IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ დავნერგოთ დისტანციური გასაუბრების ტექნიკა და რა ბენეფიტები აქვს მას

15.06.2025

598 დათვალიერება

თანამედროვე დასაქმების ბაზარზე ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებსა და რეკრუტერებს ახლებური მიდგომები შესთავაზა, რომლებიც კლასიკური ინტერვიუს სტრუქტურას ნელ-ნელა ცვლის და ქმნის უფრო ინოვაციურ გამოცდილებას - დისტანციური და 3D ინტერვიუს სახით.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური გასაუბრება მრავალი კომპანიის სტანდარტულ პრაქტიკად იქცა, ბევრ ორგანიზაციაში ის ჯერ კიდევ ტრადიციულ ფორმატთან ერთად ფუნქციონირებს ან საერთოდ არ გამოიყენება. სწორედ ამიტომ, დღეს აქტუალურია კითხვა - როგორ დავნერგოთ დისტანციური გასაუბრების ტექნიკა სწორად და ეფექტურად?

პირველ რიგში საჭიროა განისაზღვროს რომელ ეტაპებზე იქნება გამოყენებული დისტანციური გასაუბრების ფორმატი: მხოლოდ პირველად ეტაპზე, ტექნიკური უნარების შეფასების ნაწილზე თუ ფინალური ინტერვიუსთვის. სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ეფექტური გამოყენება შერჩევის სრულ ციკლშიც კი.

შემდეგი ნაბიჯია პლატფორმის შერჩევა - მაგალითად, Zoom, Teams ან Google Meet. აუცილებელია პლატფორმა იყოს მარტივი გამოსაყენებელი და უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება. ამასთანავე,  რეკრუტერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური უნარები, რათა ინტერვიუ ხარისხიანად წარიმართოს.

ინტერვიუს ჩანიშვნისას კანდიდატს წინასწარ უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია: ინტერვიუს დრო, პლატფორმა და შეხვედრის ბმული. ეს ამცირებს გაუგებრობების რისკს და ქმნის მაღალი ხარისხის გამოცდილებას. ასევე მნიშვნელოვანია უკუკავშირის მექანიზმი, გასაუბრების შემდეგ.

დღეს, როცა გეოგრაფიული საზღვრები სულ უფრო ნაკლებად განსაზღვრავს პროფესიულ შესაძლებლობებს, დისტანციური გასაუბრების დანერგვა ერთ-ერთი ყველაზე გონივრული ნაბიჯია.
დროა, ტრადიციულ ინტერვიუს პარალელურად ადგილი დავუთმოთ მოქნილ, ინკლუზიურ და ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ მიდგომებს - რათა შერჩევის პროცესი გახდეს ეფექტური, თანამედროვე და ადამიანზე ორიენტირებული.

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა