IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Instagram, WhatsApp და Messenger ახალი ფუნქცების დამატებას აანონსებენ

რ

News

03.04.2022

921 ხედი

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში პოპულარობის დაღმასვლის ტრენდი დაფიქსირდა, კომპანიები ფუნქციების დამატებისათვის ძალისხმევას არ იშურებენ! Instagram, WhatsApp და Messenger-ის სინქრონიზაციის ფარგლებში უამრავი სიახლე დაანონსდა

 

Instagram ტესტავს ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს სოციალური მოძრაობების აღმოჩენასა და მხარდაჭერას გაუადვილებს პირდაპირ ჰეშთეგების საშუალებით.

ჰეშთეგის გვერდზე გადახვალთ, აირჩიევთ „მხარდაჭერის“ ველს მოძრაობის შესახებ მეტის გასაგებად. აქვე არის ღილაკი “Spread the Word”, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ჰეშთეგის გვერდი თქვენს მეგობრებს DM-ის საშუალებით გაუზიაროთ. კომპანია ამბობს, რომ ახალი ფუნქცია ასევე გააადვილებს ამ მიზეზების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ღილაკის “Create a Fundraiser” საშუალებით, რომელიც მოძრაობას ფულის შეგროვებაში დაეხმარება.

 

„აქტიურად ვიწყებთ ახალი ფუნქციის გამოცდას, რომელიც ეხმარება ადამიანებს, იპოვონ და მხარი დაუჭირონ სოციალურ მოძრაობებს Instagram-ზე“, – ნათქვამია კომპანიის ბლოგ პოსტში. „ადამიანები ხშირად შედიან ინსტაგრამზე თავიანთი ხმის ასამაღლებლად და საზოგადოებების გასაერთიანებლად. მათ სურთ, მხარი დაუჭირონ იმ საკითხებს, რომელთა შესახებაც ისმენენ ინსტაგრამზე და ყოველთვის ეძებენ ახალ გზებს ღონისძიებების გასატარებლად – ეს განახლებები გაადვილებს ამ ყველაფრის გაკეთებას.”

 

კომპანიის ახალი ფუნქციით შესაძლებელი იქნება ისეთი ჰეშთეგების შერჩევა, როგორებიცაა: #BlackLivesMatter, #womensrights და #climatecrisis. Instagram ამბობს, რომ მან გაიარა კონსულტაცია რამდენიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის NAACP, GLAAD, AAJC, Hispanic Heritage Foundation და Illuminative ჰეშთეგების საწყისი სიის შესარჩევად. Instagram გეგმავს გააგრძელოს მუშაობა ორგანიზაციებთან ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

 

ასევე, შეტყობინებების გაგზავნისა და მიღების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით, Instagram-ს შვიდი ახალი ფუნქცია დაემატა. კომპანიის თქმით, განახლება ამ ეტაპზე მხოლოდ შერჩეულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი და მისი გლობალურად გაფართოება იგეგმება.

,,როგორც გასული წლის ბოლოს დავაანონსეთ, მეტ ინვესტიციას ვდებთ Instagram-ზე შეტყობინებების გაცვლის პროცესში, რათა მეგობრებს უფრო მარტივი და სახალისო გზებით დაუკავშირდეთ’’, – აცხადებს კომპანია.

განახლების ფარგლებში, მომხმარებლებს შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა პირადი მიმოწერის ველში გადასვლისა და სიახლეების დათვალიერების პროცესის შეწყვეტის გარეშე შეეძლებათ.

 

გარკვეულწილად იხვეწება მეგობრებისთვის სასურველი კონტენტის გაგზავნის პროცესიც – გაზიარების ღილაკზე შედარებით ხანგრძლივად დაჭერის შემდეგ, ამიერიდან გამოჩნდება პატარა ფანჯარა [განახლებამდე ეს ფანჯარა თითქმის სრულად ფარავდა ეკრანს], რომელშიც რამდენიმე ,,უახლოესი მეგობრის’’ ანგარიშს დაინახავთ. კომპანიის გამოქვეყნებულ განცხადებაში ბუნდოვანია, თუ ვინ იგულისხმება ,,უახლოეს მეგობარში’’, თუმცა, სავარაუდოდ ეს იქნება ანგარიშები, რომლებიც თქვენს ,,Close Friends’’ სიაში გყავთ შეყვანილი ან რომელთანაც ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირი ინტერაქცია გქონდათ.

ამის გარდა, პირადი მიმოწერის სივრცეში შეგეძლებათ ნახოთ, რომელი მეგობრები არიან მოცემულ მომენტში აქტიური სოციალურ ქსელში.

კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებისთვის მალე ასევე შესაძლებელი გახდება მუსიკის გაზიარება პირდაპირ Apple Music, Amazon Music და Spotify-იდან. ახალი ფუნქციის ფარგლებში, გაგზავნილი სიმღერის 30-წამიანი მონაკვეთის მოსმენა მიმოწერის სივრციდანვე იქნება შესაძლებელი. Instagram-ის გამოქვეყნებული გამოსახულების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგზავნილი შეტყობინების ფანჯარას ექნება მუსიკის ჩართვისა და დაპაუზების ღილაკი, ასევე გამოჩნდება შესაბამისი ფოტო, სიმღერის დასახელება, მისი ავტორი და რომელი არხიდანაა ის გაზიარებული.

 

Instagram-ს ასევე ემატება Facebook მესენჯერის განახლების ანალოგიური ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს შეტყობინების ჩუმ რეჟიმში გაგზავნის საშუალებას მისცემს. ამისათვის საჭირო იქნება სასურველ შეტყობინებაში დამატებით ,,@silent’’-ის აკრეფა, რის შემდეგაც, მიმღებს ხმოვანი შეტყობინება აღარ მიუვა.

 

Instagram-ზე Facebook მესენჯერის ჯგუფური ჩატის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ფუნქცია – გამოკითხვაც დაემატება.

და ბოლოს, პირადი მიმოწერის ველის ვიზუალური დახვეწის მიზნით, კომპანია ფონს, სახელწოდებით lo-fi ამატებს.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Meta, Facebook-ის მშობელი კომპანია, ნერგავს Slack-ის მსგავს Shortcut-ებს Messenger-ში, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, ჩუმ რეჟიმში გაგზავნოთ შეტყობინება ან სწრაფად იპოვოთ სასურველი Gif-ი.

 

“დღეს უკვე ორი Shortcut-ია ხელმისაწვდომი, ესენია: @everyone და /silent. @everyone მოგცემთ საშუალებას, ჩატის ყველა წევრის ყურადღება მიიპყროთ და სასურველი ინფორმაცია ერთდროულად ყველა მათგანს აცნობოთ. თუმცა, თუ გსურთ, გაგზავნოთ შეტყობინება მთელი ჯგუფის მონიშვნის გარეშე, შეძლებთ, გამოიყენოთ / silent,” – ამბობს მეტა.

 

მომავალ კვირებში მესენჯერში კიდევ რამდენიმე shortcut-ი იქნება ხელმისაწვდომი. /pay საშუალებას მოგცემთ გაგზავნოთ ან მოითხოვოთ ფული პირდაპირ Messenger-ის ჩატბოქსიდან და ის მალე ხელმისაწვდომი იქნება iOS-სა და Android-ზე აშშ-ში. აკრიფეთ /gif და თემა, რომლისთვისაც გსურთ GIF, რომ ნახოთ რამდენიმე პოტენციური ვარიანტი ჩატში. ეს ფუნქცია მალე ხელმისაწვდომი იქნება iOS-ზე. და /shrug და /tableliplip, რომლებიც ასევე მალე იქნება ხელმისაწვდომი iOS-ზე, საშუალებას მოგცემთ, გაგზავნოთ კლასიკური ¯\_(ツ)_/¯ და (╯°□°)╯︵ ┻━┻ სმაილიკების აკრეფის გარეშე.

 

WhatsApp-ის ხმოვან შეტყობინებებს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატება. კომპანიის თქმით, ისინი უახლოეს კვირებში გახდება ხელმისაწვდომი.

 

,,ჩვენი მომხმარებლები ყოველდღიურად საშუალოდ 7 მილიარდ ხმოვან შეტყობინებას აგზავნიან. მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ფუნქციები, რომლებიც ხმოვანი შეტყობინებების [გაგზავნა-მიღების] გამოცდილებას აუმჯობესებს’’

 

ამიერიდან, მომხმარებლებს როგორც რეგულარული, ასევე გადამისამართებული  შეტყობინებების მოსმენა 1.5x ან 2x სიჩქარით შეეძლებათ. ამის გარდა, ხელმისაწვდომი იქნება ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა ჩატის მიღმა, თუნდაც სხვა შეტყობინებებზე პასუხის გაცემის პროცესში. ახალი ფუნქციები დამატებით მოიცავს ხმოვანი შეტყობინების დაპაუზებისა და, შესაბამის ჩატში დაბრუნების შემდეგ, მოსმენის იმ მომენტიდან გაგრძელების საშუალებას.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა