IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

HR, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციაში

ზრდასრულთათვის

14.04.2026

415 დათვალიერება

ხანგრძლივი დროის განმავლობაში HR ხშირად განიხილებოდა, როგორც ადმინისტრაციული პოზიცია —  ადამიანი, რომელიც ხელშეკრულებებს აწერს ხელს, ახორციელებს შიდა რეგულაციებსა და დგას ადამიანებსა და მენეჯმენტს შორის. დღეს კი სულ უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ HR არის ის ძლიერი ბერკეტი, რომელიც არა მხოლოდ თანამშრომლებს მართვას, არამედ სტრატეგიული განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალასაც წარმოადგენს.

დღეს წარმატებული ორგანიზაციები HR-ს ხედავენ არა მხოლოდ როგორც ადმინისტრაციულ კადრს, არამედ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის გრძელვადიანი მიზნების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სტრატეგიული HR არა მხოლოდ მონაწილეობს კადრების შერჩევასა და შიდა პოლიტიკის მართვაში, არამედ ჩართულია ორგანიზაციული კულტურის განვითარებასა და ფორმირებაში ისე, რომ კულტურა სრულად შეესაბამებოდეს კომპანიის ბიზნესმიზნებსა და ღირებულებებს.

 

გაწევრიანდი

 

HR სტრატეგიულ პარტნიორად იქცევა, როდესაც შეუძლია სწორად შეარჩიოს და განავითაროს ის ტალანტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ბიზნესის ზრდას და ინოვაციას -  რისთვისაც საჭიროა HR-მ ჩამოაყალიბოს ლიდერების განვითარების გეგმა, გააძლიეროს თანამშრომელთა ჩართულობა, მოტივაცია და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ორგანიზაციული ცვლილებების მართვაში - როდესაც HR მონაწილეობს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, ის ეხმარება მენეჯმენტს გუნდში არსებული შესაძლებლობების გაგებაში, რაც თითოეულ ნაბიჯს მეტად გააზრებულსა და ადამიანზე ორიენტირებულს ხდის.

სტრატეგიული პარტნიორობა HR-სა და ორგანიზაციას შორის წარმოადგენს ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს, რომელიც აძლიერებს როგორც ბიზნესს, ისე ადამიანურ რესურსებს. ამ ურთიერთქმედების გარეშე ორგანიზაციებს უჭირთ გრძელვადიანი და მდგრადი განვითარება.

 

 

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

 

ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51

ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

2027 წელს სამსახურის ძებნას აპირებ? - აი, რისთვის უნდა მოემზადო დღესვე

2027 წლის შრომის ბაზარი პრაქტიკულ უნარებს, ძლიერ პორტფოლიოსა და ციფრული ხელსაწყოების ფლობას ითხოვს. სტატიაში გაიგებ, რა კრიტერიუმებით არჩევენ დამსაქმებლები კანდიდატებს და რომელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყო დღესვე, რომ ახალ წელს სასურველი სამსახურისთვის მზად შეხვდე.

რას ითხოვენ დამსაქმებლები 2027 წლის შრომის ბაზარზე? 2027 წელი სულ რაღაც რამდენიმე კვირაში დადგება და შრომის ბაზარი უკვე სრულიად სხვა წესებით თამაშობს. დღეს დიპლომი ან მხოლოდ თეორიული ცოდნა დამსაქმებლისთვის საკმარისი აღარ არის - კომპანიები ეძებენ ადამიანებს, რომლებსაც რეალური ამოცანების გადაჭრა, ციფრული ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენება და სწრაფად ადაპტაცია შეუძლიათ. გან

ШАГ логотип

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა