IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ შევიცვალოთ პროფესია-6 პრაქტიკული რჩევა ახალი კარიერის დასაწყებად

თათია გოჩაშვილი

მოტივაცია

05.07.2023

1043 დათვალიერება

მიიჩნევა, რომ სიცოცხლის განმავლობაში, ადამიანს პროფესიის შეცვლის სურვილი 5-ჯერ მაინც უჩნდება.  Bureau of Labor Statistic-ის მიხედვით, 50 წელს მიღწეული ადამიანების უმრავლესობას სამსახური 10-ჯერ მაინც აქვთ გამოცვლილი. იმის მიუხედავად, რომ კარიერის შეცვლის გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, ის ყველას ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

 

კარიერის ცვლილებას ცხოვრების შეცვლა შეუძლია. შეიძლება ახლანდელ სამსახურში ვეღარ ვითარდებოდეთ, ან ახალი გამოწვევები გინდოდეთ - ახალ კარიერას მრავალი საინტერესო შესაძლებლობის მოტანა შეუძლია.

 

21-ე საუკუნეში შრომითი ბაზარი სწრაფად იცვლება. ახლა დასაქმების შესაძლებლობები უფრო მოქნილია, ხშირია დისტანციური და ნახევარ-განაკვეთიანი სამსახურის შემოთავაზებები. ამასთან ერთად, თანამედროვე სამყარო იძლევა საშუალებას, რომ მუშაობასთან ერთად, ყოველდღიურად განვითარდეთ - ონლაინ კურსები, ტრენინგები და მასტერკლასები მარტივად ხელმისაწვდომია.

 

 

რატომ უნდა შეიცვალოთ პროფესია?

 

ამის მრავალი მიზეზი არსებობს და ისინი ყველასთვის განსხვავებულია. შეიძლება თქვენ ახალ გამოწვევებს ეძებთ, მოგბეზრდათ ძველი რუტინა და კომფორტის ზონიდან გსურთ გამოსვლა. ან, შეიძლება თქვენი ღირებულებები და პრიორიტეტები შეიცვალა და გსურთ, რომ სახლიდან იმუშაოთ, რათა ოჯახს უფრო მეტი დრო დაუთმოთ. ამასთან ერთად, ადამიანი მუდმივად ვითარდება და იცვლება მისი მიზნები და ოცნებები. იქნებ ახლა აღმოაჩინეთ, რომ უფრო კრეატიული საქმიანობით გინდათ რომ დაკავდეთ? და, ყველაზე მარტივი მიზეზი, რატომ შეიძლება გინდოდეთ კარიერის შეცვლა - თქვენ არ ხართ ბედნიერი ახლანდელ სამსახურში.

 

გეცნოთ თქვენი თავი? კარიერის შეცვლა რთული გადაწყვეტილებაა და მას სწორი მიდგომა სჭირდება. სტეპის ბლოგში გაგაცნობთ იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ახალი კარიერის დაწყებაში დაგეხმარებათ:

 

 

  1. დაუკავშირდით თქვენთვის საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანებს:

 

კარიერის ცვლილების საწყის ეტაპზე ნეთვორქინგი უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენთვის საინტერესო პროფესიით მუშაობენ.

 

ასეთ ადამიანებთან კონტაქტით შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თუ რეალურად

როგორია ის კარიერა, რომელიც გაინტერესებთ და რამდენად ახლოსაა თქვენს მიზნებთან. ამასთან ერთად, კარგი კავშირები დაგეხმარებათ პროფესიონალური კონტაქტების მოპოვებაში.

 

თანამედროვე სამყარო გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანებს დავუკავშირდეთ როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სამყაროში. პროფესიული კავშირების მოსაპოვებლად, LinkedIn-ი ყველაზე კარგი პლატფორმაა, რადგან ის სფეროს სპეციალისტების დიდ რაოდენობას აერთიანებს. ამიტომაც, განაახლეთ თქვენი LinkedIn პროფილი და დაუკავშირდით იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი სასურველი პროფესია აქვთ.

 

ასევე, აუცილებლად დაესწარით შეხვედრებსა და მასტერკლასებს თქვენთვის საინტერესო მიმართულებით. ასე სფეროს პროფესიონალებს უფრო კარგად გაიცნობთ, შეძლებთ, რომ კითხვები პირადად დაუსვათ და გაიგოთ, თუ რა უნარები და ცოდნაა საჭირო ახალი კარიერის დასაწყებად. ამასთან ერთად, კარგი ნეთვორქინგის შედეგად, შეგიძლიათ კითხოთ თავისუფალი სამუშაო ადგილები ხომ არ აქვთ. ამ ადამიანებთან ურთიერთობა მიგახვედრებთ, თუ როგორ გახადოთ თქვენი კანდიდატურა უფრო მიმზიდველი.

 

 

2. განაახლეთ თქვენი რეზიუმე:

 

ახალი კარიერის დაწყებისას აუცილებელია, რომ რეზიუმე სრულიად განაახლოთ, რათა ის ახალ ინდუსტრიას მოარგოთ.

 

ახალ რეზიუმეში აუცილებლად წარმოაჩინეთ თქვენი ის გადაცემადი (transferable) და მოქნილი (soft) უნარები, რომლებსაც უკვე ფლობთ და პროფესიულ ცხოვრებაში იყენებთ. ამასთან ერთად, აჩვენეთ ახალ დამსაქმებელს თუ რას მიაღწიეთ ძველ სამსახურში. რიცხვები და სტატისტიკები თქვენს რეზიუმეს ბევრად საინტერესოს გახდის. მომავალ დამსაქმებელს უნდა იცოდეს, რომ თქვენ დასახული მიზნის მიღწევა შეგიძლიათ და მოტივირებული და პროდუქტიული თანამშრომელი იქნებით.

 

 

3. დატესტეთ ახალი კარიერა:

 

სანამ სრულ განაკვეთზე დაიწყებთ მუშაობას, გამოიყენეთ მოხალისეობრივი და ნახევარ-განაკვეთიანი სტაჟირების შესაძლებლობები. ასე მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებთ კარიერის მიმართულებით და დარწმუნდებით - გინდათ თუ არა ახალ მიმართულებაზე გადასვლა.

 

თუ უკვე გქონდათ ინტერვიუ იმ ადამიანთან, რომელსაც თქვენთვის საინტერესო პროფესია აქვს, კითხეთ მათთან პრაქტიკის გავლა ხომ არ შეიძლება. ან გამოიყენეთ ფრილანსერული შესაძლებლობები, რომ ახალი პროექტები თქვენს დღის განრიგს მოერგოს.

 

ასევე, შეამოწმეთ განცხადებები და ადგილობრივი კომპანიები, რადგან არასდროს იცით, რა შესაძლებლობას შეიძლება მიაგნოთ.

 

4. დაიწყეთ სწავლა

 

თუ სრულიად განსხვავებულ ინდუსტრიაში გსურთ გადასვლა, მხოლოდ მოხალისეობა და სტაჟირება არ იქნება საკმარისი ახალი პოზიციისთვის. ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა IT ან ჯანდაცვა სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვენ.

 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ მოიძიოთ რა განათლება და უნარები სჭირდება  თქვენთვის სასურველ ახალ კარიერას. მრავალი ონლაინ პროგრამის გავლა ასინქრონულად შეგიძლიათ, ისინი მარტივად მოერგება თქვენს სამუშაო გრაფიკს. მაგრამ, სასწავლო პროგრამები, რომლებსაც ფიზიკურ სივრცეში დასწრება სჭირდება, ნაკლებად მოქნილია და მოგიწევთ, რომ მათთვის თქვენი გრაფიკიდან დრო გამოყოთ.

 

ონლაინ კურსების მოსაძიებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ MOOC-ი ან OpenCourseWare და მიიღოთ ფუნდამენტური ცოდნა თქვენთვის საინტერესო მიმართულებაზე.

 

5. დაისახეთ SMART მიზნები

SMART მიზნები არის:

  • კონკრეტული (specific)
  • გაზომვადი (measurable)
  • მიღწევადი (achievable)
  • რეალისტური (realistic)
  • დროში გაწერილი (time-bound)

 

ამ ტიპის მიზნების ყოველთვის აქვს შედეგი, რადგან ისინი მოითხოვენ ზუსტად გაწერილ სამოქმედო გეგმას და მოქმედებებს.

ამიტომაც, როდესაც კარიერის ცვლილებას გადაწყვეტთ, მიზანი აუცილებლად გახადეთ კონკრეტული. ზუსტად განსაზღვრეთ, თუ რომელი პროგრამების გავლა მოგიწევთ,  რა ღონისძიებებს უნდა დაესწროთ ან რამდენი თვე დასჭირდება სწავლის პროცესს. კარგად შეისწავლეთ თქვენი სამუშაო გრაფიკი და დარწმუნდით, რომ თქვენი მიზნები რეალისტური და მიღწევადია.

ასევე, კარგი იქნება, თუ თქვენს მიზანს პატარა სექციებად დაყოფთ. მაგალითად, პირველი ნაბიჯი საჭირო განათლების მიღება იქნება, ხოლო ამის შემდეგ დაიწყებთ საჭირო კავშირების მოგროვებას. 

თითოეული სექცია შეადგინეთ SMART-ის მიხედვით და თვალი ადევნეთ თქვენს პროგრესს. ეს დრო ყველასთვის განსხვავებული იქნება. შეიძლება კონკრეტული მიზნის მისაღწევად დაგჭირდეთ 3, 6 ან 12 თვე.
 

6. არ დაივიწყოთ თქვენი მიზანი:

არ დაგავიწყდეთ, თუ რატომ გადაწყვიტეთ კარიერის შეცვლა (შეიძლება გსურთ, რომ უფრო ბედნიერი იყოთ ან უფრო მნიშვნელოვანი საქმე აკეთოთ). იმის მიუხედავად, თუ რა დრო დასჭირდება მას ან რამდენ წინააღმდეგობას წააწყდებით, ხშირად შეახსენეთ თავს თქვენი მიზნები - რა გაბედნიერებთ, როგორ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება გამოიყურებოდეს, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რამდენი ფული გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენი საჭიროებები დაკმაყოფილდეს და სხვა.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა