IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ გამოვიმუშავოთ დამატებითი შემოსავალი ბლოგის წარმოებით?

22.01.2022

1113 დათვალიერება

გინდათ დამატებითი შემოსავალი და საქმე, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ სტაბილური ანაზღაურება მცირე სამუშაოს შესრულებით?

თავისუფალი დროის ათვისებით ბლოგის დაწყება, დამატებითი შემოსავლის წყაროს გასაჩენად საუკეთესო გზაა, კარგი ბლოგი ხელს შეგიწყობთ დაიკმაყოფილოთ თქვენი ყველა ფინანსური საჭიროება. ამის გაკეთება კიდევ უფრო იოლი იქნება, თუ ფლობთ დიზაინის ან კოდირების უნარს. თუმცა, ბლოგში მოცემულია ყველაზე საუკეთესო მეთოდები მარტივი შემოსავლისთვის ბლოგის წარმოების სახით.

ბლოგერობა მშვენიერი გზა არის დასაქმებული ხალხისთვის, დიასახლისებისთვის და სტუდენტებისთვის, რომ გახდნენ ფინანსურად თავისუფალი დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნის საშუალებით, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ:

  1. იმუშაოთ თქვენი დროის და ადგილმდებარეობის არჩევით
  2. შექმნათ შემოსავლის ავტომატიზებული წყარო

მზად ხართ დაიწყოთ სწავლა როგორ შექმნათ წარმატებული ბლოგი და თვეში იშოვოთ 500 აშშ დოლარზე მეტი?

როგორ შევქმნათ ბლოგი?

არსებობს ბლოგის წარმოების რამდენიმე ყველაზე პოპულარული პლატფორმა: Medium, Blogger, WordPress და Youtube. Blogger გთავაზობთ მარტივად შექმნათ ვებგვერდები, WordPress -ზე კი შეგიძლიათ რაც გინდათ გააკეთოთ, თუმცა საჭიროებს გაცილებით მეტ მორგებას.

 

მე გირჩევთ WordPress-ის გამოყენებას თქვენი ბლოგის შესაქმნელად იმიტომ, რომ ბლოგისთვის ნამდვილად საჭიროა გარდაქმნის უნარი, რათა დაგეხმაროთ მოახდინოთ გავლენა ლამაზი დიზაინითა და განლაგებით.
ბლოგის შექმნა არის საკუთარი ბრენდის შექმნა, მაგრამ დასაწყისში თქვენ არ საჭიროებთ მეტი ინვესტიციის გაღებას ძვირადღირებული ჰოსტინგის სერვისებისა და თემების შესაძენად.

თქვენი ვებგვერდის გაშვებისთვის გჭირდებათ დომენის სახელწოდება და ჰოსტინგი.დომენის უამრავი სახელწოდება და ჰოსტინგის პროვაიდერის მომსახურება, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ. დარეგისტრირდით Ge.domains, Domenebi.ge-ზე ან Bluehost -ზე, ეს პროვაიდერები უზრუნველყოფს ჰოსტინგის მომსახურებას


wordpress-ში ბლოგის შექმნის საფეხურები:

  • ნიშას არჩევა
  • თქვენი დომენის სახელწოდების შერჩევა
  • საუკეთესო Wordpress-ის ჰოსტინგის არჩევა

განავითარე ნიჭი და გაიფართოვე შესაძლებლობები, დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი

წარმატებული !

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

როგორ შეგიძლიათ იპოვოთ მომგებიანი მიმართულება თქვენი ბლოგისთვის? 

მიმართულების სწორად შერჩევა არის პირველი საფეხური მომგებიანი ბლოგის გაშვებისთვის. ბლოგის მიმართულების იგივე ნიშა არის სფერო ან ტოპიკი, სადაც თქვენ გსურთ დაწეროთ თქვენი ბლოგ პოსტი. ბლოგერობა შეიძლება იყოს სახალისო, თუ აირჩევთ თქვენს ბლოგს ჭკვიანურად, რადგანაც აუცილებელია იყოთ თანმიმდევრული და მოგწონდეთ თემა, რომლის შესახებადაც წერთ.

თქვენი ნიშა შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, როგორიცაა შვილის მოვლა, მოგზაურობა, ბაღის სამუშაოები, სამზარეულო, კოდირების შესწავლა, ციფრული მარკეტინგი, ბიზნესს რჩევები და ა.შ.

რომელია კარგი მიმართულება, რა არის კარგი ნიშა?

ბლოგის გაშვებამდე, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი 4 რჩევა კარგი ნიშას შესარჩევად:

  • თქვენი ინტერესი და ცოდნა
  • თვიური ძიების სისტემის ძებნები
  • საქმისთვის ღირებულება
  • ზრდის შესაძლებლობა

მაშასადამე, მნიშვნელოვანია დაიწყოთ ბლოგი ისეთ თემაზე, რომელიც თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ, თქვენ უნდა გქონდეთ ცოდნა და უნარი, რათა გაართოთ აუდიტორია დიდი ხნის მანძილზე და გამოიმუშაოთ ღირებულება მათთვის. ხალხი ზოგადად ირჩევს მიმართულებას, რომელიც ტრენდულია და უფრო მომგებიანი, თუმცა არ აქვთ ცოდნა ან ინტერესი აღნიშნულ სფეროში.

წარმოვიდგინოთ, რომ გიყვართ კერძების მომზადება და გაქვთ კარგი გამოცდილება ჩიხირთმისა და ჩაქაფულის მზადებაში, შეგიძლიათ შექმნათ აუდიტორია მათთვის ღირებულების უზრუნველყოფით.

 

შემდგომ თქვენთვის შემდეგი საფეხური იქნება დომენის სახელწოდების შერჩევა.

 

როგორ უნდა აარჩიოთ დომენი სახელწოდება და ჰოსტინგი თქვენი ბლოგისთვის?

დომენის სახელწოდება არის თქვენი ვებგვერდის/ბლოგის სახელი. აირჩიეთ მოკლე დომენის სახელწოდება, რომ იყოს მარტივი ტექსტად ასაკრეფად, სათქმელად და დასამახსოვრებლად. დომენის სახელწოდებას გააჩნია თავისი ღირებულება და აჩვენებს თქვენი ბლოგის საიმედოობას
 

როგორ მოახდინოთ თქვენი WordPress ბლოგის მონეტიზირება
WordPress ბლოგის მონეტიზაციისთვის არსებობს მრავალი ხერხი, თუმცა ადრეულ სტადიაში თქვენი მიზანი უნდა იყოს ფულის პირდაპირი გამომუშავება.იმუშავეთ ღირებულების შექმნისთვის სულ ცოტა სამი თვის მანძილზე. ბლოგერობა ასევე წარმოადგენს ტესტს თქვენს შეუპოვრობაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში თქვენთვის ცხადი გახდება, რომ არ არსებობს ზღვარი თუ რამდენის შოვნა შეიძლება ბლოგის წერით.

როგორ იშოვოთ შემოსავალი სტანდარტული ბლოგის შემთხვევაში:

  • google ads-ების განთავსებით
  • აფილირებული მარკეტინგით
  • თქვენი მომსახურებების და პროდუქტების გაყიდვით
  • ონლაინ კურსების დაწყებით
  • დასპონსორებული მიმოხილვებით

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული !

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

გამოცადეთ YouTube ბლოგიც

ჩემი აზრით, ნებისმიერ ადამიანშია რაღაც უნიკალური, განსაკუთრებული ნიჭი. დაფიქრდი, რაში ხარ ნამდვილად კარგი და გაუზიარე შენი შესაძლებლობები სხვებს. ჩვენ ძალიან ბევრ ვიდეო ბლოგერს ვიცნობთ, რომელთაც ათასობით გამომწერი ჰყავთ. თითოეული იმ თემების შესახებ საუბრობს, რაც თავად აინტერესებს.

ალბათ გაინტერესებს, რა შუაშია ეს ყველაფერი ფულის გამომუშავებასთან. გეტყვი. როდესაც შენს ვიდეოებს ძალიან ბევრი ადამიანი ნახულობს, ეს შესაძლებლობას გაძლევს, ფართო აუდიტორიას საკუთარი სათქმელი გაუზიარო. მცირე თუ დიდი კომპანიები ასეთ ადამიანებს საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიან. რაც უფრო მეტი გამომწერი გყავს, მით უფრო იზრდება დამატებითი შემოსავლის გაჩენის შანსი. ამას ინფლუენსერ მარკეტინგი ეწოდება. თანაც, თავად იუთუბის არხი აძლევს ვიდეოებს ავტორებს მცირე წილს მათი კონტენტის მეშვეობით გაყიდული რეკლამებიდან.

ამიტომ, თუ აუდიტორიისთვის რაღაც საინტერესო გაქვს სათქმელი, ნუ იქნები მორცხვი! უბრალოდ ჩართე კამერა და მოგვიყევი, შემდეგ შეგიძლიათ ეს ვიდეო კონტენტი გამოიყენოთ როგორც WordPress-ს ბლოგზე, ასევე Medium, Blogger -ზე და სხვა..

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა