IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

თუ ეკონომიკა ცვლილების გზაზეა, სამსახურის დაკარგვის რისკი ყოველდღიურობის თანმდევი პროცესი ხდება!

1000

მოტივაცია

30.07.2024

866 დათვალიერება

თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს, თქვენი ერთ-ერთი პირველი საფიქრალი იქნება „მჭირდება ახალი სამსახური“. მაგრამ საიდან დავიწყოთ? უნდა განვვითარდეთ იმ სფეროში, რომელშიც ვმუშაობდით, თუ შევცვალოთ კარიერა და ვცადოთ რაიმე ახალი, უფრო საინტერესო, უფრო მოთხოვნადი?

 

თუ აქამდე არ გიფიქრიათ ტექნოლოგიების სფეროზე, დროა ახლა ჩაერთოთ IT-ში. სამუშაო ადგილების ზრდის, მაღალი ხელფასების, მრავალფეროვანი კარიერული შესაძლებლობებისა და სწრაფი პროგრესის გამო, IT სფერო კარგი შესაძლებლობაა თქვენი წარმატებისთვის

 

შეცვალეთ კარიერა, გადმოერთეთ IT სფეროში

ბევრ სხვა სფეროსთან შედარებით, IT-ს შედარებით დაბალი ბარიერები აქვს. რამდენიმე IT სერთიფიკატი დაგეხმარებათ მიიღოთ სამსახური შინიდან გაუსვლელად, გაითვალისწინეთ,  ამ სფეროში დასაქმება ჯუნიორ პოზიციებით იწყება. რაც ახალბედებს საშუალებას აძლევს შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯუნიორ პოზიციაა პროგრამისტი. რაც გამოცდილი დეველოპერების ზედამხედველობით მუშაობას გულისხმობს, ჯუნიორები ყოველდღიურად სწავლობენ კოდის წერას და დებაგინგს სხვადასხვა პროგრამული ენებით.

ვებ და მობილური აპლიკაციების განვითარებაც პოპულარული მიმართულებებია. ჯუნიორ ვებ დეველოპერები სწავლობენ HTML, CSS და JavaScript-ს, ხოლო მობილური დეველოპერები ფოკუსირდებიან Android ან iOS პლატფორმებზე.

ხარისხის კონტროლის (QA) სფეროში, ჯუნიორ ინჟინრები სწავლობენ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მეთოდებს და ხელს უწყობენ პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფას.

დევოპსის მიმართულებით, ჯუნიორები ეცნობიან ავტომატიზაციის ინსტრუმენტებს და კონტინუალური ინტეგრაციისა და მიწოდების (CI/CD) პრაქტიკებს.

მონაცემთა ანალიზის სფეროში, ჯუნიორ ანალიტიკოსები სწავლობენ მონაცემთა დამუშავებას, ვიზუალიზაციას და სტატისტიკურ ანალიზს.

IT მხარდაჭერის როლში, ჯუნიორები ეხმარებიან მომხმარებლებს ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში და სწავლობენ სხვადასხვა სისტემებისა და პროგრამების მუშაობას.

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ჯუნიორ სპეციალისტები გამოცდილი პროფესიონალების ზედამხედველობით მუშაობენ და სწავლობენ უსაფრთხოების პროტოკოლებს, საფრთხეების გამოვლენის თანამედროვე მეთოდებს.

UX/UI დიზაინის სფეროში, ჯუნიორები მუშაობენ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე და ინტერფეისების შექმნაზე ასევე  გამოცდილი პროფესიონალების ზედამხედველობით.

 

საოცნებო სამუშაო მაშინ არის ხელმისაწვდომი, თუ გიყვარს ის, რასაც აკეთებ. აქედან გამომდინარე, საჭიროა შეიყვაროთ ახალი საქმე IT სფერო მოითხოვს მუდმივ სწავლას და ადაპტაციას სწრაფად ცვალებად ტექნოლოგიურ გარემოში, 

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები 

→დარეგისტრირდი მარტივად

 

განსაზღვრეთ თქვენი უნარები: შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ შესაძლოა თქვენ უკვე გაქთ მოთხოვნადი უნარი, იქნება ეს ბლოგის წერის, თუ აპლიკაციის ტესტირების, საჭიროა სწორ პლატფორმაზე რეგისტრაცია და პირველი შანსი

აირჩიეთ სწორი IT მიმართულება: შეისწავლეთ IT კარიერა ონლაინ და ჩაატარეთ შემეცნებითი ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებიც უკვე მუშაობენ IT სფეროში. შეიტყვეთ მეტი სხვადასხვა კარიერული გზებისა და მრავალფეროვანი შესაძლებლობების შესახებ – დაწყებული დამხმარე ტექნიკოსებიდან, კიბერუსაფრთხოებისა და პროექტის მენეჯმენტამდე. იფიქრეთ თქვენს უნარებზე და კარიერულ მიზნებზე, შეარჩიეთ ის გზა, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენ ამოცანებს.

მოარგეთ თქვენი რეზიუმე IT სფეროს: თქვენმა დამქირავებელმა შესაძლოა ვერ დაინახონ კავშირი თქვენს გამოცდილებას, უნარებსა და თქვენთვის სასურველ საქმიანობას შორის, ასე რომ ეს ნიუანსები რეზიუმეში თქვენ უნდა მიუთითოთ. იმის ნაცვლად, რომ დააკოპიროთ ძველი რეზიუმეები, რომლებსაც ყოველთვის იყენებდით თქვენს სფეროში სამუშაოს საპოვნელად, შეცვალეთ ისინი, რათა ხაზი გაუსვათ თქვენს გადაცემად უნარებს მოარგოთ ისინი IT სფეროში არსებულ საჭიროებებს

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI შენს სამსახურს არ წაგართმევს? - 5 ნიშანი, რომ შენი პროფესია უკვე იცვლება

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება საფრთხეს არ უქმნის ადამიანის შრომას, თუმცა რადიკალურად ცვლის პროფესიების შინაარსს. სტატიაში განხილულია ის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენი საქმიანობა უკვე ტრანსფორმაციას გადის და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი უნარების დროულად ათვისება.

ხელოვნური ინტელექტი და შრომის ბაზარი: რადიკალური ცვლილებების ეპოქა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმმა მთელი მსოფლიო და მათ შორის შრომის ბაზარი სრულიად ახალ რეალობაში აცხოვრა. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ინერგება ავტომატიზაცია სხვადასხვა სფეროში, თუმცა მთავარი კითხვა დღეს ის კი არ არის, წაიღებს თუ არა AI ჩვენს სამსახურებს, არამედ ის, თუ როგორ ცვლის ის ჩვენი ყოველდღიური საქმიან

ШАГ логотип

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა