IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ მოვამზადოთ თანამშრომელი მომავლის სამუშაო ბაზრისთვის?

ზრდასრულთათვის

14.04.2026

304 დათვალიერება

დასაქმების ბაზარი მუდმივად იცვლება. ახალი ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და გლობალური ტრენდები ყოველდღიურად ცვლიან მოთხოვნებს უნარებზე, რაც კომპანიებს უქმნის აუცილებლობას, ჰქონდეთ თანამშრომლის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.

დღეს HR რგოლის  როლი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ახალი ტალანტების მოძიებით — მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლზე არსებულ თანამშრომლებს შესთავაზონ ინდივიდუალური და გუნდური განვითარების პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, არამედ ამზადებს მათ მომავლის სამუშაო ბაზრისთვის.

 

1. Upskilling და Reskilling

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომაა Upskilling — არსებული უნარების გაღრმავება და Reskilling — ახალი უნარების შეძენა, რათა თანამშრომელმა შეძლოს ახალ პოზიციებთან ადაპტაცია. მცირე ბიზნესებსა და სტარტაპებში მნიშვნელოვანია მრავალფუნქციური უნარები, რაც ზრდის გუნდების მოქნილობას.

2. მუდმივი სწავლების კულტურა

მომავლისთვის მომზადება შეუძლებელია სწავლების შესაძლებლობის არ არსებობის პირობებში. კომპანიებმა უნდა შექმნან გარემო, სადაც ტრენინგები, მენტორობა და ცოდნის გაზიარება ყოველდღიური პროცესის ნაწილია. თანამშრომლებმა უნდა იგრძნონ, რომ ახალი უნარების განვითარება არა მხოლოდ კომპანიის სურვილი, არამედ კარიერული ზრდის აუცილებელი ეტაპია.

 

გაწევრიანდი

 

3. ტექნოლოგიების ინტეგრირება

თანამშრომლის განვითარებისთვის აუცილებელია ისეთი ციფრული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც აერთიანებს სწავლების პროცესს, უკუკავშირსა და მონაცემემთა ანალიზს.

HR-ს შეუძლია ამ სისტემების მეშვეობით განსაზღვროს, რა უნარები იქნება საჭირო მომავალში და უზრუნველყოს პერსონალურად მორგებული, მიზანმიმართული ტრენინგები.

4. ემოციური ინტელექტის განვითარება

მომავლის სამუშაო ბაზარზე წარმატება მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარებით არ მიიღწევა. აუცილებელია ისეთი უნარების გაძლიერება, როგორიცაა ემოციური ინტელექტი, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.

ემოციური ინტელექტი ეხმარება თანამშრომლებს, უკეთ გაიგონ ერთმანეთის საჭიროებები, მართონ კონფლიქტები და ჰარმონიულად იყვნენ ჩართულები საერთო სამუშაო პროცესში.

მომავლის სამუშაო ბაზრისთვის მზადყოფნა არ არის ერთი ტრენინგი ან მოკლევადიანი პროექტი. ეს არის სტრატეგიული მიდგომა, სადაც HR თანამშრომლობს როგორც გუნდთან, ისე ტექნოლოგიებთან და ქმნის ისეთ სამუშაო გარემო, სადაც თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია და შეუძლია განვითარდეს.

 

 

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

 

ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51

ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა