IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

როგორ დავეხმაროთ ახალგაზრდებს კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში?

27.11.2021

590 დათვალიერება

ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც ის ხდება კონკრეტული დარგის პროფესიონალი და უვითარდება ისეთი უნარები და კომპეტენციები, რომელიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციასა და შინაგანი წონასწორობის დამყარებაში

 

ახალგაზრდებს უშრეტი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი ამოძრავებთ, ესაუბრეთ თქვენს შვილს პროფესიებზე რომელიც აინტერესებს, განიხილეთ მასთან ერთად ესა თუ ის მიმართულება არა როგორც მშობელმა, არამედ როგორც მეგობარმა. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ სხვადასხვა პროფესიის კვლევაში ან გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში და დადებითად იმოქმედოთ თქვენი შვილის არჩევანზე

 

დაისახეთ კარირული გეგმები

თქვენს შვილს მოუწევს გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა ასაკში. მნიშვნელოვანია პატარაობიდანვე დაუსვათ მათ შეკითხვები კარიერულ გზასთან დაკავშირებით, შეეკითხეთ სამუშაოებზე, რომლებსაც სხვა ადამიანები ასრულებენ. ეს შეიძლება იყოს ვინმე ნათესავი ან უცნობი ადამიანები, რომლებსაც ისინი ქუჩაში ხვდებიან, ვინმე, ვისაც ხედავენ ტელევიზორში ან ჟურნალებში. თქვენ ასევე შეგიძლიათ იმსჯელოთ სამუშაოების ტიპებზე, რომლებიც შეიძლება შეესაბამებოდეს მათ ინტერესებს, უნარებს ან მისწრაფებებს.

 

მოუსმინეთ თქვენს შვილს

იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს კარიერის დაგეგმვაში, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ:

  • გულდასმით მოუსმინოთ, არ განსაჯოთ
  • იყოთ ღია იდეებისთვის და წაახალისოთ, გამოიკვლიონ თავიანთი ყველა ვარიანტი
  • გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის არჩევანი და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მის მისწრაფებებსა და შესაძლებლობებს და არა იმას, თუ რას ფიქრობთ თქვენ, რომ უნდა აკეთებდეს თქვენი შვილი
  • გახსოვდეთ, რომ ყველას არ აქვს მკაფიო წარმოდგენა, რისი გაკეთება სურს, ამიტომ თქვენი შვილის კარიერული მოსაზრებები შეიძლება შეიცვალოს ასაკის მატებასთან ერთად

 

დაეხმარეთ შვილს კარიერის დაგეგმვაში

მას შემდეგ, რაც თქვენს შვილს ექნება გარკვეული წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება სურს, წაახალისეთ იგი, ჩაატაროს გარკვეული კვლევა. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ იმის გარკვევაში, თუ რა არის საჭირო კონკრეტულ კარიერაში მუშაობისთვის.

 

გარდა იმისა, რომ დაეხმარებით მათ გადაწყვიტონ მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები, თქვენ ასევე დაეხმარებით მათ განავითარონ გადაწყვეტილების მიღების უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია ზრდასრულ ცხოვრებაში. მათ უნდა განიხილონ სხვადასხვა ვარიანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები, მიიღონ გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე - შემდეგ დაიწყონ გეგმის გახორციელებაზე ზრუნვა.

 

არ დაკარგოთ დრო! გამოიყენეთ ის უკეთესი მომავლის შესაქმნელად

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

როგორ დავაინტერესოთ მოზარდი სამომავლო პროფესიით?

იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს იფიქროს სხვადასხვა არჩევანზე, შეგიძლიათ წაახალისოთ შემდეგნაირად:

  • ესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე
  • სთხოვეთ გააკეთოს სხვადასხვა პროფესიის კვლევა
  • სთხოვეთ გაეცნოს განათლების, დასაქმებისა და ტრენინგების სფეროში არსებულ სიახლეებს
  • სთხოვეთ მოიძიოს ინფორმაცია საინტერესო ტრენინგების, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების მიღების მოთხოვნების შესახებ, ასევე, რა არის საჭირო სამუშაოსთვის, რომლითაც დაინტერესებულია
  • დააცადეთ განივითაროს თავიანთი უნარები კლუბებში და აქტივობებში მონაწილეობით, როგორც სკოლის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ - ეს დაეხმარება კურსებზე ან სამუშაო პოზიციებზე განაცხადის შეტანისას
  • ეცადეთ ზაფხულში დასაქმდეს, ეზიაროს ფიზიკურ სამუშაო გამოცდილებას
  • დაესწროს უკლებლივ ყველა კარიერულ ღონისძიებას, რომლებსაც მათი სკოლა აწყობს

 

მნიშვნელოვანი სფეროები დღეს და მომავალში 

წარმატებული კარიერული არჩევანის გასაკეთებლად, სასურველია თქვენც გესმოდეთ დასაქმების მიმდინარე და მომავალი შესაძლებლობების შესახებ, ასევე, ერკვეოდეთ ტექნოლოგიებში, რადგან სულ უფრო მეტი ახალი პროფესია იბადება და ახალი ვაკანსია ჩნდება მეცნიერებაში, ტექნოლოგიაში, ინჟინერიასა და მათემატიკაში (STEM).

 

 

მომავლის ტრენდია:

  • მცირე ბიზნეს და ფინანსური მომსახურება (მათ შორის, ბუღალტერია, კორპორატიული აღდგენა, ფინანსური ანალიტიკოსები)
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT) (განსაკუთრებით პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების უნარები, მონაცემთა ბაზის შემუშავება, სისტემების არქიტექტურა და ინტერნეტის სპეციალისტის უნარები) - პროგრამირება - პროფესია სკოლის პარალელურად
  • აგრო-სასურსათო სექტორი (მათ შორის, ლაბორანტები, კვების მეცნიერები, ბიოტექნიკა, დანადგარებთან მომუშავეები)
  • ქსელები, მოწინავე წარმოება და ინჟინერია (IT მხარდაჭერა, CAD უნარები, CNC დანადგარებთან მომუშავეები, მექანიკური და ელექტრო ინჟინერიის უნარები, მათ შორის ტექნიკოსის დონეზე) - IT მხარდაჭერა
  • განახლებადი ენერგიები და გადამუშავება
  • ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო მეცნიერებები (ბიოტექნოლოგია, ფარმაცევტული პროდუქტები, ბიოსამედიცინო ტექნოლოგიები, სასიცოცხლო გამოყენებითი ტექნოლოგიები, კვების პროდუქტები და ბიოსამედიცინო მოწყობილობები)
  • შემოქმედებითი და ციფრული მედია - კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
  • სასტუმროები და კვების ბიზნესი (ტურიზმი)
  • საცალო ვაჭრობა

 

 

ახალგაზრდება უნდა დაიწყონ სწავლის პარალელურად მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას ისე სამუშაო გამოცდილების მიღებასა და შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ცხადია იმისთვის, რომ ეს ეკონომიკისთვის შეთავსებადი იყოს, აუცილებელია სოლიდარული საგადასახადო სისტემაზე გადასვლა, საითაც საქართველო მიისწრაფვის

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა