IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ შეიცვლება სამუშაო ბაზარი? საჭირო უნარები 2023 წლისთვის!

31.07.2021

674 დათვალიერება

  • მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წარმოდგენილი მომავალი სამუშაო ბაზრის ანგარიშის მიხედვით, 2023-2025 წლებისთვის დასაქმებულთა 70%-სთვის საჭირო იქნება დღეისთვის არსებული უნარების განახლება, რაც გამოწვეულია თანამედროვე ტექნოლოგიების მასიური დანერგვით.
  • დამსაქმებლებს მიაჩნიათ, რომ შემდეგი წლების მანძილზე კრიტიკული აზროვნება და პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი მნიშვნელოვნად მოთხოვნადი გახდება
  • მაშინ, როდესაც 2020-2021 წლებში დაფასდა დისციპლინა, სტრესის ამტანობა და რაც მთავარია ტექნოლოგიების მოხმარების უნარები, მომავალი სამუშაო ადგილების კვლევა ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა 40%-ზე მეტს სამუშაო უნარების კიდევ უფრო მეტად განახლება და ტექნოლოგიებთან ერთად ხელოვნურ ინტელექტთან დამეგობრებაც მოუწევთ
  •  

    ორ მილიარდზე მეტ ადამიანს მოუწევს უნარების არსებული არსენალის განახლება სამუშაო პოზიციების შესანარჩუნებლად, რაც გამომდინარეობს პანდემიის ეკონომიკური გავლენის „ორმაგი რღვევის“ და სამუშაოს ავტომატიზაციის გარდაქმნის ზრდით.

     

    აღნიშნული ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მომავალი წლების სამუშაოს ანგარიშს, რომელიც ასახავს უახლოეს წლებში სამუშაოდ საჭირო უნარებს, World economic forum თვალს ადევნებს ცვლილებს აღნიშნული მიმართულებით

     

    თუმცა, ზუსტად ის ტექნოლოგიური რღვევა, რომელიც გარდაქმნის სამუშაოებს, ასევე შეიძლება იყოს გასაღები მათი შექმნისთვის - და დაგვეხმაროს შევისწავლოთ ახალი უნარები.

     

    „ჩვენ ხელთ გვაქვს ინსტრუმენტები. ტექნოლოგიური ინოვაციების სიკეთე, რომელიც განსაზღვრავს მიმდინარე ეპოქას, შეიძლება გამოვიყენოთ ბერკეტად ადამიანის პოტენციალის გასაორმაგებლად,“

    „დღეს გაგვაჩნია საშუალებები, რათა უპრეცედენტო რაოდენობითა და სისწრაფით მოვახდინოთ ინდივიდების გადამზადება და მათი უნარების გაუმჯობესება, შევქმნათ პლატფორმები, რომლებიც ორიენტირს მისცემს მოტივირებულ ადამიანებს მომავალი სამუშაო პროფესიების ასარჩევად და დაეხმარება მათ განვითარებაში“ამბობს ფორუმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავჯდომარე, პროფესორი კლაუს შვაბი.

     

    World economic forum ვარაუდობს, რომ 2023 წლისთვის, 85 მილიონი სამუშაო ადგილი შესაძლოა გადანაცვლდეს ადამიანთა და მანქანების სამუშაო ძალების გადანაწილებით, რაც ნიშნავს მუშა ხელის ბატონობის ზრდას ჭკვიან ხელსაწყოებზე

     

    აკეთე ის, რაც გიყვარს და შენ ყოველთვის გეყვარება ის, რასაც აკეთებ ! ჩვენ გვაქვს განახლებული გრაფიკა და დიზინის კურსი შენთვის

    → დარეგისტრირდი ახლავე!

     

     

    საუკეთესო 10 უნარი 2023-2025 წლებისთვის

    ტექნოლოგიების რეკორდულად მზარდი გამოყენება ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მოთხვოვნადი უნარები შეიცვლება სამუშაო ბაზარზე და უნარების დანაკლისის მაჩვენებელი გააგრძელებს მაღალ ნიშნულზე ყოფნას. 

     

    იმ დასაქმებულებს, რომლებიც შეინარჩუნებენ თავიანთ პოზიციებს, მთავარი უნარების უმეტესი წილი ტექნოლოგიებთან ურთიერთობაზე იქნება დამყარებული, ხოლო დასაქმებულების 40% მოუწევს ბევრი ახალი უნარის გამომუშავება

    როგორიც არის:

    1. ციფრული ტექნოლოგიების სიყვარული
    2. ტექნოლოგიების შემუშავება და პროგრამირების მინიმალური დონის ცოდნა
    3. ციფრული მარკეტინგისა და ონლაინ ვაჭრობის საშუალო ან მინიმალური დონის ცოდნა
    4. ანალიტიკური აზროვნება და ინოვაციების ინტერესი
    5. აქტიური სწავლა და შემეცნება
    6. პრობლემის კომპლექსური გადაჭრა
    7. კრიტიკული აზროვნება და ანალიზი
    8. შემოქმედებითი აზროვნება, ორიგინალურობა და ინიციატივა
    9. ხელმძღვანელობა და სოციალური გავლენა
    10. გრაფიკული დიზაინის მინიმალური დონის ცოდნა

     

    წელს LinkedIn–ისა და ონლაინ სასწავლო პლატფორმის Coursera–ს მონაცემებმა ფორუმს საშუალება მისცა უპრეცედენტო გრანულურობით ადევნოს თვალი სპეციალიზებული უნარების ტიპებს, რაც საჭიროა ხვალინდელი ვაკანსიებისთვის, რომლებიც მოთხოვნადია მრავალი განვითარებადი პროფესიის მასშტაბით.

    ამ "ჯვარედინი" უნარებს შორის არის პროდუქციის მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგისა და ადამიანის კომპიუტერთან ურთიერთკავშირის სპეციალიზებული უნარები.

     

    რა დრო სჭირდება ახალი უნარების შეძენას?

    ბიზნეს ლიდერების უმეტესობა (94%) დამსაქმებლებისგან მოელის ახალი უნარების პრაქტიკაში ათვისებას, ისინი ვარაუდობენ, რომ მოტივირებულ დასაქმებულთა ნახევარზე მეტს დასჭირდება ახალი უნარების გამოსამჟღავნებლად 6-7 თვე, თუმცა დრო ბევრად დიდია სამომხმარებლო და სამედიცინო ინდუსტრიაში. 

     

    ფინანსური მომსახურებისა და ენერგეტიკის სექტორებში, იმ მშრომელთა წილი, რომელთა გადატვირთვაც შესაძლებელია ექვსი თვის განმავლობაში, უფრო დაბალია, რადგან მათ უფრო მეტად ინტენსიური პროგრამა დასჭირდებათ.

     

    დამსაქმებელთა 39% -ის აზრით, შიდა ტრენინგები უნდა იყოს ყოველთვიური რუტინა, ამას ემატება ონლაინ სწავლების პლატფორმები (ტრენინგის 16%) და გარე კონსულტანტები (ტრენინგის 11%).

     

    პანდემიამ დააჩქარა ონლაინ გადამზადების ტენდენცია. მიმდინარე წლის აპრილსა და ივნისს შორის, Coursera–მ ოთხჯერ გაზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ეძებენ ახალ შესაძლებლობებს.

     

    დამსაქმებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ონლაინ სწავლების შესაძლებლობას თავიანთი დასაქმებულებისთვის გაიზარდა ხუთჯერ და აღინიშნებოდა ცხრაჯერადი ზრდა იმ პირების რიცხვში, რომლებიც ეძებენ წვდომას ონლაინ წყაროებზე სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით. 

     

    არ დაკარგო დრო! გამოიყენე ის შენი უკეთესი მომავლის შესაქმნელად. არ გადადო, დარეგისტრირდი დღესვე, იპოვე შენი წარმატების გზა

    → დარეგისტრირდი ახლავე!

     

     

    მომავალ სამსახურებში უნარების ონლაინ განვითარებისთვის საჭირო დრო

    • 1-2 თვე: ადამიანები და კულტურა, კონტენტის წერა, გაყიდვები და მარკეტინგის უნარები  
    • 2-3 თვე: პროდუქტის განვითარება და მოანცემები და ხელოვნური AI უნარები
    • 4-5 თვე: ღრუბლოვანი გამოთვლის ტექნოლოგია და ინჟინერიის უნარები


    ახალგაზრდება შეიძლება დასჭირდეთ ორი ან სამი თვე, რათა განავრცონ თავიანთი უნარები კონტენტის წერაში, გაყიდვებში, ციფრულ მარკეტინგში, პროდუქტის განვითარებაში, მონაცემებში და AI. ხოლო ოთხ თვიანმა სასწავლო პროგრამა დაეხმარებათ გადავიდნენ სამუშაო პოზიციებზე არსებული ღრუბლოვან ტექნოლოგიებში და ინჟინერიაში.

     

    ასეთი მაჩვენებლები იმაზე მეტყველებს, რომ ახალი უნარ-ჩვევების სწავლა სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით! ნათქვამია მოხსენებაში.

     

    დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

    IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

    +995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

    +995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

    https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა