქვით, იდენტობის მოპარვა მეტავერსის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება. წლების განმავლობაში თაღლითები თავს ხან პრინცებად გვასაღებდნენ, რომლებიც მზად იყვნენ ჩვენთვის მილიონი ეჩუქებინათ, ხან უბრალოდ ლატარიაში მოგებული მილიარდის აღებას გვთხოვდნენ. 

ახლა წარმოიდგინეთ როგორი იქნება სქემები მეტავერსში. ჩვენ არ მივიღებთ ფიშერულ მეილს “ჩვენი” ბანკისგან. შესაძლოა, ვირტუალურ რეალობაში ჩვენ უბრალოდ ცრუ საბანკო ფილიალში შევიდეთ, სადაც თაღლითები ჩვენ პირად და საბარათე ინფორმაციას მიითვისებენ.  ან, შესაძლოა თაღლითმა ჩვენი CEO-ს მსგავსი ავატარი მოირგოს და დავირუსებულ ვირტუალურ საკონფერენციო დარბაზში მიგვიწვიოს.

სწორედ ამიტომ იდენტობის დაცვა მეტავერსის უპირველესი ამოცანა იქნება, რამდენად გამოგვივა ეს, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა