IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ მივხვდეთ რომ პროფესიის შეცვლის დროა?

99999

მოტივაცია

31.01.2023

773 დათვალიერება

რა ანაზღაურება უნდა გვქონდეს საქართველოში, რომ ღირსეულად იცხოვრო? ემიგრანტებიც რომ დაბრუნდნენ? პარადოქსია, მაგრამ ამ შეკითხვას ხშირად დასაქმებული ადამიანები სვამენ

იცით რატომ? ისინი არასწორი მიმართულებით ნვითარდებიან, სადაც მუდმივად დაღლილი არიან თუმცა ანაზღაურება არასოდეს არ აქვთ საკმარისი, სადაც არ ეძლევათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა...

 

 

მოდით ვნახოთ, იქნებ თქვენც ხართ ასეთი ადამიანების სიაში და პროფესიის შეცვლის დროა?

 

 

ხშირად ფიქრობთ სამსახურიდან წამოსვლაზე?

თქვენ უკვე შეიცვალეთ რამდენიმე სამსახური, სადაც სამუშაო ერთი და იგივე იყო. თუ საქმე კოლეგებში, ხელმძღვანელობისგან წამოსულ ბულინგშიდა მცირე ანაზღაურებაში არ მდგომარეობს - მაშინ ეს ნიშნავს, რომ თქვენ კონკრეტული სფერო მოგბეზრდათ. დილის სიზარმაცე და უხასიათობა, გაღიზიანება, დაღლილობა - ესაა პირველი ნიშნები, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოდის.

 

ანაზღაურება არ არის საკმარისი?

როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმიანობა, ფულს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს პროფესიები, სადაც როგორც არ უნდა ეცადო, საკმარის ანაზღაურებას მაინც ვერ მიღებ. თუ ხვდებით, რომ თქვენი ანაზღაურება აკმაყოფილებს მხოლოდ აუცილებელ მოთხოვნებს და არ გრჩებათ თანხა დასვენების, განტვირთვისა და სხვა სურვილებისთვის, მაშინ იგი უკვე წარმოადგენს დაბრკოლებას რომელიც გართმევთ ძვირფას წლებს

 

არ გეძლევათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა?

2, 5 ან მეტი წელია ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებთ, მაგრამ ვერ ამჩნევთ პროფესიულ ზრდას ან პროგრესს. როცა ადამიანი ფიქრობს, რომ იზრდება, იგი მოთხოვნადია, შთაგონებულია, სწავლობს სიამოვნებით, მიყვება ტენდენციებს და ვითარდება. თუ ამჩნევთ რომ სამუშაო ამოცანები იქცა რუტინად და „ვალდებულებად“ - დროა დაფიქრდეთ თქვენი საქმიანობის სფეროს შეცვლაზე.

 

ხელფასი ერთადერთი მოტივატორია?

თუ მატერიალური პრობლემები უკვე დიდი ხანია გადალახეთ: გყავთ ნორმალური ავტომობილი, გაქვთ აგარაკი, ხშირად დადიხართ დასასვენებლად და ა.შ. მაგრამ ყოველდშიურად თქვენი საქმიანობით სიამოვნებას ვეღარ იღებთ, ის უაზრო ისტორიები, რომლებსაც მეგობრები თავიანთი საქმიანობების შესახებ გიყვებიან, თქვენში მსუბუქ შურს და უხასიათობას იწვევს - დროა დაფიქრდეთ!

 

სამსახურს ხშირად აცდენთ?

ზოგჯერ მართლა ავადმყოფობთ, მაგრამ სამსახურისგან მოშორებით, სახლის კომფორტულ კედლებში ენერგიის ჯერ არ არსებულ მოზღვავებას გრძნობთ. ავადმყოფობის მიუხედავად, ენერგია ყველაფრისთვის გყოფნით: ახლობლებზე ზრუნვა, ჰობი, მეგობრებთან ონლაინ შეხვედრა - მაგრამ როგორც კი სამსახურში დაბრუნდებით - ყველაფერი იცვლება. ხდებით გადაღლილი, ზარმაცი, ყველაფერს სურვილის გარეშე აკეთებთ და მოუთმენლად ელით ისევ როდის დაწერთ ბიულეტენს

 

 

არ გაქვთ სამომავლო გეგმები

გასაუბრებებზე უყვართ ამ კლასიკური კითხვის დასმა: „როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 5 წელში?“. დროა შეიცვალოთ სამსახური თუ ამაზე ფიქრიც კი დეპრესიას აღძრავს თქვენში. ყველა საქმიანობის სფეროში არსებობს პერიოდები, როდესაც მონოტონური და რუტინული დავალებების შესრულება გიწევთ, მაგრამ თუ იგი დიდი ხანი გრძელდება, დროა ჰკითხოთ საკუთარ თავს: „სწორად ვფლანგავ ჩემს დროს?“.

 

არ ამაყობთ იმით, რასაც აკეთებთ?

ნაღვლიანად აკვირდებით თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს (ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს), რომლებსაც საინტერესო ცხოვრება აქვთ, აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს და მის სანაცვლოდ კარგ ანაზღაურებასაც იღებენ. გგონიათ, რომ მათთან შეხვედრისას მოსაყოლიც კი არაფერი გაქვთ. იმიტომ, რომ სამუშაო არ არის პრესტიჟული, თქვენ, თქვენი აზრით, არ აკეთებთ არაფერს მნიშვნელოვანსა და სასარგებლოს, ანაზღაურება მცირეა, ამ სამსახურის შენარჩუნებას კი მხოლოდ დაზღვევები და სტაბილურობა გაიძულებთ. თქვენი საქმიანობის სფერო დიდი ხანია არ იწვევს არანაირ ემოციას, სევდისა და სასოწარკვეთის გარდა.

 

ისწავლე კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, აღმოაჩინე წარმატების ახალი გზები 2023 წლიდან!

→ დარეგისტრირდი მარტივად

 

მუდმივად დაღლილი ხართ და გეზიზღებათ თქვენი სამსახური?

ელოდებით ყოველწლიურ შვებულებას ისე, როგორც გათავისუფლებას. აწყობთ გეგმებს, ისვენებთ და ერთობით მაქსიმალურად. ამ დროს უნდა განიტვირთოთ, აღიდგინოთ ენერგიები და ძალები, გაგიჩნდეთ კოლეგების ნახვისა და თქვენს საქმესთან დაბრუნების სურვილი. მაგრამ არა. შვებულების შემდეგ თქვენს სამუშაო ადგილზე უფრო დაღლილი ბრუნდებით, ვიდრე აქამდე იყავით.

ეს არის გზა არსაითკენ, როცა მუშაობთ უკანასკნელი ძალებით, ანაზღაურება და უქმე დღეები დიდი ხანია აღარ გახარებთ. ასეთი მდგომარეობა არის პირდაპირი გზა გადაწვისა და საკუთარი თავის დაკარგვამდე. აუცილებელია სასწრაფოდ დაადგეთ ცვლილებების გზას

 

სად ვეძებოთ გამოსავალი?

თუ ჩამოთვლილიდან 2 ან 3 პუნქტი მაინც გახასიათებთ, დროა დაფიქრდეთ სამუშაო სფეროს შეცვლაზე. აქ უკვე საუბარი აღარ არის უბრალოდ სამსახურიდან წამოსვლაზე - აუცილებელია პროფესიის შეცვლა.

 

გამოსავალი ახალი და დროსთან შესაბამისი უნარების გამომუშავებაშია

ბედნიერების მოსაპოვებლად ძალიან მნიშვნელოვანია იპოვო საქმე, რომელიც გეყვარება და მუდმივ განვითარებასთან ერთად, ფინანსურადაც უზრუნველგყოფს. თანამედროვე სამყაროში, რომელიც გაციფრულების გზას ადგას, ეს არც ისე მარტივი ამბავია. კომპანიებისთვის ჩნდება ისეთი კადრების საჭიროება, რაც ათი წლის წინ, არც არსებობდა. საბოლოოდ, ბაზარზე ციფრული უნარების მქონე პერსონალზე მოთხოვნა იზრდება (მხოლოდ ამერიკაში, პროგრამისტებისთვის წლიურად 4 მილიონზე მეტი ღია ვაკანსიაა)  ეს არაა საოფისე საქმიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შენი ოთახიდან გაუსვლელად შეგიძლია იმუშაო. 

 

Jooble-ს პორტალის გამოკითხვის თანახმად, ჩვენს რეგიონში, დასაქმებულ პირთა 85,6% სამსახურის შეცვლას გეგმავს მიმდინარე წლის განმავლობაში, 9% ჯერჯერობით მხოლოდ ფიქრობს ამაზე, მხოლოდ 5.4% აცხადებს რომ სამუშაო პირობებით კმაყოფილია

 

 

როგორ იპოვოთ თქვენი მოწოდება და ოცნების სამსახური, როგორ აირჩიოთ პროფესია - სხვა სტატიის თემაა. მაგრამ თუ IT სფერო გაინტერესებთ IT Academy STEP გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თანამედროვე,მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო IT პროფესიების ათვისებით:

 

 

თუ IT სფერო გიზიდავთ, მაგრამ ვერ გადაგიწყვიტავთ, რომელი პროფესიის ათვისება სჯობს - ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, დეტალებისგაგება შესაძლებელიადარეკვით ნომერზე:+995 (32) 215-55-51

 

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, ერთხელ მიღებული ცოდნით ძნელია მწვერვალების დაპყრობა. ყოველდღიურად სწავლა ისეთივე აუცილებელია, როგორც ყოველდღიურად საკვების მიღება, დრო კი ყველაზე ძვირფასია! -არ დაუთმოთ თქვენი ცხოვრება საძულველი საქმის კეთებას. ირგვლივ უამრავი შესაძლებლობაა გამოცადოთ თავი ახალი სპეციალობით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy Stepლიდერი  IT  სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდისოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა