IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ დავიცვათ შვილები კიბერ ბულინგისგან?

05.08.2021

1287 დათვალიერება

უკანასკნელ წლებში, ინტერნეტ ჩაგვრა (კიბერ ბულინგი) მოზარდებში განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემად იქცა. კიბერ ბულინგი, ზეწოლის საკმაოდ უსიამოვნო და საშიში ფორმაა. სოციალურ ქსელებში ჭორის, დეზინფორმაციის, ადამიანზე ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება არის ბულინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა

 

რაც არ უნდა ცუდად გრძნობდნენ თავს, ბავშვები ხშირად არ ამხელენ კიბერბულინგის შესახებ, რადგან ეშინიათ, რომ ამის გამო შეიძლება კომპიუტერის ან ტელეფონის გარეშე დარჩნენ. ცხადია, მშობლებმა უნდა გაუწიონ მეთვალყურეობა, როგორ იყენებს ბავშვი ტექნოლოგიურ და საკომუნიკაციო საშუალებებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არასდროს დაემუქროთ ტელეფონისა და კომპიუტერის წართმევით მოზარდს, შედეგად თქვენ მიიღებთ მეტ გახსნილობასა და გამბედაობას

 

როგორ ამოვიცნოთ კიბერბულინგის მსხვერპლი?

თუ ბავშვი:

  1. ხდება სევდიანი, გაბრაზებული ან დათრგუნული ინტერნეტის ან მობილური ტელეფონის გამოყენების შემდეგ
  2. შფოთავს, როცა იღებს ტექსტურ მესიჯს
  3. ცდილობს თავი აარიდოს იმის განხილვას, თუ როგორ იყენებს კომპიუტერს ან მობილურ ტელეფონს
  4. თავს არიდებს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და უარს ამბობს იმ საქმიანობაზე, რომელიც მანამდე მოსწონდა
  5. ეცვლება ხასიათი, ქცევა, ძილი, მადა ან უჩნდება დეპრესიის ან შფოთვის ნიშნები.

ამ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ის ბულინგის მსხვერპლია...

 

 

როგორ დავიცვათ შვილები კიბერ ბულინგისგან? ირინა ლუკიანოვამ, დარგის ექსპერტმა, მწერალმა, ჟურნალისტმა და მასწავლებელმა, სპეციალურად ჩვენთვის შეიმუშავა რჩევების კრებული აღნიშნული გამოწვევების ეფექტურად გადასალახად

 

კიბერ ბულინგის დადასტურების შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ მშობლები?

  1. შვილს უხსენით, რომ ყოველი შეურაცხმყოფელი კომენტარი იგნორირებული უნდა იყოს. არც თქვენ გაბრაზდეთ, ნუ წამოიწყებთ ჩხუბს, რადგან ასეთი ქმედებით ბავშვს დათრგუნავთ
  2. ურჩიეთ, მიწეროს დამნაშავეს პირადი შეტყობინება (გააკონტროლეთ რომ იყის მშვიდი, წეროს ლანძღვის გარეშე): ”მე ვიცი ვინ ხარ, ვიაზრებ რას აკეთებ და ეს დასჯადი ქმედებაა”.
  3. აუცილებელია მოახდინოთ მოძალადის დეანონიმიზაცია ინტერნეტში, რათა ბულინგი არ დარჩეს დაუსჯელი და ანონიმური.
  4. საქმეში ზედმეტი გახმაურების გარეშე ჩართეთ სამართალდამცავები, ნუ გაავრცელებთ ფაქტს და ბულინგის შემცველ მესიჯებს მეგობრებში
  5. უთხარით ბავშვს, რომ ეს უსიამოვნო ფაქტი არ არის მისი ბრალი. ნუ აიძულებთ სოციალური ქსელის დახურვას.  მნიშვნელოვანია ის, რომ მოზარდმა იცოდეს თქვენი თანადგომის შესახებ

 

ნუ დატოვებთ შვილს დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

როგორ მოვახდინოთ კიბერ ბულინგის პრევენცია?

  • ისაუბრეთ თქვენს შვილთან, ხშირად დაუსვით შეკითხვები. მიეცით მას საშუალება თავის გრძნობებსა და ცხოვრებაზე გულახდილად გესაუბროთ. ჰკითხეთ, ვისთან მეგობრობს და ვისი გაგება უჭირს. ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაცია მანამდე უნდა გქონდეთ, ვიდრე მას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება, რათა მასზე გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში გულახდილად გესაუბროთ თავის მდგომარეობაზე.
  • ყოველთვის იყავით პოზიტიური, ბავშვისთვის მშობელი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. თქვენი ქცევით ბავშვს გარკვეული მიმართულება უნდა მისცეთ. მასთან ურთიერთობაში ყოველთვის თავაზიანი და მოსიყვარულე იყავით. შენიშვნის მიცემისასაც სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნურასოდეს მიაყენებთ ბავშვს შეურაცხყოფას.
  • აქციეთ სმარტფონი და კომპიუტერი განვითარების წყაროთ, ჩართეთ თქვენი შვილი გრაფიკული დიზაინის ან პროგრამირების შემსწავლელ კურსზე, რომ გაიჩინოს ახალი მეგობრები და განივითაროს ახალი, დროსთან შესაფერისი უნარები, შექმნას თამაშები, გააცოცხლოთ რობოტები და საფუძვლიანად შეისწავლოს ყველაფერი, რაც ელექტრონულია. ჩვენს აკადემიაშიც არის სპეციალურად მოზარდებისთვის შემუშავებული პროგრამები, რომლის მეშვეობით ბავშვები შეძლებენ  გადაეშვან პროგრამირების სამყაროში და მათ აღარ დარჩეთ დრო უაზროდ დასაკარგი
  • გაზარდეთ თავდაჯერებული ადამიანი, თავდაჯერებული ბავშვის თვითშეფასებას ბულინგი ვერ დააზიანებს. დაეხმარეთ მას საკუთარი ჰობის აღმოჩენასა და ახალი უნარების გამომუშავებაში, შეუქმენით ისეთი სოციალური გარემო, სადაც მას საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემა.

 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა