IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ მოვიპოვოთ სტაჟირების შესაძლებლობა

როგორ მოვიპოვოთ სტაჟირების შესაძლებლობა

მოტივაცია

29.04.2022

2910 დათვალიერება

სამუშაოს ყველა მაძიებელს უნდა ჰქონდეს გარკვეული დონის გამოცდილება ან ცოდნა იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელსაც ეძებს - ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა დამსაქმებლის პერსპექტივიდან. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი უფრო შეუფერხებლად წარიმართება, თუ სამსახურში ახლად აყვანილ ადამიანს ასე თუ ისე მყარი ნოუ-ჰაუ ექნება. ეს საკითხი ყოველთვის იყო გამოწვევა ახალ კარიერაში შებიჯებისას - საწყისი გამოცდილების მიღება.

 

ღირებული გამოცდილების მიღების ერთ-ერთი გზაა სტაჟირება. რაც უფრო მეტად გესმით სტაჟირების მნიშვნელობა და ღირებულება, მით უკეთ იქნებით მომზადებული, რათა გადაწყვიტოთ, არის თუ არა ეს თქვენთვის სწორი კარიერული ნაბიჯი. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სტაჟირების მნიშვნელობას, სად მოძებნოთ ის და როგორ მოხვდეთ გასაუბრებაზე.  

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სტაჟირების გავლა?

სტაჟირება მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. ის შესანიშნავი გზაა კონკრეტულ სფეროში გამოცდილების მოსაპოვებლად, თქვენი უნარების გასაძლიერებლად და კოლეჯისთვის კრედიტების მოსაპოვებლად. თუ განიხილავთ სხვა სფეროში გადასვლას, სტაჟირება ასევე საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ ახალი ინდუსტრია, სანამ სრულ კარიერულ ცვლილებას განახორციელებთ. და ბოლოს, სტაჟირება საშუალებას გაძლევთ დაუკავშირდეთ თქვენს სფეროში არსებულ სხვა ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი სამომავლო კარიერული ვარიანტების რაოდენობის განვრცობა. საბოლოო ჯამში, სტაჟირება მნიშვნელოვანი გზაა ღირებული გამოცდილების მისაღებად, რომელსაც შეუძლია გააფართოვოს თქვენი ცოდნა, არ აქვს მნიშვნელობა სფეროს.

 

სად ვიპოვოთ სტაჟირებების პროგრამები

გარდა კოლეჯის კამპუსებისა და დეპარტამენტების შიგნით მრჩევლებისგან მოცემული რეკომენდაციებისა, სტაჟირების მოსაძებნად ზოგიერთი გავრცელებული რესურსი მოიცავს: ინტერნეტ სიებს, სამუშაო გამოფენებს, თქვენს ქსელს, სოციალურ მედიას, კარიერულ ცენტრებს და კომპანიის ვებსაიტებს. დაწვრილებითი ინფორმაცია თითოეული ამ წყაროს შესახებ მოცემულია ქვემოთ:

 

1. ინტერნეტ სიები

ინტერნეტი გვთავაზობს ვებსაიტების სიმრავლეს სტაჟირების შესახებ განცხადებებით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ საძიებო სისტემები (როგორიცაა Indeed) სტაჟირების ძიებისას და შეგიძლიათ, როგორც წესი, გაფილტროთ ეს ძიება მდებარეობისა და ინდუსტრიის მიხედვით, რათა იპოვოთ ის, რაც შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და ინტერესებს.

 

2. სამუშაო გამოფენები

სამუშაო გამოფენები შესანიშნავი ადგილია სტაჟირების შესაძლებლობების მოსაძებნად, რადგან ისინი გაძლევთ შესაძლებლობას შეხვდეთ კომპანიის წარმომადგენლებს და დაქირავების პოტენციურ მენეჯერებს. მიუხედავად იმისა, რომ აღარ არის ისეთი პოპულარული, როგორც ადრე იყო, სამუშაო გამოფენები რჩება კომპანიასთან კონტაქტის დამყარებისა და შესაძლებლობების შესწავლის შესანიშნავ გზად.

 

3. თქვენი კავშირები

სტაჟირების პოვნის კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა უბრალოდ ზეპირი კომუნიკაცია. შესაბამისი ინდუსტრიული კავშირების დამყარება ან უახლოესი ადამიანების გამოკითხვა, თუ სმენიათ რაიმე არსებული შესაძლებლობების შესახებ, ზოგჯერ საუკეთესო გზაა ახალი პროფესიული შესაძლებლობის მოსაძებნად, მათ შორის სტაჟირების პოვნის შემთხვევაში.

 

4. სოციალური მედია

სოციალური მედია გახდა საშუალება, რომ კომპანიებმა მიაღწიონ მომხმარებლებამდე. გაითვალისწინეთ, თვალი ადევნოთ თქვენს საყვარელ კომპანიებს და პერიოდულად შეამოწმეთ მათი პროფილები ახალი სტაჟირების შესაძლებლობების გამოქვეყნებისთვის. გარდა ამისა, იფიქრეთ თქვენს პროფილებზე იმის გაზიარება, რომ ეძებთ სტაჟირებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბევრი გამოხმაურება თქვენი სოციალური მედიის წრიდან.

 

5. კარიერული ცენტრები

თქვენი ადგილობრივი კარიერული ცენტრი შესანიშნავი ადგილია სტაჟირების მოსაძებნად. აქ, მათ შეეძლებათ გითხრათ თქვენს რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე და გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე აპლიაკაციებისა და გასაუბრებების შესახებ, რაც შეიძლება გქონდეთ.

 

6. კომპანიის ვებსაიტები

თუ უკვე იცით რომელიმე კომპანია, სადაც გსურთ რომ იმუშაოთ, მოძებნეთ მათი ვებსაიტები და გადადით მათი კარიერის გვერდზე. ხშირად, კომპანიები მიუთითებენ სტაჟირებას, რომელიც მათ აქვთ თავიანთი ვებსაიტის კარიერის განყოფილებაში. პერიოდულად შეამოწმეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ არ გამოტოვებთ რომელიმე შესაძლებლობებს.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

როგორ მოვიპოვოთ სტაჟირების შესაძლებლობა

სტაჟირების პოვნა სამუშაოს პოვნასა და დაწყებას ჰგავს. გამოიყენეთ შემდეგი ნაბიჯები, რომლებიც დაგეხმარებათ სტაჟირების პოვნისას:

  • განსაზღვრეთ სტაჟირების ტიპი, რომელსაც ეძებთ

  • დაიწყეთ სტაჟირების ძიება

  • გაგზავნეთ აპლიკაცია შესაბამის სტაჟირებაზე

  • თვალყური ადევნეთ აპლიკაციას

  • მოემზადეთ სტაჟირების გასაუბრებისთვის

  • წადით გასაუბრებაზე

 

1. განსაზღვრეთ სტაჟირების ტიპი, რომელსაც ეძებთ

დასაწყისისთვის, თქვენ უნდა განსაზღვროთ რას ეძებთ სტაჟირებაზე. ეს შეიძლება შეესაბამებოდეს თქვენს სფეროს ან, შესაძლოა, გსურთ სცადოთ სრულად სხვა ინდუსტრია. ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ დროის ხანგრძლივობა, რომლის გატარებაც გსურთ სტაჟირებაზე; გსურთ თუ არა სტაჟირება ზაფხულში; დავალებები, რომლებსაც შეასრულებთ და კომპანიების ტიპები, რომლებშიც გსურთ სტაჟირება. შეადგინეთ კომპანიების სია, რომლებშიც გსურთ მუშაობა, რათა დაგეხმაროთ თქვენი ძიების წარმართვაში.

 

2. დაიწყეთ სტაჟირების ძიება

მას შემდეგ რაც გაარკვევთ, რა გსურთ მიიღოთ გასაუბრებიდან, დაიწყეთ სტაჟირების ძიება. მიუხედავად იმისა, სტაჟირების ძიებას გადაწყვეტთ ინტერნეტში, სამუშაოების გამოფენაზე თუ სხვადასხვა მეთოდების კომბინაციით, შეეცადეთ იპოვოთ ხარისხიანი სტაჟირება, სადაც დარწმუნებული იქნებით, რომ მიიღებთ ღირებულ ცოდნას. მნიშვნელოვანია მუდამ აკონტროლებდეთ სტაჟირების შესაძლებლობებს, რადგან სავარაუდოდ სხვებიც იბრძვიან იმავე როლისთვის. ჰკითხეთ სხვებს თქვენს ინდუსტრიაში, აქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია ახალი შესაძლებლობების შესახებ. ეს დაგეხმარებათ ნებისმიერ კონკურენციაზე გამარჯვებაში.

 

3. გაგზავნეთ აპლიკაცია შესაბამის სტაჟირებაზე

როგორც კი იპოვით შესაფერის სტაჟირებას, დაიწყეთ აპლიკაციის მომზადება. დაიწყეთ თქვენი რეზიუმეს შექმნით, რეფერენსების მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში პორტფოლიოს შექმნით და სამოტივაციო წერილს დაწერთ. როდესაც საქმე ეხება თქვენი რეზიუმეს შექმნას, დარწმუნდით, რომ ჩამოთვალეთ შესაბამისი უნარები რაც ვაკანსიაშია მოთხოვნილი. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ როდის არის განაცხადის ბოლო ვადა. თუ განაცხადს რამდენიმე სტაჟირებაზე აკეთებთ, დარწმუნდით, რომ მორგებული გაქვთ თქვენი სამოტივაციო წერილი თითოეულ პოზიციაზე.

 

4. თვალყური ადევნეთ აპლიკაციას

თუ უკვე ორი კვირა გავიდა და კომპანიისგან არაფერი გსმენიათ, იფიქრეთ დაკავშირებაზე. დაურეკეთ ან ელფოსტაზე მიწერეთ დაქირავების მენეჯერს და ჰკითხეთ, სჭირდებათ თუ არა მათ თქვენგან დამატებითი მასალები. შესაძლოა, მათ ჯერ არ დაუწყიათ განაცხადების განხილვა ამ პოზიციაზე ან არ დაუგზავნიათ პასუხები.

 

5. მოემზადეთ სტაჟირების გასაუბრებისთვის

შემდეგ, საჭიროა მოემზადოთ იმ შემთხვევისთვის, თუ გასაუბრება ჩაგინიშნეს. პირველ რიგში, შეგიძლიათ შეისწავლოთ კომპანია უფრო დეტალურად, რათა დაადგინოთ მისი ღირებულებები და მისია. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ გასაუბრების დროს ხშირად დასმული კითხვები კონკრეტული როლისა და ინდუსტრიისთვის და ივარჯიშოთ გასაუბრებაში ოჯახის წევრთან ან მეგობართან. ვარჯიში და მომზადება არა მხოლოდ გაძლევთ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა უნდა ილაპარაკოთ, არამედ ხელს უწყობს დამშვიდებას გასაუბრების დროს. ასევე სასარგებლოა წინასწარ მოძებნოთ გასაუბრების ადგილი, რათა იცოდეთ, სად არის შენობა თქვენი გასაურების დღეს. გაითვალისწინეთ შესაძლო საცობი და მოამზადეთ ტანსაცმელი, რომლის ჩაცმასაც აპირებთ.

 

6. წადით გასაუბრებაზე

როგორც კი გასაუბრების დღე დადგება, დარწმუნდით, რომ გაცვიათ სათანადოდ და დროულად მიდით დანიშნულების ადგილზე. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის ენას და იყავით აქტიური მსმენელი. დაქირავების მენეჯერები აფასებენ კანდიდატებს, რომლებიც კარგად ურთიერთობენ მათთან. გასაუბრების შემდეგ აჩვენეთ თქვენი ენთუზაზმი სტაჟირებასთან დაკავშირებით მეტი დეტალის გამოკითხვით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა