IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ დავსაქმდეთ ამერიკაში დისტანციურად?

1000

მოტივაცია

20.08.2024

1704 დათვალიერება

დისტანციური სამუშაო პოზიციების რაოდენობის ზრდასთან ერთად, აშშ-ში ცხოვრება აღარ გვჭირდება იმისათვის, რომ გიგანტურ ამერიკულ კომპანიაში ვიმუშაოთ. შეგიძლიათ იცხოვროთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სადაც ამოდის მზე და არის კარგი ინტერნეტ კავშირი

 

5 ცნობილი ტექნოლოგიური კომპანია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ საკუთარი ხარჯების შემცირების მიზნით დაასაქმონ ადამიანები განვითარებადი ქვეყნებიდან, Apple Inc. Google (Alphabet Inc.) Facebook (Meta Platforms, Inc.) Hewlett-Packard (HP) Intel Corporation

 

მეორეს მხრივ, ამერიკულ კომპანიაში დისტანციურად მუშაობა შეიძლება სირთულეებთანაც იყოს დაკავშირებული. მაგალითად, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ გაქვთ უფლება იმუშაოთ იმ ქვეყნიდან, სადაც იმყოფებით. თქვენ უნდა შეასრულოთ საგადასახადო ვალდებულებები აშშ-ში და შესაძლოა იმ ქვეყანაშიც კი, სადაც იმყოფებით. თქვენც და თქვენს დამსაქმებელსაც დაგჭირდებათ საგადასახადო ვალდებულებები ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად

 

 

საბედნიეროდ, გლობალური სახელფასო სისტემები საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც მუშაობის უფლება გაქვთ. დამსაქმებელთან ან საშუამავლო კომპანიასთან მუშაობა, როგორიც არის Remote, ყველაფერს აადვილებს, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ოცნებობთ დაიწყოთ მუშაობა ამერიკულ კომპანიაში, ან გსურთ საზღვარგარეთ წასვლა და უკვე მუშაობთ ამერიკელ დამსაქმებელთან, ეს სახელმძღვანელო თქვენთვისაა. აქ განვიხილავთ, თუ როგორ მოძებნოთ და დაიწყოთ დისტანციური სამუშაო, როგორ წახვიდეთ საზღვარგარეთ თქვენი ამჟამინდელი სამსახურის შენარჩუნებით და როგორ მიიღოთ ანაზღაურება დღეში $350-დან

 

როგორ დავიწყოთ დისტანციური მუშაობა ა.შ.შ.-ი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან?

დასაწყისისთვის აუცილებლად დავრწმუნდეთ რომ ვფლობთ საჭირო უნარებს და ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს განვითარებული გიგანტური კომპანიები რომ ითხოვენ, იქნება ეს შემოქმედებითი და სახალისო UI/UX დიზაინი თუ ინტერიერის დიზაინი, Front-end ვებ-პროგრამირება თუ უნივერსალური და მარტივად შესასწავლი Python პროგრამირება

 


საჭირო უნარებით აღჭურვილი და კარგად მომზადებული თუ ხარ, ერთჯერადი ან ხანგრძლივი სამსახურის მოსაძიებლად და ათი ათასობით დოლარის გამოსამუშავებლად საჭიროა თქვენი პროფილის რეგისტრაცია რამოდენიმე პლატფორმაზე

 

 

მოამზადეთ კარგი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. გასაუბრებისთვის მოემზადეთ ონლაინ კომუნიკაციისთვის - შეამოწმეთ თქვენი ტექნიკა და ინტერნეტის ხარისხი.

 

გრძელვადიანი დასაქმების შემთხვევაში, არსებობს რამდენიმე გასათვალისწინებელი საკითხი, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ისეთი შუამავალი კომპანიის გამოყენება, რომელსაც ეწოდება "Employer of Record" ანუ EOR. ეს კომპანიები ეხმარებიან ამერიკულ ფირმებს დაიქირაონ თანამშრომლები სხვა არამეგობრულ ქვეყნებში. ისინი აგვარებენ ყველა იურიდიულ და საგადასახადო საკითხს. თქვენთვის ეს ნიშნავს, რომ ოფიციალურად დასაქმებული იქნებით EOR-ში, მაგრამ რეალურად იმუშავებთ ამერიკული კომპანიისთვის.

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

შესაძლებელია ასევე მუშაობა როგორც დამოუკიდებელი კონტრაქტორი. ამ შემთხვევაში თქვენ არ იქნებით კომპანიის ოფიციალური თანამშრომელი, არამედ გექნებათ სახელშეკრულებო ურთიერთობა. ეს უფრო მარტივია კომპანიისთვის, მაგრამ თქვენ თვითონ მოგიწევთ გადასახადების გადახდაზე ზრუნვა, რაც საქართველოში საკმაოდ ადვილია, ტაილანდში კი ძნელი

 

რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ ქვეყნის კანონები, სადაც ცხოვრობთ ახლა ან იცხოვრებთ მომავალში. ზოგ ქვეყანაში კონტრაქტორად მუშაობა შეიძლება არ იყოს ნებადართული ან განსხვავებულად რეგულირდებოდეს. საცხოვრებელს თუ შეიცვლით,  შეატყობინეთ თქვენს დამსაქმებელს. შეიძლება დაგჭირდეთ ახალი სამუშაო ვიზა ან ნებართვა

 

საქართველოს გარდა, რომელია მსოფლიოში საუკეთესო ლოკაციები დისტანციური მუშაობისთვის?

ეს რთული კითხვაა და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ის, რაც ერთი ადამიანისთვის საუკეთესოა, შეიძლება მეორესთვის არ მიუღბელი იყოს. აქ არის გასათვალისწინებელი რამდენიმე ფაქტორი:

• საგადასახადო განაკვეთები: გადასახადებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენს შრომის ანაზღაურებაზე.

• ცხოვრების ღირებულება: იგივე ხელფასი არ გეყოფათ პარიზში, რაც საკმარისზე მეტიც კი იქნება ბათუმში

• ამინდი: თუ გრძელ ზამთარს ვერ უმკლავდებით, შეიძლება დაგჭირდეთ უფრო ტროპიკული ლოკაციების ძებნა.

• ენობრივი ბარიერი: რამდენად შეძლებთ ნავიგაციას თქვენი სამუშაოს მიღმა სამყაროში?

• კულტურა: ალბათ გსურთ იპოვოთ ისეთი ადგილი, რომელიც შეესაბამება ქართულ ცხოვრების წესს

 

ეს ფაქტორები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია, აქ ნახავთ საუკეთესო ლოკაციებს და პოპულარულ ჰაბებს დისტანციურად მუშაობისთვის მსოფლიოს გარშემო, იპოვით თქვევთვის საჭირო ყველა ინფორმაციას - best destinations for remote work.

 

 

ტექნოლოგიურ სექტორში თუ მოღვაწეობთ, სამუშაო არ არის პირდაპირ მიჯაჭვული იმ ადგილს, სადაც ცხოვრობთ. თუ თქვენ ოცნებობთ იმუშაოთ ამერიკულ კომპანიაში, მაგრამ ცხოვრობთ გორში, ან მუშაობთ ამერიკულ კომპანიაში და ოცნებობთ საზღვარგარეთ ცხოვრებაზე, უკვე შეგიძლიათ ეს განახორციელოთ!

 

გახსოვდეთ, ფანტაზიის, ენთუზიაზმისა და მუდმივად ახლის სწავლის კომბინაციით წინსვლა გარანტირებული გაქვს. არ დაკმაყოფილდეთ ნაკლებით, როცა შეგიძლიათ მეტი!  გაიარეთ ჩვენი დაფინანსებული საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდები, რომლის სერტიფიცირებასაც ახორციელებს A Pearson VUE business by Certiport, მიიღეთ საერთაშორისო სერტიფიკატი შემდეგ მიმართულებებში, JavaScript, C#, HTML, CSS

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა